Connect with us

საკითხავი

9 პრაქტიკული რჩევა მილიონერებისგან, რომელთა გამოყენებას ნებისმიერი შეძლებს

9 პრაქტიკული რჩევა მილიონერებისგან, რომელთა გამოყენებას ნებისმიერი შეძლებს

გახდე მილიონერი რაღაც აუსრულებელი ოცნება არ არის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მილიონერების ნახევარზე მეტმა ქონება თავად დააგროვა. მათგან მიღებული გაკვეთილები მდიდარი ადამიანის სტატუსის გარანტიას ვერ მოგცემთ, თუმცა მოსმენად ნამდვილად ღირს.

თქვენთვის ყველაზე ჭკვიანი რჩევები და გამონათქვამები შევაგროვეთ ფულის გამოსამუშავებლად, დასაგროვებლად და ინვესტირებისთვის, რომ ოქროს ოცნებას მიუახლოვდეთ.

9.წესი 50/30/20

ამ წესის მიხედვით საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვას შეძლებთ. შემოსავალი 3 ნაწილად გაყავით:

1-ელი ნაწილი  – პირველი აუცილებლობის ხარჯს წარმოადგენს. ყოველთვიური ხელფასის 50% ბინის გადასახადის, ტრანსპორტის, კომუნიკალური მომსახურების, პროდუქტების და ა.შ.ხარჯებისთვის გაანაწილეთ.

მე-2 ნაწილი – პირადი ხარჯია. ითვლება, რომ შემოსავლის 30% შეგიძლიათ გართობაზე, შოპინგზე, ჰობსა და ყველაფერ იმაზე დახარჯოთ, რაც ბედნიერს გხდით.

მე-3 ნაწილი – დანაზოგია. შემოსავლის 20% ბანკში უნდა გაემგზავროს.

გაითვალისწინეთ გრანტ კარდონის რჩევა, მილიონერის, რომელმაც ქონება თავად გამოიმუშავა: „მე ვიყავი ღარიბი და ვიცი, რამდენად რთულია ეს. განდევნეთ ნებისმიერი ფიქრი იმის შესახებ, რომ სიღარიბე ნორმალურია. როგორც თქვა ბილ გეითსმა: „თუ ღარიბად დაიბადეთ, დამნაშავე არ ხართ, მაგრამ ღარიბი გარდაიცვალეთ – ეს უკვე თქვენი ბრალია“.

8.იყიდეთ საბითუმოდ და ფასდაკლების დროს

მილიონერისგან ამ რჩევას ალბათ არ ელოდით. რთულია არ დაეთანხმოთ მას, რადგან მაღაზიაში სიარულის დროს ეს მეთოდი ფულის ეკონომიაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ეს წესი ეხება პროდუქტებს, რომელთაც დარწმუნებული ხართ რომ გამოიყენებთ.

„თანხის გადადება რეგულარულად საყიდლებზე სიარულით ძალიან რთულია {…} ასე რომ უფრო მომგებიანია, მაგ., თუ მაკარონის ორწლიან მარაგს შეიძლება, როცა მასზე 50%-იანი ფასდაკლება არის. ასე ინვესტიციას დაუყონებლივ დაიბრუნებთ. ეს არის ნამდვილი დანაზოგი, რომელიც ჯიბეში გექნებათ ჩადებული“ – მარკ კუბანი.

7.საკრედიტო ბარათები არ გამოიყენოთ

თუ თქვენს საფულეში საკრედიტო ბარათი არის, ის გაიძულებთ უფრო მეტი ნივთის შეძენას, ვიდრე ამ წუთას გინდათ და იმის მიუხედავად, შეგიძლიათ თუ არა საკუთარ თავს ამის უფლება მისცეთ. თავისი არსით კრედიტის გამოყენება იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხარჯავთ ფულს, რომელიც არ გაქვთ. ამასთან მაღალი პროცენტი თქვენს შენაძენს კიდევ უფრო ძვირადღირებულს ხდის.

