Connect with us

სხვა

7 ჰობი რომელიც უფრო ჭკვიანს გაგხდით

ადამიანთა უმეტესობა ინტელექტის განვითარებას საჭიროდ არ მიიჩნევს. თვლიან, რომ ის დაბადებიდან დაყვებათ და მთელი ცხოვრება ჭკვიან ადამიანებად დარჩებიან. ამგვარად აზროვნება გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ვერ შევძლებთ ჩვენი თავისა და იმის შეცვლას – თუ რას წარმოვადგენთ ახლა. თუმცა უახლესი კვლევა გვარწმუნებს, რომ თქვენი საერთო ინტელექტისა და პოტენციალის გაზრდა ნამდვილად შეგიძლიათ! როგორ გავაკეთოთ ეს?

აი 7 სასარგებლო ჰობი, რომელიც დაგეხმარებათ უფრო ჭკვიანი გახდეთ:

1. მედიტაცია

ადამიანები მედიტაციით იმიტომ კავდებიან, რომ თავიანთი გონება და აზრები გააკონტროლონ, გათავისუფლდნენ სტრესისგან და დამშვიდდენ. მედიტაციის საშუალებით ბერები სრულად ეუფლებიან თავიანთ ფიქრებსა და ემოციებს. ეს იმ მეცნიერებმაც დაამტკიცეს რომლებიც დალაი ლამასა და მის მიმდევრებს სწავლობდნენ. წარმოიდგინეთ, რომ შიშსა და სევდას ვეღარ გრძნობთ რთულ სიტუაციაში. ამის ნაცვლად მშვიდი, თავდაჯერებული და ოპტიმისტური განწყობით იქნებით. ეს ყველაფერი შესაძლებელია თუ მედიტაციით დაკავდებით.

2. უცხო ენის სწავლა

კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანი რომელიც ორ ენას ფლობს გაცილებით უკეთესად ხსნის თავსატეხებს ვიდრე ის ვინც მხოლოდ 1 ენა იცის. ყოველ ენას თავისი სტრუქტურა და აზროვნების წესი აქვს. ტვინზე ამ სპეციალური სტრუქტურის გავლენით ის მის შესაძლებლობებს აფართოვებს.

3. წიგნების კითხვა

დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ რას კითხულობთ, კითხვა ნებისმიერ შემთხვევაში მოგიტანთ სარგებელს:

  • ამცირებს სტრესს
  • აუმჯობესებს თვითაღქმას
  • აფართოებს მსოფლმხედველობას
  • საშუალებას გაძლევთ უკეთ აღიქვათ სამყარო თქვენს გარშემო
  • გეხმარებათ უფრო იოლად იპოვოთ გადაწყვეტილებები ცხოვრებისეულ პრობლემებზე.

4. ფიზიკური აქტივობა

ბევრი ფიქრობს, რომ სპორტი მხოლოდ სხეულს ეხმარება. სინამდვილეში ვარჯიშის დროს თქვენს ტვინზე ცილები იწყებენ ზემოქმედებას, ეს კი კონცენტრაციის დონეს ზრდის და მეხსიერებას აუმჯობესებს. აუცილებელია რეგულარულად დაკავდეთ სპორტით, თუნდაც მცირედი დატვირთვა გქონდეთ.

5. ტვინის ვარჯიში

ამისთვის ბევრი საშუალება არსებობს. შეგიძლიათ თქვენს ტელეფონში სუდოკუ, თავსატეხები, კროსვორდები, გამოცანები ჩამოტვირთოთ. ვიდეოთამაშიბიც კი, თქვენს ტვინს მეტ ფიქრს აიძულებენ.

ეს ყველაფერი თქვენს ნეიროპლასტიურობას ამაღლებს. რა ნიშნავს ეს?! – ეს არის თქვენი ტვინის შესაძლებლობა რეორგანიზდეს და გადაეწყოს. როდესაც ის ახალ რაღაცას ეცნობა, იწყებს პრობლემის სხვადასხვანაირად მოგვარების გზების ძებნას. ამის წყალობით თქვენ აფართოვებთ ცოდნას და იმყარებთ საერთო კოგნიტურ შესაძლებლობებს.

6. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა

ეს ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ტვინის “გასაძლიერებლად”. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკოსებს უფრო უკეთ განვითარებული მოტორული, შემეცნებითი და შემოქმედებითი თვისებები აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი წლის ხართ, შეგიძლიათ უფრო ჭკვიანი გახდეთ თუ რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრას ისწავლით.

7. კუმულაციური სწავლება

კუმულაციური (დაგროვებითი) სწავლება გაცილებით ეფექტურია ვიდრე ტრადიციული. მოსწავლეები და სტუდენტები – გამოცდის წინა ღამეს სწავლას არიან მიჩვეულნი, ამის გამო კი მისი ჩაბარებისას ყველაფერი გვავიწყდება! დაგროვებითი სწავლა – საუკეთესო მეთოდია. ის გარანტიას გაძლევთ, რომ ნასწავლი დიდხანს გემახსოვრებათ! რა უნდა გავაკეთოთ? რაც ისწავლეთ გაიმეორეთ, დიდხანს არა, მაგრამ, ხშირად!