Connect with us

ჯანმრთელობა

7 ჩვევა, რომლებიც ღვიძლის დაავადების რისკს 20%-ით შეამცირებენ

ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ნამდვილი პატარა ელექტროსადგურია. დღეს გიამბობთ, თუ როგორ დაიცვათ ღვიძლი დაზიანებისგან.

სხვადასხვა მონაცემებით, ზრდასრული ადამიანის 1/3-დან ნახევრამდე მთელი ცხოვრება ღვიძლის ამა თუ იმ დაავადებით იტანჯება. სამწუხაროდ, ზოგიერთი დაავადება გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებული და მისი განვითარების რისკზე გავლენის მოხდენა პრაქტიკულად არ შეგვიძლია. სხვა დაავადებები და პირველ რიგში, ღვიძლის გაცხიმოვნება ამ ორგანოს ყველაზე გავრცელებული უსიამოვნებაა, რომელიც პროფილაქტიკას ექვემდებარება. ნახეთ, რომელი ჩვევები დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ღვიძლის დაავადების რისკის შემცირებაში.

ყავა დალიეთ

ღვიძლის ამერიკული ფონდის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა ფართო კვლევამ დაადასტურა: ყავის რეგულარულ მიღებასა და ღვიძლის სიმსივნის რისკის შემცირებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მეცნიერებმა კვლევის მონაწილეებში, რომლებიც ყავას ყოველდღე სვამდნენ, ნაწიბურების ქსოვილის, ფიბროზის ნელი წარმოქმნა დააფიქსირეს. უფრო მეტიც, ყავის დალევა ღვიძლის სიმსივნის და C ჰეპატიტის გავრცელებას აფერხებს. ასე რომ, თუ ღვიძლის ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ყავა დალიეთ – ოღონდ მხოლოდ ნატურალური!

ტრანსცხიმებზე უარი თქვით

ნებისმიერი პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ინგრედიენტი – ტრანსცხიმები. ისინი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ზოგიერთი სახეობის სიმსივნის, ასევე ღვიძლის გაცხიმოვნების რისკს ზრდიან. სჯობს რაციონში სასარგებლო, უჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტების წილი გაზარდოთ – თევზი, კაკალი, თესლი, მცენარეული ზეთი.

ბევრი კენკრა შეჭამეთ

კენკრა, განსაკუთრებით წითელი და შავი, ანტიოქსიდანტებით მდიდარია. როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს. საკვებიდან მიღებული ანტიოქსიდანტები გვეხმარებიან ღვიძლის სახიფათო და მავნე ნივთიერებების განიარაღებაში, რომლებიც ორგანიზმში ალკოჰოლთან ან სხვა უსარგებლო პროდუქტთან და სასმელთან ერთად ხვდება. გარდა ამისა. ანტიოქსიდანტები ანთებით პროცესებს ამცირებენ და ღვიძლის ფერმენტების აქტივობას ზრდიან.

ალკოჰოლზე უარი თქვით

აშკარა რჩევა, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება. ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს. მცირე დოზაც კი ღვიძლისთვის სახიფათოა. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვისაც წარსულში ალკოჰოლიზმის პრობლემები ჰქონდათ ან ახლო ნათესავები ალკოჰოლის მიმართ ავადმყოფური ლტოლვით იტანჯებოდნენ.

მეტი იმოძრავეთ

აეროვარჯიშები, სირბილი, ველოსიპედის ტარება, ცურვა, ჩოგბურთის ან ბანბიგტონის თამაში, არა მხოლოდ გულისა და სისხლძარღვებისთვის, არამედ ღვიძლისთვის კარგია. ექიმები ამბობენ, რომ რეგულარული ვარჯიშით ღვიძლის ანთების შემცირებას ან განკურნებას შეძლებთ.

კბილების ჯანმრთელობაზე იზრუნეთ

სტომატოლოგს წელიწადში 2-ჯერ ეწვიეთ და კბილების და ღრძილების დაავადებები დროულად იმკურნალეთ – კიდევ ერთი ჩვევა, რომელიც ღვიძლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. რიგი კვლევები კარიესსა (ან ღრძილის დაავადებებს) და ღვიძლის დაავადებების გაზრდილ რისკს შორის პირდაპირ კავშირს ადასტურებენ.

გამოკვლევები რეგულარულად ჩაიტარეთ

40 წლის შემდეგ ღვიძლის ჯანმრთელობა ყოველწლიურად შეამოწმეთ – იმ შემთხვევაშიც, თუ ახლო ნათესავებს შორის ღვიძლის სიმსივნის ან ამ ორგანოს სხვა დაავადების შემთხვევები არ ყოფილა. ბევრი დაავადება (პირველ რიგში, სიმსივნე) თერაპიას ყველაზე უკეთ ექვემდებარება, თუ ნაადრევ სტადიაზე აღმოაჩენთ. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის შემოწმება და გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება აუცილებელია მაშინაც კი, თუ არანაირი უსიამოვნო სიმპტომი არ გაწუხებთ.