Connect with us

ჯანმრთელობა

9 სახიფათო შეცდომა, რასაც სავარაუდოდ მენსტრუაციის დროს უშვებთ

ამ შეცდომებს ყველა ქალი უშვებს!

1. თქვენს ციკლს თვალყურს არ ადევნებთ

მცდარია მოსაზრება, რომ ციკლზე ყურადღების მიქცევა და დაწყებისა და დასრულების დღეების ჩაწერა მხოლოდ მათ სჭირდებათ, ვისაც დაორსულება სურს. მენსტრუაციის ხანგრძლივობის, მისი სიჭარბის, ტკივილის შესახებ ინფორმაციით თქვენ და თქვენი გინეკოლოგი ნებისმიერი დარღვევის განსაზღვრას შეძლებთ. დღეს სპეციალური მობილური მოწყობილობები არსებობს, რომელიც ციკლზე თვალის დევნებაში დაგეხმარებათ. ეს დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რას უნდა ელოდოთ ემოციური და ფიზიკური კუთხით, ასევე შვებულებას უფრო წარმატებულად დაგეგმავთ.

2. ხელებს საკმაოდ ხშირად არ იბანთ

თვიურის დროს ინტიმურ ადგილებს ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ეხებით: საფენების გამოცვლა, დაბანა და ა.შ. უმეტესობა ჩვენგანი ხელებს მხოლოდ საფენის გამოცვლის შემდეგ იბანს. ეს ჰიგიენური პროცედურის ჩატარებამდეც უნდა გააკეთოთ.

3. თქვენი სისხლის ფერს ყურადღებას არ აქცევთ

ორგანიზმიდან გამოყოფილი სისხლი თქვენს ჯანმრთელობაზე ბევრ რამეს ამბობს, ასე რომ თვალები ფართოდ გაახილეთ. მენსტრუაციული სისხლის ფერი და ტექსტურა ძალიან მნიშვნელოვანია. ღია წითელი ფერი – კარგის ნიშანია, მუქი ფერი ძველ სისხლს ნიშნავს და შემთხვევითი კოლტებიც ნორმალურია. თუ დიდი სისხლის კოლტები გაგრძელდება, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

როგორც კი ნარინჯისფერ ან ნარინჯისფერ წითელ სისხლს დაინახავთ, გინეკოლოგთან გაიქეცით: ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლი სითხეში საშვილოსნოს ყელიდან მოხვდა – ინფექციის აშკარა ნიშანი.

4. ტკივილგამაყუჩებელ წამალს უკვე ტკივილის დაწყების შემდეგ იღებთ

თუ მტკივნეული თვიურის შესახებ იცით, რა საჭიროა ორად მოკეცვას დაელოდოთ, რომ იბუპროფენი მიიღოთ? ექიმის თქმით, ტკივილის დაწყების შემდეგ მიღებული ტკივილგამაყუჩებელი ნაკლებად ეფექტური ხდება. თუ ციკლს თვალს ადევნებთ, შეგიძლიათ დისკომფორტი თავიდან აიცილოთ.

5. თქვენ სურნელოვან საფენებსა და ტამპონებს იყენებთ

მენსტრუაციის დროს თავისებური სუნი ნორმალურია. ამ სუნის შესამცირებლად ხშირად დაბანა და საფენების ან ტამპონების გამოცვლა საკმარისია. არომატის შემცველი ჰიგიენური საშუალების გამოყენება არ ღირს. მასში შემავალმა ნივთიერებამ შეიძლება ინტიმური ადგილის ლორწოვანი გააღიზიანოს, რაც სიტუაციას გააუარესებს.

Advertisement

6. თქვენ რკინას საკმარისი რაოდენობით არ იღებთ

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჭარბი სისხლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმის რკინის დონეც მცირდება. სწორედ ამიტომ, რაღაც ნოყიერის ჭამის სურვილი გაქვთ. შესანიშნავი ვარიანტია – ხორცი, ვეგეტარიანელებისთვის – პარკოსანი პროდუქტი ან ისპანახი. თუ სიტუაცია სერიოზულადაა, ანემიის თავიდან ასაცილებლად რკინა შეგიძლიათ ვიტამინებისა და დანამატების სახით მიიღოთ.

7. თქვენ პანიკაში ვარდებით, თუ თვიური ცოტა ადრე ან გვიან იწყება

ციკლის მცირე დარღვევა სავსებით ნორმალურია. განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოებში. ციკლის მუდმივი დარღვევა უკვე პრობლემაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დაორსულება სურს – ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

8. თქვენ არასწორი სახის შაქარს ღებულობთ

წინა მენსტრუაციულ პერიოდში რაღაც ტკბილის ჭამის სურვილი გვაქვს. ეს ნორმალურია, რადგან თვიურის დროს სისხლში შაქრის დონე ირღვევა. იმუნური სისტემის დარღვევას და მდგომაროების გაუარესებას გამოიწვევთ, თუ შაქრიან ფუნთუშებს ან ნაყინს მიირთმევთ.

უპირატესობა კვერცხს მიანიჭეთ და ნატურალური ინგრედიენტებისგან რამე გამოაცხვეთ. ასევე შეგიძლიათ წიწიბურას იოგურტთან ერთად ხილი შეჭამოთ.

9. თქვენ ცოტას ისვენებთ

თვიურის დროს, ძალების აღსადგენად თქვენ უფრო მეტი დასვენება გჭირდებათ. ეს ბევრ ძილს ნიშნავს, რადგან ორგანიზმი ახლა უფრო აქტიურად მუშაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო გაღიზიანებული იქნებით, ხოლო ტკბილეულის მიღების სურვილი გაიზრდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.