Connect with us

ჰოროსკოპი

8 რამ, რაც უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც ქალწული უყვარს

დღეს ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების შესახებ სრულ სიმართლეს გაგიმხელთ.

1. ქალწული ზემგრძნობიარეა

როცა საქმე მის გრძნობებს ეხება, მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოთ. ქალწულს სურს შესმენელი იყოს. მას სურს, რომ მის გრძნობებს გაუგოთ. შეგიძლიათ როზეტს შეადაროთ. თუ ქალწულს უგულებელყოფთ და უსიამოვნებას გაზრდით, ერთხელაც ფეთქებადსაშიში გახდება.

2. პირდაპირობას აფასებს

სჯობს ყველაფერი პირდაპირ უთხრათ. განუმარტეთ, თუ რა გაქვთ მხედველობაში. ქალწული თამაშებს არ თამაშობს. ის სხვებს ემოციებს არ უმალავს, ინტრიგებს და მანიპულაციებს ვერ იტანს. გულახდილია და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს.

3. წესრიგი უყვარს

წესრიგი და სისუფთავე ქალწულისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ეს პრიორიტეტები პირველ ადგილას დააყენეთ.

თუ ყველგან ნაგავს ყრით, მზად იყავით ქალწულის მხრიდან უხეშობა მოისმინოთ. რა თქმა უნდა, მისი ყველა აბსურდული სისუფთავის სტანდარტის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებთ, მაგრამ ცდა ნამდვილად ღირს. ის თქვენს ძალისხმევას დაინახავს და დააფასებს.

4. უყვარს, როცა ანებივრებთ

ქალწულმა იცის, როგორ გაანებივროს თავი. ამავდროულად, სხვებზე ზრუნვაც შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, თუ ქალწული საჩუქრებს ხშირად გჩუქნით, ზუსტად ასეთივე ურთიერთობას მოითხოვენ თქვენგან.

დარწმუნდით, რომ სათანადოდ რეაგირებთ.

5. ინტუიციით სარგებლობა შეუძლია

ქალწულის მოტყუება შეუძლებელია. მასთან ურთიერთობაში ყველაზე მთავარი სტრატეგიაა – ყოველთვის სიმართლის თქმა. როგორი მკაცრი და უსიამოვნოც არ უნდა იყოს.

გულახდილობას აფასებს. როცა ხედავს, რომ მასთან გულწრფელი ხართ, თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობს.

6. შრომისმოყვარეა

თავისი სამსახურით ყველაზე მეტად ამაყობს. ამ ნიშნის ადამიანს სხვებზე უკეთ ესმის, რომ გამარჯვება ტკივილის გარეშე არ არსებობს.

საკუთარ კარიერას ძალიან სერიოზულად ეკიდება და ნულოვანი მოთმინება აქვს უსაქმურების და იმ ადამიანები მიმართ, ვინც „ცხოვრებას უაზროდ ხარჯავს“.

7. სივრცე სჭირდება

ზოგჯერ ამ ნიშნის წარმომადგენელი ჩაკეტილი გვგონია, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას უფრო მეტი პირადი სივრცე სჭირდება. მიეცით სივრცე!

როცა საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლისთვის მზად იქნება, მის მეგობრულობას და გულახდილობას სათანადოდ დააფასებთ.

8. ქალწული – შემოქმედებითი ადამიანი. ეს ყველაზე მთავარია

უყვარს მხოლოდ ის, ვინც საკუთარ თავს მის ყველაზე მთავარ თაყვანისმცემლად მიიჩნევს. ის მხარდაჭერა სხვებზე მეტად სჭირდება. პირველ რიგში, ყოველთვის მაღალი სტანდარტები აქვს. მეორეც, ხშირად თავდაუჯერებლობით იტანჯება.

თუ ქალწულთან სასიამოვნო ურთიერთობის აწყობა გსურთ, მზად უნდა იყოთ, მისთვის გახდეს დამცველი და „ქვის კედელი“.