Connect with us

სახლი და დიზაინი

8 საუკეთესო მეთოდი ავეჯიდან ნაკაწრების მოსაშორებლად

8 საუკეთესო მეთოდი ავეჯიდან ნაკაწრების მოსაშორებლად

ხის ავეჯი ყოველთვის მოთხონავდია. სამწუხაროდ, მისი მოვლა არც ისე მარტივია, როგორც გვსურს. ხის ზედაპირზე ნაკაწრის გაჩენისგან დაზღვეული არავინაა. ხოლო თუ არის დაზიანება, მისი მოშორება აუცილებელია.

ნაკაწრების მოსაშორებლად ძვირადღირებული საშუალებების შეძენა აუცილებელია არაა, შეგიძლიათ მათი დახმარების გარეშეც ამ საქმეს თავი გაართვათ. ეფექტური და ამასთან ბიუჯეტური საშუალებები ხის ზედაპირიდან ხარვეზების და ნაკაწრების მოშორებაში დაგეხმარებათ. მხოლოდ შესაბამისი საშუალების გამოყენება უნდა იცოდეთ.

კაკლის პასტა

ფქვილში არეული და ოდნავ წყალსა და ზეითუნის ზეთში გახსნილი დაქუცმაცებული კაკალი წვრილ ნაკაწრებს შესანიშნავად ნიღბავს. საკმარისია ნარევი პრობლემურ ადგილას წაუსვათ და გაშრობამდე დატოვოთ, შემდეგ ზედმეტი ნარჩენები უბრალოდ მოაშორეთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა შეგიძლიათ ყოველ კვირა გაიმეოროთ.

თევზის ცხიმი

ღრმა ნაკაწრის შენიღბვას შეძლებთ, თუ თევზის ცხიმის კაფსულას გამოიყენებთ. საკმარისია კაფსულის შემადგენლობა საჭირო ადგილას წაუსვათ და რამდენიმე საათით გააჩეროთ, ამ დროის განმავლობაში თევზის ცხიმი ხის გამოკვებას მოასწრებს. შემდეგ ცხიმის ზედმეტი კვალი მოაშორეთ და რბილი ქსოვილით გადაწმინდეთ.

პლასტილინი

პლასტილინი ნაკაწრის ან ჩაჭყლეტილი ზედაპირის ამოსავსებად გამოგადგებათ. ადგილის ამოვსების შემდეგ ზედაპირი ლაქით ან წებოთ დაამუშავეთ, რომ უფრო საიმედო ფიქსაცია მიიღოთ და მტვრის მოხვედრა თავიდან აიცილოთ.

კბილის პასტა

კბილის პასტა არა თავისთავად, არამედ მცირე რაოდენობის მცენარეული ზეთის დამატებით. თავიდან ნარევს იმ ადგილას უსვამენ, სადაც ნაკაწრი არსებობს, შემდეგ ზედაპირს გაშრობის დროს აძლევენ და ნარჩენებს სველი ქსოვილით აშორებენ. ნაკაწრები ასეთი პროცედურის შემდეგ პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება.

ცვილი

ზედაპირების გასაწმენდად ძვირადღირებულ საშუალებებში ცვილი ტყუილად არ შედის. ნაკაწრების, ღრმა ხვრელების და მსგავსი ხარვეზის დროს მისი გამოყენება თავადაც შეგიძლიათ. ცვილი რბილი და პლასტიკურია, აუცილებლობის შემთხვევაში საღებავს ადვილად ერწყმის, რაც ხვრელებს და ნაკაწრებს იდეალურად ნიღბავს, თუ ზედაპირის ფერის სწორ საღებავს შეარჩევთ. ზედაპირის გასწორების შემდეგ, ისღა დაგრჩენიათ რბილი ღრუბელით ან ფლანელით დაამუშაოთ.

ძმარი ზეითუნის ზეთთან ერთად

თანაბარი პროპორციით ძმარი და ზეითუნის ზეთი ერთმანეთს აურიეთ. ნარევი ნაკაწრების ადვილად უმკლავდება და ზედაპირს გააპრიალებს. საკმარისია ნარევი პრობლემულ ადგილას წაუსვათ და რამდენიმე ხნით მოქმედებისთვის დატოვოთ. ორივე ინგრედიენტი ანტისეპტიკურია და ხეს ბაქტერიებისგან იცავს. დამუშავებულ ზედაპირზე მტვერიც კი უფრო იშვიათად გაჩნდება.

ყავის ნალექი

ეს მეთოდი ძველ ავეჯზე ნაკაწრების მხოლოდ შესამცირებლად გამოგადგებათ. ყავაში შემავალი ბუნებრივი ინგრედიენტი ზედაპირის მიერ იწოვება და ნაკაწრს უფრო ნაკლებად შესამჩნევს ხდის. ყავის ნალექის გამოყენება წვრილი ნაკაწრების შესანიღბადაც შეგიძლიათ. დამუშავების წინ, სქელ ფხვნილს ოდნავ წყალში ხსნიან ან ცოტა სელის ზეთს უმატებენ. ნარევს ზედაპირს უსვამენ და რამდენიმე ხნით ტოვებენ. ზედმეტი ფხვნილი რბილი ჯაგრისით მოაშორეთ.

ნახერხი წებოსთან ერთად

წებოს და ნახერხის ნარევი ყველა ღრმა ხვრელსაც კი მოგაშორებთ.საკმარისია სიცარიელე ამ ნარევით ამოავსოთ, კარგად ჩატკეპნოთ და ბოლომდე გაშრობა აცადოთ. შემდეგ ზედაპირი კარგად უნდა დაამუშაოთ. საბოლოო ეტაპზე შეგიძლიათ ლაქი ან საღებავი გამოიყენოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement