Connect with us

ჯანმრთელობა

8 ჩვევა, რაც პირდაპირი გაგებით ჩვენს ხერხემალს ანადგურებს

ხერხემალი ჩვენი სხეულის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლის ჯანმრთელობა პირდაპირ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ზურგის, არამედ შინაგანი ორგანოების მდგომარეობაზეც. ხერხემლის გამრუდება ან სხვადასხვა ნაწილების გაჭედვა სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს, რაც თავის მხრივ დაგიბრუნდებათ გულის დაავადებებით, თავის ტვინის მუშაობის გაუარესებით, საჭმლის მონელების დარღვევით და სხვა დაავადებების განვითარებით. შეამოწმეთ, თქვენს არსენალში ხომ არ არის ჩვევები, რომლებიც დღითიდღე ხერხემალს ანადგურებენ. ასეთი ჩვევები დაუყონებლივ მოიშორეთ.

მოწევა

თამბაქოს მოწევა ცუდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, არამედ ხერხემალზე და შეიძლება ხერხემლის დისკის ნაადრევი დეგენერაცია გამოიწვიოს. საქმე იმაშია, რომ ეს ჩვევა სისხლის და დისკებში ლიმფური სითხის მიმოქცევას არღვევს, რაც გაუწყლოებას და აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების დეფიციტს, მოგვიანებით კი განადგურებას იწვევს. სწორედ ამიტომ, რაც უფრო დიდხანს ეწევით, თქვენი ხერხემალი მით უფრო ცუდად იქნება.

რძის პროდუქტებზე უარის თქმა

ძვლების ჯანმრთელობისთვის კალციუმი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით 45-50 წლის შემდეგ. ამ სასარგებლო ელემენტის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი წყაროა რძის პროდუქტები. მათზე უარის თქმით ძვლების გამძლეობას საფრთხის ქვეშ აყენებთ და ასაკში ოსტეოპოროზის განვითარების რისკს ზრდით. თუ სამედიცინო მიზეზით ლაქტოზას მიღებაზე უარის თქმა გიწევთ, რაციონში მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეულის და დაკონსერვებული თევზის წილი გაზარდეთ. გახსოვდეთ, რომ 50 წლამდე ყოველდღე მინიმუმ 1000 მგ კალციუმი, ხოლო 50 წლის შემდეგ 1200 მგ ან მეტი უნდა მიიღოთ.

მოხრილი ჯდომა ან სიარული

დედა მართალი იყო: სუფრასთან გამართული უნდა დაჯდე, სწორი პოზა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნო. ასაკში გამართული ზურგის დაჭერა სულ უფრო გვიჭირს, არადა ამ დროს სწორი ხერხემლის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია – წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან ორგანოებზე დატვირთვა გაძლიერდება. 30 წლის შემდეგ რეგულარულად დაკავდით იოგით ან სხვა პრაქტიკით, რომელიც ხერხემლის გაჭიმვასა და გამართვაზე იქნება მიმართული.

სმარტფონზე დამოკიდებულება

სმარტფონთან ძალიან ხშირად და დიდხანს მუშაობა ხერხემლის მდგომარეობაზე ცუდ გავლენას ახდენს: როცა ვსაუბრობთ, ტელეფონს მხარზე ვიდებთ, ან უბრალოდ ეკრანის წინ დიდ დროს ვატარებთ, ხერხემლის ზედა ნაწილზე დატვირთვას ვზრდით. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკების გადაადგილება და სერიოზული გამრუდება. გახსოვდეთ ეს!

მჯდომარე მუშაობა

თუ თქვენი სამუშაო მაგიდასთან დიდხანს ჯდომას გულისხმობს, მაშინ ხერხემალზე აუცილებლად იზრუნეთ. პირველ რიგში, ყოველ საათში ცოტა ხნით შეისვენეთ და განიტვირთეთ. მეორეც, დღეში რამდენჯერმე კისრის და ხერხემლის ტკივილის საწინააღმდეგოდ, პროფილაქტიკის მიზნით ვარჯიში შეასრულეთ. და ბოლოს, დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვეული სკამი სავარჯიშო ბურთით ჩაანაცვლოთ – მასზე იმუშავეთ, დაჯექით დღეში მინიმუმ 1 საათით. ასე ხერხემალს გააძლიერებთ და ზედმეტ ზონასთან ბრძოლასაც შეძლებთ.

ყავის სიყვარული

ყავა შესანიშნავი სასმელია და დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კოფეინს ძვლებიდან კალციუმი პირდაპირ „გამოაქვს“ და ამით მოტეხილობის რისკს ზრდის. თუ ყავას ხშირად სვამთ, იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს რაციონში კალციუმის შემცველი პროდუქტები შედიოდეს.

დიდი ჩანთების სიყვარული

თუ თქვენს სტილს დიდ ჩანთებს უხამებთ, თქვენი ხერხემალი შეიძლება საფრთხის წინაშე იყოს. რაც უფრო დიდია ჩანთა, მით უფრო დიდია ცდუნება, რომ ის სხვადასხვა ნივთებით გაავსოთ და ამით ხერხემალი მით უფრო იტვირთება. უფრო პატარა ზომის ჩანთა დაიკავეთ ან ზურგჩანთებზე გადადით.

და მაღალი ქუსლები

დიახ, მაღალი და წვრილი ქუსლი ძველებურად ჩვენი ხერხემლის მტრები არიან. თუ მზად არ ხართ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უარი თქვათ (თუმცა ექიმები ამის გაკეთებას ურჩევენ მათ, ვინც ჯანმრთელობაზე ნამდვილად ზრუნავს), მისი ტარების სიხშირე მაინც შეამცირეთ. სხვა დროს უპირატესობა დაბალძირიან ფეხსაცმელს, ჩექმებს ან პატარა და გამძლე ქუსლებს მიანიჭეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.