Connect with us

ჯანმრთელობა

7 სასმელი, რომლებიც ღვიძლის გარშემო ცხიმის დასაწვავად ღამით უნდა დალიოთ

ზოგიერთი ჩაი და სასმელი ღვიძლის გასაწმენდად და მის გარშემო ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ ძილის წინ დალიოთ. აი, 7 სასმელი, რომლებიც თქვენს ორგანიზმს დაეხმარებიან.

ღვიძლი და დეტოქსიკაცია

დეტოქსიკაცია (გაწმენდა) ყველაზე კარგად ძილის დროს ხდება, როცა სხეულის და, შესაბამისად, ქსოვილების აღდგენა მიმდინარეობს.

ჩინური მედიცინა ამბობს, რომ ღვიძლი დილის 1-დან 3 საათამდე პერიოდში ეფექტურად მუშაობს. სწორედ ამიტომ, დარწმუნდით, რომ ღვიძლის ეფექტურად გასაწმენდად ყველა პირობა დაცული გაქვთ. ერთ-ერთ მოთხოვნას ღრმა ძილი წარმოადგენს.

მეორე მომენტი – ღვიძლის გასაწმენდად საჭირო რაოდენობის ბიოლოგიური სითხის არსებობა. სწორი გაწმენდა ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლას, ასევე ცხიმის სწრაფად წვას იწვევს.

7 სასმელი ღვიძლის გასაწმენდად და ცხიმის დასაწვავად, რომლებიც ძილის წინ უნდა დალიოთ:

1. გვირილის ჩაი

გვირილის ჩაი ძილის წინ დასალევი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასარგებლო სასმელია. ის ოდნავ მწარეა მასში შემავალი იმ ნივთიერების გამო, რომელიც ღვიძლს წმენდს.

გვირილა ნერვების დასამშვიდებლად, მოსადუნებლად და დასაძინებლად გამოიყენება. ამ მცენარეს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

2. ლიმონის წყალი

ცხელი ლიმონის წყალი ერთ-ერთი სასმელია, რომლის დალევას ჩვეულებრივ დილით გვირჩევენ. შეგიძლიათ წყალში ლიმონის წვენი ჩაწუროთ ან დაჭრილი ნაჭრები წყლით სავსე დოქში ჩაყაროთ.

ღამით ლიმონის წყალი ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს. გაითვალისწინეთ – ის ეფექტურად მუშაობს, როცა სასმელი თბილია.

3. ლოტოსის თესლი

კიდევ ერთი მცენარე (ჩინური სახელწოდება Lian Zi), რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მისგან ძილის წინ დასალევი სასმელი შეგიძლიათ მოამზადოთ. სასარგებლოა სტრესის, შფოთვის და ნეგატიური ფიქრების დროს.

სასმელი გონებას დაამშვიდებს და გახშირებული გულისცემის დროს დაგეხმარებათ. ამ ჩაის შეგიძლიათ ლავანდა დაუმატოთ, რომ შფოთვა კიდევ უფრო შეამციროთ და ნერვები დაიმშვიდოთ.

4. ვარდის ჩაი

ვარდი შესანიშნავი მცენარეა, რომელიც გულსა და ემოციებს უკავშირდება. ვარდი ღვიძლში ენერგიის სწორი დინების უზრუნველსაყოფად ძალიან სასარგებლოა, რადგან დარღვეული ენერგია დეპრესიულ მდგომარეობას იწვევს.

ვარდის ჩაი ტოქსინებს მოგაშორებთ, სწორი სისხლის მიმოქცევას აღადგენს და ორგანოების ეფექტურად გაწმენდას ხელს შეუწყობს.

5. პიტნის ჩაი

პიტნა ძალიან სასარგებლო მცენარეა, რომელიც საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. პიტნა ზედმეტი საკვების მიღების სურვილს დაგიკარგავთ. ღამით ბევრი ჭამა ძილის დარღვევას იწვევს.

ღვიძლი საჭმლის მომნელებელ პროცესში მონაწილეობს, ამიტომ პიტნა მას გაწმენდაში ეხმარება.

6. შვრიის ჩაი

შვრიის ჩაი ვიტამინებით, მინერალებით და ცილებით მდიდარია, რაც ღვიძლის გაწმენდას ხელს უწყობს. გარდა ამისა, შვრია დამშვიდებასა და ემოციების დაბალანსებაში დაგეხმარებათ.

7. ჩინური ლიმონის კენკრის ჩაი

ეს კენკრა კარგი ხილის ჩაის საფუძველია, რომელიც ღვიძლს ბევრი მავნე ნივთიერებისგან იცავს. ლიმონის კენკრა ორგანოებს სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება.

და კიდევ ერთი საერთო რჩევა:

2 აუცილებელი პირობა ღვიძლის გასაწმენდად და ცხიმების დასაწვავად:

ერთი რამ, რაც ღვიძლის გასაწმენდად და ცხიმის დასაწვად უნდა გაითვალისწინოთ – ეს დიდი რაოდენობით სითხის მიღებაა. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ნორმალური ძილი ორგანოების სწორად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

გახსოვდეთ, რომ კვების რაციონისა და ცხოვრების წესის შეცვალას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ორგანიზმის მიმართ ყურადღებით უნდა იყოთ და სტრესულ მდგომარეობას მოერიდოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად უნდა გაუზიარეთ.