„საკრედიტო ბარათი – ყველაზე ცუდი ინვესტიციაა. ფული, რომლის ეკონომიას ვალის აღების გარეშე მოვახდინე, ნებისმიერ შემოსავალზე  უკეთესი არის, რომელიც თეორიულად შეიძლება მივიღო თუ ფულს საფონდო ბირჟაზე დავაბანდებ. ვფიქრობდი, რომ ბრწყინვალე გარიგებაზე მივდიოდი, სანამ არ მივხვდი, რომ საკრედიტო ბარათის პროცენტის გადახდა ყოველ 30 დღეში მომიწევს.

6.ეცადეთ იყიდოთ მწარმოებელთან

მაღაზიაში რაიმე ნივთის შეძენის შემთხვევვაში საკუთარ თავს ჰკითხეთ: შეიძლება თუ არა ამ ნივთის უშუალოდ მწარმოებელთან შეძენა? ძალიან ხშირად, ნივთს მწარმოებელთან ბევრად უფრო იაფად იყიდით. ზოგჯერ შეკვეთის პირობების მიხედვით, თქვენ მინიმალური რაოდენობის საქონლის შეძენა მოგიწევთ. ასეთ შემთხვევაში მეგობრებს საყიდლებში ჩართვა შესთავაზეთ და ამისთვის მომგებიანი ღირებულებით აცდუნეთ.

„ჩვენ შეზღუდული რაოდენობის პროდუქტებს ძალიან მაღალ ფასში ვყიდულობდი და შემდეგ დავფიქრდი: საიდან მოაქვთ მაღაზიებს ეს პროდუქტები? გამოვიკვლიეთ, საბითუმო მწარმოებლებს დავუკავშირდით და შეკვეთის პირობები დავადგინეთ. მინიმალური შეკვეთა მხოლოდ 250$ ტოლი იყო. ასე დავიწყეთ მეგობრებისთვის შეკვეთების მიწოდება და ახალი პროდუქტების პირდაპირ სახლში მიწოდების სერვისის ორგანიზება“ – ჯეროდ სესლერი, HomeTask-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

5.ფულის არ დახარჯვა იგივეა, რაც ფულის გამომუშავება

ცხადია, რაც უფრო ნაკლებ თანხას დახარჯავთ, მით უფრო მეტი გრჩებათ. საყიდლებზე რაციონალურად მიუდექით. თუ ნივთს ან პროდუქტს იმპულსურად შეძენას ახორციელებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: „ეს ნამდვილად გჭირდებათ? „რა მოხდება, თუ მას არ შეიძენთ?“.

„ადამიანები ყოველთვის გაოცებულნი რჩებიან, თუ როგორ არ მაქვს მე კოსტიუმებით გატენილი კარადა. ყოველ 5 წელში მხოლოდ 3 კოსტიუმს ვყიდულობ და სულ 10 ცალი მაქვს. უფრო მეტი არ მჭირდება“ – თომას ბუნ პიკენსი, მილიარდერი.

4.ეკონომიურად იცხოვრეთ

ბევრი ადამიანის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე გამოიმუშავებს. ერთადერთი მეთოდი ბიუჯეტის გასაზრდელად – უფრო ეკონომიურად ცხოვრება არის.

ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც პრესტიჟულ უბნებში ძვირადღირებულ ბინებს ყიდულობენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ მეგობრები და ნათესავები რას იტყვიან. პირველ რიგში, საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე დაფიქრდით და არა იმაზე, თუ როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება.

„ძვირადღირებული საათი და მანქანა მანამდე არ ვიყიდე, სანამ ჩემმა ბიზნესმა და ინვესტიციამ სტაბილური შემოსავალის მოტანა არ დაიწყო. Toyota Camry-ს ავტომობილის ტარება მხოლოდ მას შემდეგ დავიწყე, რაც მილიონერი გავხდი. გახდით ცნობილი სამსახურის მიმართ თქვენი დამოკიდებულებით და არა იმ ნივთებით, რომლებიც შეიძინეთ“ – გრანტ კარდონი.

3.უზრუნველყავით პასიუსი შემოსავალი

პრინციპი, რომლითაც ადამიანების უმეტესობა ხელმძღვანელობს და რომელიც მათ უფრო მეტის გამომუშავებას არ აძლევთ – თითოეული თეთრისთვის მუშაობა. ამ შემთხვევაში მათი დრო = ფულია.

