Connect with us

ფოტო

70 წლის ქალბატონმა 1 წელიწადში 52 პლაჟი საკუთარი ხელით გაწმინდა

ყოველდღე ჩვენი პლანეტა სულ უფრო ბინძურდება. თუმცა ისეთმა ადამიანებმა, როგორიც პეტ სმიტია, იციან, რა უნდა გააკეთონ! ისინი ყველასათვის სამაგალითონი არიან.

პეტ სმიტი დიდი ბრიტანეთის ქალაქ კორნუოლიდანაა. 70 წლის ასაკში, მას მშობლიური პლანეტის დაბინძურების საკითხი ძალიან აწუხებს. ერთი დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ, ქალბატონმა მოქმედება გადაწყვიტა.

მისი მიზანი იყო, 2018 წლის ყოველ კვირას ერთი პლაჟი დაელაგებინა.

მისი მშობლიური ქალაქის მაცხოვრებლებმა მხარი დაუჭირეს პეტს და წელიწადში 52 პლაჟის დალაგება შეძლეს.

ქალმა წამოიწყო კამპანია “უკანასკნელი საწრუპავი”, რომლის მისიაც საზოგადოების ინფორმირებაა პლასტმასის საწრუპავების საფრთხისშემცველობისა და უსარგებლოობის შესახებ.

პლასტმასის დიდი ნაწილი ხომ უბრალოდ უსარგებლოა. ჩვენ კი მათ მხოლოდ იმიტომ ვიყენებთ, რომ შევეჩვიეთ.

თქვენ ზრუნავთ გარემოზე? როგორ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში და ერთად შევიტანოთ მცირე წვლილი ჩვენი მშობლიური პლანეტის ეკოლოგიური კატასტროფისგან გადარჩენაში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.