Connect with us

ჯანმრთელობა

9 დამცავი სისტემა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს 24 საათის განმავლობაში იცავს

ჩვენი ორგანიზმი ბევრი სისტემის საკმაოდ რთული ნაკრებია, რომელთა გაგებაც ძნელია. ერთ-ერთ ასეთ სისტემას ადამიანის სხეულის დამცავი სისტემა წარმოადგენს. ის 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე სხვადასხვა მავნე ფაქტორებისგან გვიცავს.

დღეს ადამიანის სხეულის 9 დამცავ ფუნქციაზე გიამბობთ.

მთქნარება

მთქნარების მთავარი ფუნქცია ჩვენი ტვინის გაგრილებაა, მისი გადახურების ან გადატვირთვის შემდეგ.

ცემინება

ჩვეულებრივ მაშინ ვაცემინებთ, როცა ჩვენს ცხვირში ძალიან ბევრი ალერგენი, მიკრობი, მტვერი და სხვა გამაღიზიანებელი გროვდება. ასე ამ „ნაგავს“ ცხვირიდან ვიშორებთ.

გაჭიმვები

ჩვენ ვიჭიმებით, რომ ორგანიზმი ფიზიკური ვარჯიშისთვის მოვამზადოთ, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში ელოდება. ამ დროს კუნთების გახურება, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და განწყობის გაუმჯობესება ხდება.

სლოკინი

როცა ადამიანი ძალიან სწრაფად ჭამს, დიდ ნაჭერს ყლაპავს ან უბრალოდ ძალიან ბევრს ჭამს – ამ დროს მოხეტიალე ნერვის გაღიზიანება ხდება, რომელიც კუჭს და დიაფრაგმას მჭიდროდ უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვასლოკინებს.

მიოკლონური კრუჩხვები

გრძნობა, როცა ლოგინში წევხართ და უკვე ძილში იძირებით, მაგრამ ამ წამს თითქოს სხეულში ელვამ გაიარა. ამ დროს თქვენი ყველა კუნთი იმდენად ძლიერ იკუმშება, რომ ლოგინიდან ხტებით და მაშინვე იღვიძებთ.

საქმე იმაშია, როცა დაძინებას აპირებთ, სუნთქვის სიხშირე მცირდება, პულსი ოდნავ ნელდება, კუნთები დუნდება, ხოლო ამ ყველაფერს ტვინი შეცდომით წინა სასიკვდილო მდგომარეობად აღიქვამს. სწორედ ამიტომ, თქვენს გადარჩენას ცდილობს.

ჭარბი სითხის გამო კანის დანაოჭება

თითის ბალიშები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქმე იმაშია, რომ როცა ორგანიზმი ჭარბ ტენიანობას ეჯახება, ის ხვდება, რომ აქ შეიძლება მოლიპული იყოს. სწორედ ამიტომ, თითებზე კანი გარდაქმნას იწყებს, რომ პრიალა ზედაპირზე მისი მიკვრა გაზარდოს და დაცემისგან დაგიცვათ.

მეხსიერების დაკარგვა

მეხსიერების დაკარგვა ხშირად არც თუ ისე სასიამოვნო მოგონების შემდეგ ხდება. სწორედ ამიტომ, ტვინი ამ საშინელ მომენტებს მეხსიერებიდან იშორებს.

დახორკლილი (ბატის) კანი

პირველი და მთავარი ფუნქცია – ჩვენი ფორებიდან სითბოს გამოყოფის შემცირება. ასე ორგანიზმი არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში გათბობას მარტივად შეძლებს.

ცრემლები

თვალში უცხო სხეულის მოხვედრის დროს ლორწოვანი გარსის დამცავი ფუნქციის გარდა, ცრემლები ორგანიზმის ემოციური დაცვის ინსტრუმენტსაც წარმოადგენს. მეცნიერები თვლიან, რომ სტრესულ სიტუაციებში ორგანიზმი ახალ, ძლიერ გამაღიზიანებელ კერას ქმნის, რომ ადამიანმა ადრე განცდილი ტკივილისგან სხვა რამეზე გადართვა შეძლოს.

ჩვენი სხეულის მადლიერი ვიყოთ, რომ ყოველდღე ჩვენი უსაფრთხოებისთვის ზრუნავს. ორგანიზმი მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.