Connect with us

სხვა

8 წლის ბიჭუნამ თავის ტვინის მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა

8 წლის ამერიკელმა ქემერონ სკოტმა დაამტკიცა, რომ სასწაულები მედიცინაშიც ხდება – მან დიაგნოზის გაგებიდან 1 წლის შემდეგ, ტვინის მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა.

2017 წელს ბიჭი საავადმყოფოში, კიბიდან დაგორების შედეგდ მოხვდა. ის ზურგში არსებულ ტკივილს უჩიოდა და მისმა მშობლებმა ტამიკამ და ვენდელმა ის საავადმყოფოში წაიყვანეს.  რენტგენმა აჩვენა, რომ ხერხემლის დისკის გადაადგილება, ბიჭის ყველაზე დიდი პრობლემა არ იყო. ექიმებმა მის ტვინში მედულობლასტომა აღმოაჩინეს – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც თავის ტვინში იწყება და ზურგის ტვინში ვრცელდება. ექიმებმა დასვეს დიაგნოზი: თავის ტვინის სიმსივნის მეოთხე სტადია.

8 წლის ქემერონს, რომელიც მხოლოდ 24 კილოგრამს იწონიდა, ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 4 საათი გრძელდებოდა. საბედნიეროდ ექიმებმა სიმსივნე წარმატებით ამოიღეს.

შემდეგ ქიმიო და რადიო თერაპიის ჯერი დადგა. საბედნიეროდ, საავადმყოფომ თავად აანაზღაურა მკურნალობის ხარჯები.

ერთწლიანი დამქანცველი მკურნალობის შემდეგ ქემერონი, როგორც იქნა განიკურნა სიმსივნისგან. მშობლებმა და ექიმებმა მის საპატივცემულოდ წვეულებაც კი მოაწყვეს.

განკურნების შემდეგ ოჯახმა ქემერონი, ფლორიდის ლეგოლენდში წაიყვანა, სადაც ის თავისი საყვარელი პერსონაჟის – ბეტმენის ფორმაში სეირნობდა.

უენდელ სკოტის სიტყვებით, ქემერონს ბეტმენი ინტელექტის გამო უყვარს:

“მას ასეთი ფილოსოფია აქვს: ყველა სხვა სუპერგმირს სუპერძალები აქვს, ბეტმენი კი ტვინს იყენებს”

ქემერონი ბედიერია: ლეგოლენდში გამგზავრებამ მას საშუალება მისცა ავადმყოფბისა და დამქანცველი მკურნალობის შემდეგ გონს მოსულიყო და დაესვენა.

“თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, – ამბობს ის – ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უკვე ყველაფერი გადავიტანე რისი გადატანაც შეიძლებოდა”

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.