Connect with us

თავის მოვლა

7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა გახდომისას

ინტერნეტში ძალიან ბევრი ინფორმაციის მოძიება შეიძლება გახდომასთან დაკავშირებით. პრობლემა იმაშია, რომ ეს ინფრომაცია ძალიან ქაოტური და ურთიერთ საწინააღმდეგოა, სწორედ ამიტომ ბოლო დროს დიეტოლოგის პროფესია ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა მათი მომსახურება ძალიან ძვირია. ამ სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას შემოგთავაზებთ და მოგითხრობთ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ გახდომისას.

1. არ ნაყრდებით

თუ სპორტით ხართ დაკავებული, ყოვედღიურად 2500 კალორიას წვავთ და სანაცვლად მხოლოდ 1200 კალორიას იღებთ, ორგანიზმი იძულებული გახდება თადარიგი დაიჭიროს და მეტაბოლიზმი შეანელოს, რაც გახდომის პროცედსს შეანელებს.

როგორ მოვიქცეთ?!

ნუ შეგეშინდებათ ჭამის. უბრალოდ ჯანმრთელი საკვებით იკვებეთ: ხილით, ბოსტნეულით, გამოიყენეთ ცილები, უარი არ თქვათ სასარებლო ცხიმებზე: ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თხილი და მზესუმზირა. გამოიყენეთ ბევრი ფოთლოვანი ბოსტნეული და სალათები.

2. მხოლოდ კარდიო სავარჯიშოებს აკეთებთ და არ ზრდით კუნთოვან მასას

ეს შეცდომა ქალებშია გავრცელებული. კარდიო გეხმარებათ ზედმეტი წონის მოცილებში მაგრამ, ეს ვარჯიშები უსარგებლოა კუნთოვანი მასის ზრდისთვის. სიმძიმეები და ტრენაჟორები მეტაბოლიზმის დაჩქარებაში დაგეხმარებათ, ამის წყალობით თქვენი ორგანიზმი ზედმეტი ცხიმის წვას დააჩქარებს.

როგორ მოვიქცეთ?

თუ სიმძიმეების აწევა გიჭირთ, მაშინ თქვენი წონით ივარჯიშეთ: გააკეთეთ აზიდვები, ჩაჯდომები, პრესი და გაწელვები. არ დაგავიწყდეთ დათვირთვის თანდათანობით გაზრდა.

3. თავს ირწმუნებთ რომ დიეტაზე ხართ და დროებით ეს თქვენი ცხოვრების წესს წარმაოდგენს

ხშირად ადამიანები თავს ირწმუნებენ რომ დიეტასზე ჯდებიან მაგრამ, მალევე ანებებენ თავს ჩანაფიქრის შესრულებას, ისევ უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ სტილს და წონასაც იმატებენ,

როგორ მოვიქცეთ?

გასახდომად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ მოხსენით სიტყვა დიეტა. გაიაზრეთ, რომ წინ ვარჯიში და კვების რეჟიმის ცვლილება გელით, აირჩიეთ ის კომბინაცია რომელიც უფრო მეტად შეგეფერებათ. გაიაზრეთ, რომ თქვენი ცხოვრების სტილი იცვება და ეცადეთ მასში პლუსები იპოვოთ.

4. ვერ პოულობთ მხარდაჭერას

ის ადამიანები რომლებიც მეგობრებთან ერთად ან ოჯახთან ერთად იწყებს ჭარბ წონასთან ბრძოლას გაცილებით იოლად აღწევს წარმატებას ვიდრე ის ვინც მარტო იწყებს გახდომას. ძალიან ძნელია შეცვალო ცხოვრების წესი თუ ოჯახის წევრები შენი ცხოვრების ახალ წესს არ ითვალისწინებენ.

როგორ მოვიქცეთ?

იპოვეთ ნათესავი ან მეგობარი რომელთანაც ძალებს გააერთიანებთ. თუ ასეთ ადამიანს ვერ იპოვით პრობლემა არ არის, შეგიძლიათ რომელიმე ვირტუალურ ჯგუფში გაერთიანებთ.

5. არ სვამთ კონკრეტულ მიზნებს

“გახდომა” მიზანი არ არის. აუცილებლად დაისახეთ კონკრეტული მიზანი რომელსაც პატარა მიზნებიად დაყოფთ და მათ მისაღწევად კონკრეტულ ვადებს დააწესებთ.

როგორ მოვიქცეთ?!

თუ გსურთ მაგალითად 10 კილოგრამის დაკლება – ის პატარა ნაბიჯებად დაყავით. მაგალითად დაგეგმეთ: პირველ თვეს შეამცირეთ ნახშირწყლების რაოდენობა და ის ფოთლოვანი ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ. დალიეთ 8 ჭიქა წყალი დღეში, კვირაში ოთხჯერ იარეთ დარბაზში და ა,შ,

6. ვარჯიშისას დახარჯულ კალორიებს ზედმეტად აფასებთ

ბევრი ფიქრობს, რომ კარგ ვარჯიშს უვარგისი საკვებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტის მოშორება შეუძლია. შეიძლება მოგინდეთ თავის დესერტით დაჯილდოვება კარგი ვარჯიშის შემდეგ, მაგრამ ამას ნამდვილად არ გირჩევთ.

როგორ მოვიქცეთ?!

ვარჯიშის შემდეგ მატულობს მადაც, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით თქვენს თეფშს, ნუ მიიღებთ მავნე საკვებს.

7. არ იცავთ თანმიმდევრულობას

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა გახდომისას. წონას დაიკლებთ იმ შემთხვევაში თუ თანმიმდევრული იქნებით და ზუსტად შეასრულებთ ვარჯიშებსა და დიეტებს.

როგორ მოვიქცეთ?!

ნუ ცდუნდებით და ნუ გააკეთებთ “რამდენიმედღიან შესვენებას”. ამიტომ შეეგუეთ, რომ არ არსებობს ჯადოსნური აბი რომელიც რამდენიმე დღეში საოცნებო სხეულს დაგიყენებთ. გახდომა – რთული შრომაა. მოახდინეთ ამ პროცესის სწორად ორგანიზება და შედეგიც არ დააყოვნებს, შედეგად მიიღებთ ლამაზ სხულს და ჯანმრთელ ორგანიზმს!