Connect with us

საკითხავი

უხერხული სიტუაციები სტუმრად ყოფნისას, რომელზეც უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ

ძირითადად, სტუმრად ყოფნისას უხერხული სიტუაციები მასპინძლის გამო იქმნება. როცა სტუმრებს ელოდებით, არა მხოლოდ გემრიელ კერძებზე, არამედ სახლის დალაგებაზე უნდა იზრუნოთ. წვრილმანები განსაკუთრებით თვალშისაცემია – უსიამოვნო რამ, რის გამოც შეიძლება სტუმრებმა დისკომფორტი იგრძნონ.

უხერხული სიტუაციები

აგრესიული მასპინძლობა

ზოგიერთი სტუმართმოყვარე დიასახლისი ახალი კერძებით თავის გამოჩენას ცდილობს. სტუმრებისთვის ყოველთვის საუკეთესო წასახემსებელი და დესერტი გამოაქვს. ზოგჯერ, რთულია მასპინძელს აუხსნათ, რომ არ გშიათ ან გარკვეულ პროდუქტებს რაღაც მიზეზით არ ჭამთ. სწორედ ამიტომ, თუ სტუმრები მოიპატიჟეთ, გაიგეთ, თუ რას ჭამენ. თუ სტუმარი კერძზე თავაზიანად უარს ამბობს, საჭირო არაა ხორცის გუფთა ძალით მიაწოდოთ!

„როცა დეიდასთან სტუმრად მივდივართ, ყოველთვის კერძების მთელ მთას აკეთებს, მაშინაც კი, თუ მხოლოდ რამდენიმე ნათესავს ან მეგობარს პატიჟებს. ყოველთვის ცდილობს, რომ თეფშზე გადმომიდოს ყველაფერი, რაც მაგიდაზეა. ხორციან კერძებს ვერ ვიტან, მაგრამ დეიდას წყენინება არ მსურს, ასე რომ მთელ თეფშს ქმარს ვუდებ“.

რამდენიმე სიტყვა თქვი

აი, ვის უყვარს თავისი ნებით სადღეგრძელოს თქმა? ერთ–ერთი ყველაზე უხერხული მომენტები სტუმრების უმეტესობისთვის: სუფრაზე სადღეგრძელოს თქმა. სანამ ნათესავები იუბილარს ულოცავენ, კუთხეში ზის მორცხვი სტუმარი, რომელიც იმედოვნებს, რომ არაფრის თქმა მოუწევს. მას ხომ უბრალოდ გემრიელად ჭამა სურს.

„ერთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ყველა დღესასწაულზე ერთსა და იმავე ფრაზას ამბობს. და ეს მუშაობს! სადაც არ უნდა იყოს, ყველგან ამბობს: „ყველა კარგი სიტყვა უკვე თქვეს, ასე რომ იუბილარს კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას და პირად ცხოვრებაში ბედნიერებას ვუსურვებ““.

ფილოსოფია მაგიდასთან

მასპინძლებს სასაუბროდ კონკრეტული თემა აქვთ. ყველას არ სიამოვნებს, როცა ვინმე უმაღლეს ძალებზე, სამყაროსა და სხვა საკამათო საკითხზე ლაპარაკს იწყებს. არავინ იცის, ვინ ზის სუფრაზე თქვენ გვერდით. საპირისპირო მოსაზრებამ შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია შექმნას.

ნივთები საპირფარეშოში

აუცილებელი ნივთია ტუალეტის ქაღალდი, ვინც რა არ უნდა თქვას. ეს ნივთი თვალსაჩინო ადგილას უნდა იდოს, თუნდაც თავად ბიდეს იყენებდეთ. უცხო სააბაზანოში ისე ხართ, როგორც ნაღმზე: სტუმარმა არ იცის, რით შეიძლება ხელის გამშრალება, როცა სააბაზანოში ბევრი პირსახოცი და ჩვარი კიდია. სჯობს სტუმრების მოსვლამდე ზედმეტი ნივთები აიღოთ.

თეთრეულის საშრობი

პირდაპირი გაგებით, საცვლების სტუმრებისთვის ჩვენება ცუდი ფორმაა. წარმოიდგინეთ, რას გრძნობს არც თუ ისე ახლობელი ადამიანი, როცა საკუთარი თვალით ხედავს როგორ ქვედა საცვალს ატარებთ. გირჩევთ, სტუმრების მოსვლამდე ნივთები არ გარეცხოთ, თუ სხვაგან გასაშრობი არ გაქვთ, რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. გარეცხილი ნივთები კარადაში შეინახეთ, ჭუჭყიანი – თეთრეულის კალათაში და საქმე მოგვარებულია.

სწრაფად დალაგება

„დაჯექი, დაჯექი, თეფშებს გავრეცხავ, თუ წინააღმდეგი არ ხართ“ – ძალიან ახლო მეგობრების წინაშეც ასე არ უნდა გააკეთოთ. ადამიანი ხომ სტუმრად მოვიდა, რომ მას ყურადღება დაუთმოთ. თუ შუა საუბარში ადგებით და ჭურჭლის გარეცხვას დაიწყებთ, სტუმარი თავს უხერხულად იგრძნობს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მისი ნახვა არ გახარებთ, რადგან მის წინაშე ჭურჭლის რეცხვას იწყებთ.

ჭურჭელი

უსიამოვნოა, როცა სტუმარი ხედავს, რომ მასპინძელი ჭუჭყიანი ჭურჭლის მთიდან ჭიქას იღებს, წყალს ავლებს და მასში ჩაის აკეთებს. გაურეცხავი ჭურჭელი, ლუდის კათხა ბზარებით ან ჩაის ლაქებით ზიზღს და უსიამოვნებას იწვევს. ასეთ უწესრიგო დიასახლისთან სტუმრად აღარ მივლენ.

ბოდიში უწესრიგობისთვის

ძალიან გამაღიზიანებელია, როცა სტუმრად მიდიხართ სისუფთავის მოყვარულთან, რომელიც ყველა კუთხის გაპრიალებას ცდილობს და არეულობისთვის ბოდიშს გიხდით, თუმცა უბრალოდ მაისური დივანზე აქვს გადადებული და არა კარადაში. ცხოველებისა თუ შვილების გამო, რომლებმაც სათამაშოები მიმოყარეს, ბოდიშის მოხდა არ ღირს, მით უფრო სათამაშოების ალაგება. ასე სტუმარი იფიქრებს, რომ უდროოდ მოვიდა.

კატის ტუალეტი

შეიძლება ლოგიკურად გეჩვენებათ, რომ კატის ტუალეტი საძინებლიდან შორს უნდა დადოთ. ბევრი დიასახლისი კატის ტუალეტს შემოსასვლელ კართან დებს. როცა სტუმარი სახლში შემოდის, მას კატის ტუალეტის უსიამოვნო სუნი ცხვირ–პირში ხვდება და მაშინ არ გაბრაზდეთ, თუ არაფერს შეჭამს.

სხვადასხვა უხერხული სიტუაციები იქმნება, რომლის შემდეგ გარკვეულ ადამიანთან ხელმეორედ სტუმრობა აღარ გვსურს. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც შეუძლია. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც აღზრდილ სტუმარს შეუძლია: არ შეიმჩნიოს და სახლის მფლობელი ცუდად არ წარმოაჩინოს. თქვენ ყოფილხართ უხერხულ სიტუაციაში სტუმრად ყოფნისას?