Connect with us

ჯანმრთელობა

7 რამ, რაც თქვენს სხეულში მოხდება, თუ ხვალიდან ყურძნის ჭამას დაიწყებთ

ყურძენი მსოფლიოში ერთ-ერთი ძველი და პოპულარული კულტურული ნაყოფია. ის ბევრ ანტიოქსიდანტ რესვერატროლსა და კვერცეტინს შეიცავს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს ამცირებენ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაავადებისგან იცავენ.

გარდა ამისა, ყურძენი რკინის და კალიუმის შესანიშნავი წყაროა, რომლებიც ანემიას და კუნთოვან სპაზმს აფერხებენ. შავი და ლურჯი ყურძენი უფრო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავენ.

აი, 7 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ყურძენი:

1. ჯანსაღი ძვლები

ტეხასის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ყურძნის ყოველწლიური მოხმარება მუხლების, განსაკუთრებით სიმპრომატიური ოსტეოართრიტის ტკივილს ამცირებს. ყურძენში ბევრი პოლიფენოლია – ანტიოქსიდანტი, რომელიც აქტივობას და სახსრების მოქნილობას ზრდის.

2. სიმსივნის პროფილაქტიკა

ყურძენში შემავალი პოლიფენოლები ბევრი სახეობის სიმსივნის განვითარებას აფერხებს და ანელებს. მათ შორისაა ფილტვების, საყლაპავის, ყელის, პირის ღრუს, პანკრეასის, ენდომეტრიუმის, პროსტატის და ნაწლავების კიბო.

ყურძნის კანში შემავალი რესვერატროლი გულს იცავს, ამიტომ სპეციალისტები გირჩევენ, რომ ზომიერად წითელი ღვინო დალიოთ.

3. დიაბეტისგან დაცვა

2013 წელს ჟურნალში BMJ კვლევა გამოქვეყნდა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ხილი (არა წვენი) ზრდასრულებში მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს. კვლევის ფარგლებში დიაბეტი კვლევის მონაწილეთა 6,5 %-ს განუვითარდა, თუმცა მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მხოლოდ 3 პორცია ყურძენი, ლურჯი მოცვი, ვაშლი, ქიშმიში და მსხალი დაავადების განვითარების რისკს 7 %-ით ამცირებდა.

4. ჯანსაღი თვალები

მაიამის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, ყურძენი თვალის სიჯანსაღეს მხარს უჭერს და ოქსიდაციურ სტრესს პირდაპირ უჯრედულ დონეზე ებრძვის. ყურძნის მოხმარება პროტეინების ანთების დონეს ამცირებს და ბადურაში დამცავი პროტეინების კონცეტრაციას ზრდის. სწორედ ბადურა შეიცავს ფოტორეცეპტორებს, უჯრედებს, რომლებიც სინათლეზე რეაგირებენ და ხედვაზე პასუხისმგებელნი არიან.

5. გულის დაავადებისგან დაცვა

ყურძენი სისხლში აზოტის ოქსიდის შემადგენლობას ზრდის, ამით თრომბების წარმოქმნას ხელს უშლის. სწორედ ამიტომ, ყურძენი ინფარქტთან საბრძოლველად შესანიშნავი მეთოდია.

გარდა ამისა, ყურძნის ანტიოქსიდანტები LDL ქოლესტერინის დამჟავებას ხელს უშლის, რომელიც სისხლძარღვებს ბლოკავს და გულის დაავადებას იწვევს. ყურძენში ბევრი ფლავონოიდია – ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც კენკრას ფერს ანიჭებენ.

ყურძნის მთავარი ანტიოქსიდანტები კვერცეტინი და რესვერატროლია. ისინი თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან და არტერიებზე ქოლესტერინის მავნე ზემოქმედებას ამცირებენ. გარდა ამისა, სისხლიდან ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობენ.

6. ალცჰაიმერის შემცირებული რისკი

ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში რესვერატროლი ბეტა-ამილიოდის დონეს ამცირებს. კვლევის თანახმად, ყურძენი ტვინის ჯანმრთელობას აძლიერებს და მას ნეიროდეგენერაციული დაავადებებისგან იცავს.

British Journal of Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყურძნის წვენი ზომიერი კოგნიტური დარღვევის მქონე ხანდაზმულებში ტვინის ფუნქციას ზრდის. მეცნიერები ყურძენსა და ტვინს შორის კავშირს დღემდე სწავლობენ.

7. თირკმლის დაავადების მკურნალობა

ყურძენი ძალიან ბევრ წყალს შეიცავს, ამიტომ მას შარდმდენი ეფექტი აქვს, მჟავიანობას ამცირებს და შარდის მჟავის გამოდევნას იწვევს. გარდა ამისა, თირკმლებზე დატვირთვას ამცირებს. ყურძნის ანტიოქსიდანტები ბევრ ორგანოს წმენდენ და ამით სხეულისთვის დიდი სარგებელი მოაქვთ.

თქვენ გიყვართ ყურძენი? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.