საკითხავი
7 მნიშვნელოვანი რამ, რაც მშობლებმა ბავშვის მაგივრად არ უნდა გააკეთონ. ამაზე თქვენი შვილის განვითარებაა დამოკიდებული
მშობლები შვილებს ხშირად ზედმეტად თავს ევლებიან. სიტყვასიტყვით კუდში დაჰყვებიან და ყველაფერს მათ ნაცვლად აკეთებენ. გადაჭარბებული ზრუნვის შედეგი – პასიური, დამოკიდებული, მორცხვი და ცხოვრებისთვის მოუმზადებელი ხალხი.
ბავშვი დამოუკიდებლობას რომ მიეჩვიოს, მას გადაწყვეტილებების მიღების უფლება უნდა მისცეთ. დაე, ზოგჯერ არც თუ ისე სწორი, მაგრამ ვიღაცის დახმარების გარეშე მაინც სასიამოვნო გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს.
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ შვილებისთვის ეს 7 რამ არ გააკეთონ, რომ ბავშვი არა უნებისყოფო, არამედ ძლიერ პიროვნებად გაიზარდოს.
ბავშვის აღზრდა და განვითარება
1. მეგობრები თავს არ მოახვიოთ
ოჯახებით მეგობრობა შესანიშნავია. ფაქტი, რომ მშობლებს ერთმანეთი მოსწონთ, იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვებმაც უნდა იმეგობრონ. მათ უფლება აქვთ საკუთარი სოციალური წრე შექმნან. ამაში ხელის შეშლა შეცდომა იქნება.
2. მისი ოთახი ბავშვის ნაცვლად არ დაალაგოთ
თითოეულ ადამიანს პირადი სივრცე სჭირდება. ბავშვისთვის ეს მისი ოთახია, სადაც წესრიგის დამყარება თავად უნდა ისწავლოს. უნდა იცოდეს, რომ დედა მოსამსახურე არაა, რომელიც ყველაფერს აალაგებს, რაც არ უნდა დაყრილი იყოს.
3. მასწავლებლებს შეფასებაზე არ მოელაპარაკოთ
მთავარი ცოდნაა და არა ნიშნები. თუ ნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს უფლება მიეცით მასწავლებელთან თავად მივიდეს და თვითონ მოელაპარაკოს. დაე, უფროსებთან ურთიერთობა და მათთან კონტაქტის დამყარება ისწავლოს. ეს ხომ მისი მოსწავლის გზაა და არა მშობლის.
4. საშინაო დავალება მის ნაცვლად არ გააკეთოთ
თუ ბავშვი დახმარებას გთხოვთ, რა თქმა უნდა, უარი არ უთხრათ: მასალა აუხსენით, მასთან ერთად წაიკითხეთ, ამოცანაზე იფიქრეთ. უკიდურეს შემთხვევაში დამხმარე მასწავლებელი აუყვანეთ. თუმცა არავითარ შემთხვევაში დავალება მის ნაცვლად ბოლომდე არ შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერაფერში გარკვევას ვერ მოახერხებს.
5. სხვა ბავშვებთან კონფლიქტის დროს არ ჩაერიოთ
მშობელს ძალიან სურს დაიცვას ბავშვი, როცა მას სხვები შეურაცხყოფას აყენებენ, თუმცა უნდა მოითმინოთ.
ამ სიტუაციაში მოწინააღმდეგე არასრულწლოვანია და მასთან მოლაპარაკება თანატოლმა უნდა მოახერხოს, ანუ თქვენმა ბავშვმა.
6. ბავშვის ნაცლად პასუხი არ გასცეთ, როცა მას კითხვას უსვამენ
ზოგიერთ მშობელს ეშინია, რომ ბავშვი ზედმეტს იტყვის, ან რაღაცას არასწორად გააკეთებს, რომ მზად არიან პასუხი მის ნაცვლად გასცენ. სხვების წინაშე შერცხვენის ეშინიათ და თავისი ქცევით ქვეცნობიერად ბავშვებს უჩვენებენ, რომ მათი რცხვენიათ.
ამ ჩვევაში ბავშვის გაკონტროლების ფარული სურვილი ჩანს. მიზეზებში უნდა გაერკვიოთ და ასეთ ქცევას გადაეჩვიოთ.
7. ბავშვის ნაცვლად ინტერესების სფერო არ აირჩიოთ
ყველა ზრდასრულმა ადამიანმა ვერ მოახერხა იმის მიღწევა, რაც ბავშვობაში სურდა. ბავშვებში დაკარგულის ამოღება ყოველ ახალ თაობაში გვხვდება.
თუ თქვენს ბიჭს ასტროლოგიას ასწავლით, რომ ის კოსმონავტი გახდეს, ხოლო გოგო საბალეტო ცეკვებზე დაგყავს, ასე საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას ცდილობთ. პატარა ბავშვსაც კი თვითგამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.