იცნობთ მილიონერს, რომელიც ფულს სამსახურში მთელი დროის გატარებით გამოიმუშავებს? რა თქმა უნდა,ა რა. დრო ფულზე ბევრად უფრო ღირებული არის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პასიური შემოსავლის ქონა.

„შეგიძლიათ მილიონი დოლარის დაგროვება? შესაძლებელია, ოღონდ თუ დისციპლინა გეყოფათ. ასევე ცოტა რისკზე წასვლაც უნდა შეგეძლოთ. მაგ., ფულის ინვესტირება დაბალ საპროცენტო საერთო ფონდში“ – მარკ კუნბერი.

2.ირგვლივ წარმატებული ხალხი შემოიკრიბეთ

ურთიერთობის წრე თქვენს ცხოვრებასა და აზროვნებაზე დიდ გავლენას ახდენს. თუ ირგვლივ ნიჭიერი ხალხი გეყოლებათ, რომლებიც თქვენს ფიქრებს იზიარებს, ახალი იდეების გენერირებას და ცხოვრებაში განხორციელებას უფრო მარტივად შეძლებთ.

გაატარეთ დრო იმ ხალხთან, რომლებიც თქვენ არა მხოლოდ შთაგაგონებთ, არამედ მოქმედებას და უფრო მეტზე ოცნებას გაიძულებთ.

„ხშირ შემთხვევაში თქვენი პირადი კაპიტალი თქვენი ახლობლების დონეს არეკლავს. თქვენზე უფრო წარმატებულ ადამიანებთან კონტაქტი დაამყარეთ – ეს უფრო ფართოდ აზროვნების და შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგცემთ. მართალია, რომ მილიონერები ფულზე მსჯელობენ არა ისე, როგორც საშუალო კლასის ადამიანები და მათთან ურთიერთობის დროს ბევრის აღნიშვნას შეძლებთ“ – სტივ სეიბლი, წიგნის „როგორ აზროვნებენ მდიდრები“ ავტორი და მულტიმილიონერი, რომელიც თავად გამოიმუშავა.

1.ფული ყველაფერი არაა

რა თქმა უნდა, ფული ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის განსაზღვრავს, თუ სად ვცხოვრობთ, რას მივირთმევთ და რას ვფლობთ. მაგრამ ფული ყველაზე მთავარი არაა. თქვენ შეიძლება იყიდოთ სახლი, მაგრამ არა ოჯახი, რომელთან ერთადაც იცხოვრებთ.

ფული ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, მაგრამ ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერას, ჯანმრთელობას და ბედნიერების შეგრძნებას არაფერი შეედრება.

„ფულის გამო ჯანმრთელობის, ოჯახის, მეგობრების და ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი ნაწილების მსხვერპლად შეწირვა არ ღირს. რამდენიმე მეგობარი დავკარგე და უარი თქვა რიგ ურთიერთობებზე, რადგან ოფისში ხშირად გვიანობამდე ვრჩებოდი და დასვენების დღეებშიც ვმუშაობდი. და მიუხედავად იმისა, რომ მჯერა, რომ ფული არის თავისუფლება, მაინც ფული უბრალოდ ხელსაწყოა, რომელიც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ნივთების შესაძენად გვჭირდება“ – გრანტ საბატიერი.

სიმართლე რომ ვთქვათ, უბრალოდ ამ წესების და რეკომენდაციების დაცვით ბევრი ფულის გამომუშავებას ვერ შეძლებთ. მაგრამ ჯანსაღი ფინანსური ჩვევის გამომუშავებას შეძლებთ, რაც მატერიალური წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ერთადერთი წინაღობა, რომელიც თქვენ და თქვენს ოცნებას და მიზანს გაშორებთ – ფულთან დამოკიდებულება არის.

ფინანსური კეთილდღეობის მოსაპოვებლად საკუთარი იდეები გაქვთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Advertisement
1 Comment

1 Comment

  1. თამარი

    September 24, 2019 at 4:22 pm

    გამარჯობათ , მე მაქვს 2 რეცეპტი რონლის მეშვეობითაც მინდა პატარა ბიზნესის დაწყება. 1 მაზი არის დამწვრობის, 2 არის აკნეს .

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement