Connect with us

საკითხავი

8 ივლისი – წმინდა პეტრეს და ფევრონიას დღე. აი, რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღესასწაულზე

8 ივლისს მართლმადიდებლები პეტრეს და ფევრონიას დღეს აღნიშნავენ, რომლებიც სიყვარულის, ოჯახის და ერთგულების სიმბოლოდ ითვლებიან. მართლმადიდებლური ტრადიციით პეტრე და ფევრონია ოჯახს და ქორწინებას იცავენ.

დღესასწაულის ისტორია

თავადი პეტრე მურომის თავადის, იური ვლადიმეროვიჩის მეორე ვაჟიშვილი იყო. ის მურომის ტახტზე 1203 წელს ავიდა. რამდენიმე წლით ადრე თავადი პეტრე კეთრით დაავადდა, რომლისგან განკურნება არავის შეეძლო. ძილის ხილვაში პეტრემ იხილა, რომ მისი განკურნება ველური თაფლის მომპოვებლის შვილს, გლეხის ქალს ფევრონიას შეეძლო.

ფევრონია თავისი გონიერებით ცნობილი იყო. მას ველური ცხოველების ხმები ესმოდა, ბალახების თვისებების შესახებ იცოდა და დაავადებები განკურნება შეეძლო. თავადმა მას განკურნების შემდეგ ცოლად შერთვას დაპირდა.

წმინდა ფევრონიამ თავადი განკურნა, მაგრამ მან პირობა არ შეასრულა. დაავადება კვლავ განახლდა და მაშინ ფევრონიამ კვლავ განკურნა და ცოლად გაჰყვა.

როცა ძმის შემდეგ მემკვიდრეობა მიიღო, ბოიარინებმა დაბალი წარმოშობის თავადის ქალის ყოლა არ ისურვეს და პეტრეს განუცხადეს: „ან ცოლი გაუშვი, რომელიც თავისი წარმოშობით ჩვენს ქალებს შეურაცხყოფას აყენებს, ან მურომი დატოვე“.

თავადმა ფევრონია წაიყვანა, ნავში ჩაჯდა და ოკასკენ გაცურა. მათ უბრალოდ ადამიანების ცხოვრება დაიწყეს. მურომში არეულობა დაიწყო. მაშინ ბოიარინებმა საბჭო შეკრიბეს და თავადის უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. თავადი და მისი ცოლი დაბრუნდნენ და ფევრონიამ მაცხოვრებლების სიყვარულის მოპოვება შეძლო.

მოხუცებულობაში მონაზვნად აღიკვეცნენ და მათ სახელები დავითი და ეფსონია ეწოდათ. ისინი ღმერთს ევედრებოდნენ, რომ ერთსა და იმავე დღეს გარდაცვლილ იყვნენ და სხეულების ერთ საფლავში მოთავსების ანდერძი დაწერეს. პეტრე და ფევრონია ერთ დღესა და საათში – 1228 წლის 8 ივლისს (ახალი სტილით) გარდაიცვალნენ.

მონასტრული წოდების გამო ერთ საფლავში მათი მოთავსება შეუფერებლად მიიჩნიეს და ცალ-ცალკე დამარხეს, მაგრამ მეორე დღეს მათი სხეულები ერთად აღმოჩნდნენ. წმინდა მეუღლეები ქალაქ მურომის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მახლობლად დაკრძალეს, რომელიც 1553 წელს ივან გროზნიმ ააშენა. ახლა მათი ნაწილები დაკრძალულია მურომის წმინდა სამების ეკლესიაში.

რისი გაკეთება არ შეიძლება პეტრეს და ფევრონიას დღესასწაულზე?

  • ამ დღეს დაქორწინება არ შეიძლება, მაგრამ დანიშვნა ნებადართულია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ახლა პეტრე-პავლობის მარხვაა.
  • ამავე მიზეზით ხორციანი და თევზიანი კერძების მიღება არ შეიძლება.
  • ამ დღეს ბაღსა და ბოსტანში მუშაობა მიღებული არაა. წვრილი საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულება ნებადართულია.
  • კერვა და ხელსაქმით დაკავება არაფრით არ შეიძლება.
  • როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ დღესასწაულზე, ჩხუბი, კამათი და ცუდზე ფიქრი ნებადართული არაა.

ცრურწმენები პეტრეს და ფევრონიას დღეზე

  • პეტრეს და ფევრონიას დღეზე რამდენიმე ხალხური რწმენაა დაკავშირებული:
  • თუ მცხუნვარე დღე, სიცხე კიდევ 40 დღე გაგრძელდება.
  • ივლისში გვალვა – სოკოს შემოდგომამდე არ ელოდოთ.
  • თუ პეტრეს და ფევრონიას დღეზე ვაჭარი მთელი დღე ცოლთან ერთად იმუშავებს, მთელი წელი კარგი შემოსავალი ექნებათ.
  • თუ ამ დღეს თაგვებმა და ღორებმა თივის ჭამა დაიწყეს – ცუდი სათიბი იქნება.
  • თუ ნერგები სარწყავ წყალს კარგად სვამენ, თიბვის დროს მშრალი დღე იქნება და პირიქით.

ამ დღესასწაულის შესახებ გსმენიათ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.