Connect with us

ჯანმრთელობა

7 ცხოვრებისეული პრინციპი ადამიანისგან რომელმაც 100 კილოგრამი დიეტის გარეშე დაიკლო

ამ ადამიანმა ბევრჯერ სცადა სხვადასხვა დიეტის დაცვა, დადიოდა სპეციალისტებთან და ათასობით დოლარს ხარჯავდა გახდომის სხვადასხვა მეთოდებზე. ადრე თუ გვიან ჯონი არღვევდა დიეტას და უფრო მეტ წონას იმატება. მას საბოლოოდ გაუცრუვდა იმედი დიეტებში და გადაწყვიტა გაერკვია თუ რა მიზეზით სჭირდება მის სხეულს ამდენი საკვები.

თანდათან მან გაარკვია, რომ წონის ნორმალიზებისთვის უდიდესი როლი ჰორმონალირ ფონს ენიჭება, რომელიც სტრესული სიტუაციების ზეგავლენით იცვლება. ამიტომ წონის რეგულირებისთვის ფსიქოემოციური და ფიზიკური მდგომარეობის დასტაბილურებაა საჭირო. ეს უკანასკნელი კი ადამიანის კვებაზე მოახდენს გავლენას. ამის გარკვევიდან 2.5 წელიწადში ჯონ გებრიელმა 100 კილოგრამი დაიკლო. ამასთანავე – ის იყენებდა ყველა პროდუქტს რომელიც სურდა და სჭირდებოდა.

კვების 7 პრინციპი გახდომისთვის

1. შეცვალეთ თქვენი რაციონი

ყველას ჭირდება მნიშვნელოვანი საკვები ელემენტები – ვიტამინები, ცხიმოვანი მჟავები, მაღალხარისხიანი ცილა. გებრიელმა უარი თქვა იაფფასიან ნახევარ ფაბრიკატებზე, მან ის სასარგებლო, ნატურალური პროდუქტებით ჩაანაცვლა. მან შეწყვიტა საკვებზე ეკონომია და ხარისხიანი, ნელ ნახშირწყლებიანი პროდუქტის მირება დაიწყო. ნელ-ნელა გადაეჩვია სწრაფ კვებასა და ტკბილეულსაც.

2. განკურნეთ ნაწლავი

ჯონი თვლის, რომ ნაწლავის ტრაქტის დაავადებებიც აიძულებენ ხალხს გაცილებით მეტი პროდუქტი მოიხმარონ ვიდრე ჭირდებათ. დაავადებული ნაწლავი მიღებული პროდუქტისგან ყველა სასარგებლო საკვებ ნივთიერებას ვერ ირებს. ეს არღევევს ჰორმონალური სისტემის მუშაობას, ორგანიზმი ვეღარ გადაამუშავებს ცხიმს და მას სრულად აგროვებს. საკვების მომნელებელი პროცესების აღსადგენად აუცილებელია პრობიოტიკების შემცველი რძე-მჟავა პროდუქტების გამოყენება.

3. დაისვენეთ ღამით

ძილის დარღვევები წონის მომატებას იწვევს. უძილობა ჰორმონალურ ფონზე მოქმედებს, ის ადამიანს ცხიმოვანი და ტკბილი საკვების მოტხოვნილებას უჩენს. ასე ორგანიზმი ინსულინის და კორტიზოლის მიმართ რესისტენტულობას გამოიმუშავებს.

4. შეამცირეთ სტრესის დონე

შფოთვა და მოუსვენრობა არაჯანმრთელი პროდუქტის მოხმარებისკენ სწრაფვას აღვიძებს. ამ პრობლემის მოსახსნელად აქტიური ფიზიკური სავარჯიშოებით, იოგით ან საყვარელი ჰობით დაკავდით. გააკეთეთ სუნთქვითი ან მომადუნებელი ვარჯიშები.

5 შეამცირეთ ფულზე დამოკიდებულება

შეამცირეთ დანახარჯები, დახარჯეთ მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროების შემთხვევაში. ხარჯების შემცირება დანაზოგის გაკეთების საშუალებას მოგცემთ ეს კი უფრო თავდაჯერებულს გაგხდით.

6. გათავისუფლდით “ემოციური სიმსუქნისგან”

ადამიანები ხშირად გრძნობენ დაუცველობას სამყაროს წინაშე, ამიტომ ქვეცნობიერი იწყებს გარკვეული ბარიერის და გარსის შექმნას რომელიც მას გარესამყაროს აშორებს. გახდით უფრო თამამები და მოიშორეთ ცხოვრების შიში. ეს ბავშვობის დროინდელ ფსიქო-ტრამვებსაც მოგაშორებთ და თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ!

7. დეტოქსიკაცია

ჯონ გებრიელმა გაიგო, რომ ადამიანის ორგანიზმი ცხიმოვან უჯრედებს ტოქსინების შესანახად იყენებს. მან ბევრი სითხის – წყლის, ვაშლის ძმრის, წვენების, მწვანილის, სალათების და ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტების გამოყენება დაიწყო და დეტოქსიკაციის შედეგად – ძალიან ბევრ კილოგრამს დაემშვიდობა. ამ შემთხვევაში მან წონა გაცილებით სწრაფად დაიკლო ვიდრე წინა შემთხვევებში და ძალიან მალე დადგა თავის ნორმალურ წონაზე!