Connect with us

ჯანმრთელობა

8 მიზეზი, რატომ უნდა ჩართოთ ბროწეული თქვენს რაციონში

გვიან შემოდგომაზე მაღაზიის დახლებზე ჩვეული ვაშლი და ფორთოხალი ბროწეულს ავიწროებს. დიასახლისები ამ ეგზოტიკური ხილის შეძენას არ ჩქარობენ, რადგან ბროწეული უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს – ის არა მხოლოდ უნდა გარეცხოთ, როგორც ვაშლი, და არა მხოლოდ გაარჩიოთ, როგორც ფორთოხალი. ღირს კი ბროწეული ამ ძალისხმევად? დღეს ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ ბროწეული ამ ძალისხმევად ნამდვილად ღირს.

ბროწეული გემრიელი და უნივერსალური პროდუქტია. მას ფანტასტიკური ღირებულებები გააჩნია. ბროწეულის მარცვლები შეგიძლიათ სალათებს, ბრინჯიან კერძებს, ხორციან კერძებს და იოგურტებს დაუმატოთ. ასევე შეგიძლიათ ბროწეული გაწუროთ. 1 ბროწეული დაახლოებით 100 მარცვალს და 100 კალორიას შეიცავს, რაც დაბალ კალორიული წახემსებისთვის იდეალურია მათთვის, ვისაც დაკლება სურს. ბროწეული შეიძლება რიგი სერიოზული დაავადებების, მათ შორის სიმსივნის და გულის დაავადების შეფერხებაში დაგეხმაროთ. ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ?

1. ბროწეული ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს

ეს ხილი ძლიერ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომელიც ორგანიზმის სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. კერძოდ, ცუდი ქოლესტერინის დონეს, წნევას და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. დღეში 1 ბროწეული შეჭამეთ ან მარცვლეული სალათებს დაუმატეთ.

2. ბროწეული სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

ამ თვისების გამო დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის და სისხლში შაქრის მკვეთრი ცვლილების რისკის მქონე ხალხისთვის განსაკუთრებით ღირებული ხილია. შაქარი, როგორც ცნობილია, ბევრი დაავადების განვითარებაში დამნაშავეა, მათ შორისაა გულის დაავადება, სიმსივნე, გასუქება, შაქრიანი დიაბეტი და კანის პრობლემები. სწორედ ამიტომ, შაქრის მოხმარება უნდა შეზღუდოთ (ან საერთოდ რაციონიდან საერთოდ ამოიღოთ). მიუხედავად იმისა, რომ თავად ბროწეული „ტკბილ“ ხილად ითვლება, მისი გლიკემიური ინდექსი მხოლოდ 35, ანუ ზუსტად ისეთია, როგორც ნედლი სტაფილო და 5 პუნქტით მეტი, ვიდრე მწვანე ვაშლი.

3. ბროწეული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ტვინის მასტიმულირებელი ძლიერი ანტიოქსიდანტების შემცველობის ბროწეული ტვინზე დადებით გავლენას ახდენს. ეს ხილი მეხსიერებას და ნერვული სისტემის ფუნქციებს აუმჯობესებს, კოგნიტურ შესაძლებლობებს ზრდის. უფრო მეტიც, ბროწეულმა ალცჰაიმერის დაავადების რისკი შეიძლება შეამციროს და ამ დაავადების მქონე ხალხისთვის სასარგებლო ხილად ითვლება.

4. ბროწეული წნევის შემცირებას ხელს უწყობს

კვლევა ამტკიცებს, რომ ბროწეული მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს. ეს ხილი ჰიპერტონიკებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ბროწეულის წვენი (რა თქმა უნდა, ახალი, შაქრის დამატების გარეშე) და მარცვლები არტერიულ კედლებზე დადებით გავლენას ახდენენ. თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, მკურნალ ექიმს ბროწეულის უპირატესობები და თქვენთვის მისაღები დოზა ჰკითხეთ.

5. ბროწეულმა შეიძლება სიბერე შეაფერხოს

ეს ნამდვილი გამაახალგაზრდავებელი ხილია. ბროწეული თავისი ფანტასტიკური, სიბერის შემაფერხებელი თვისებების წყალობით ცნობილია. ბროწეულის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა ნაოჭებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. საქმე იმაშია, რომ ბროწეული ისეთ ძლიერ ნატურალურ ანტიოქსიდანტს შეიცავს, როგორიცაა პოლიფენოლები, რომლებიც სიბერის ნებისმიერ ნიშნებს ებრძვიან. განა ეს ბროწეულის მარცვლების სალათაში დამატების მიზეზი არაა?

6. ბროწეული სიმსივნის უჯრედების ზრდის შეფერხებაში დაგეხმარებათ

რა თქმა უნდა, ხილი და ბოსტნეული სიმსივნეს ვერ განკურნავს. თუმცა სიმსივნის უჯრედების ზრდის შეფერხებაში შეიძლება დაგეხმაროთ. ბროწეული მსგავსი თვისების მქონე ერთ-ერთი ხილია. ამ მიზნით შეგიძლიათ ბროწეულის წვენი დალიოთ, ან მისი მარცვლები შეჭამოთ.

7. ბროწეული ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს

ბროწეულის მიღებით ანთების შემცირებას და ართრიტის სიმპტომებთან ბრძოლას შეძლებთ. ეს ნაყოფი ხრტილების დაშლას თავიდან აგაცილებთ. სიბერის საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ბროწეული ახალგაზრდა და ჯანსაღი სახსრების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ბროწეულის წვენი სახსრების ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ.

8. ბროწეული განწყობას აუმჯობესებს

როცა ცუდი განწყობა გექნებათ, ბროწეული გაჭერით და მისი მარცვლებით დატკბით. თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. ბროწეული ტვინში სეროტონინის დონეს ზრდის და განწყობის ცვლილებებს აკონტროლებს. ბროწეული შფოთვას და დეპრესიას ამცირებს. ცივ საღამოს, როცა ყველაფერი უკვე მოგბეზრდათ, თქვენს ჩვეულ ვიტამინების კოქტეილს ბროწეულის მარცვლები და ცოტა მწარე შოკოლადი დაუმატეთ. ამბობენ, რომ ეს კომბინაცია ნამდვილ სასწაულს ახდენს – განწყობა უმჯობესდება და აზროვნება უფრო ნათელი ხდება.