Connect with us

ჯანმრთელობა

7 პროდუქტი, რომლებიც სიმსივნეს კლავენ!

სიმსივნის საწინააღმდეგოდ კვლევები გრძელდება. მკვლევარები მთელი ძალით ცდილობენ, რომ სიმსივნესთან ბრძოლაში გაიმარჯვონ. სიმსივნის მქონე ხალხმა მკურნალობის გარდა ყურადღება რაციონსაც უნდა მიაქციოს. ზოგიერთი პროდუქტი სიმსივნის ზრდას არ იწვევს და სიმსივნის განვითარების შეფერხებაშიც დაგეხმარებათ.

აი, რამდენიმე დეტალი თითოეული პროდუქტის შესახებ

1. წითელი ღვინო

ეს ალკოჰოლური სასმელი სპეციფიკურია რესვერატროლის წყალობით, რომელიც ღვინოს ანტისიმსივნურ თვისებას ანიჭებს. რესვერატროლი ცნობილია, როგორც ბევრი დაავადების, მათ შორის გულის დაავადებების და ნაადრევი სიბერის შემაფერხებელ საშუალებად. ის გონებრივ აქტივობას აუმჯობესებს და ენერგიის დონეს ზრდის.

2. მოცვი და ჟოლო

ორივე კენკრა მდიდარია ფიტოქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც სიმსივნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, მოცვი და ჟოლო შესანიშნავი ანტიოქსიდანტები არიან, რომლებიც სტრესს და სხეულში ანგიოგენეზს ამცირებენ.

3. კურკუმა

ჯადოსნური თვისებების წყალობით კურკუმამ ალტერნატიულ მედიცინაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. კურკუმას თვისებები ძალიან სასარგებლოა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. ის წონის კლებას ხელს უწყობს და სიმსივნეს აფერხებს.

4. მუქი შოკოლადი

ბევრი ადამიანისთვის შოკოლადი საუკეთესო საჩუქარია განწყობის ასამაღლებლად. მუქი შოკოლადი შეიძლება დაგეხმაროთ გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სიმსივნის განვითარების შეფერხებაში.

5. პომიდორი

ახლახანს ჩატარებული კვლევის თანახმად, წინამდებარე ჯირკვლების სიმსივნის რისკი შეიძლება 50%–ით შემცირდეს, თუ ლიკოპინებით მდიდარ პომიდორს რეგულარულად მიირთმევთ. ლიკოპინი ძლირი ანტისიმსივნური საშუალებაა და ანგიოგენეზს აფერხებს.

6. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ხშირად უნდა დალიოთ, რადგან მას სიმსივნის დაუყონებლივ შეფერხება შეუძლია!

7. ყავა

ყავა სიმსივნის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ყავა სჯობს თქვენს საუზმეში ჩართოთ.