Connect with us

ჯანმრთელობა

7 ნიშანი, რომ თქვენს ორგანიზმს უფრო მეტი ფოლიუმის მჟავა სჭირდება

7 ნიშანი, რომ თქვენს ორგანიზმს უფრო მეტი ფოლიუმის მჟავა სჭირდება

აშშ სამედიცინო ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ზრდასრულ ადამიანს ყოველდღიურად დაახლოებით 400 მკ გრ ფოლიუმის მჟავა სჭირდება. ამ ნივთიერებას ასევე ფოლატს ან B9 ვიტამინს უწოდებენ, რომელიც ჯანმრთელობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმს დნმ შექმნასა და აღდგენაში, სისხლის წითელი უჯრედების წარმოებაში ეხმარება. თუ სხეული მის ნაკლებობას განიცდის, შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ანემია – დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ჟანგბადის მიღებას ვერ ახერხებს.

დღეს იმ ტიპიურ სიგნალებზე გიამბობთ, რომლითაც ორგანიზმი მიგანიშნებთ რომ მას ფოლიუმის მჟავა აკლია.

7.კოგნიტური დარღვევა

ფოლიუმის მჟავა ცენტრალური ნერვული სისტემისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამ ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, კონცენტრაციის და დამახსოვრების პრობლემა, გაღიზიანება. თუ ამ პრობლემას დროულად არ მიხედავთ, ისეთი სერიოზული დაავადებების, როგორიცაა ჭკუასუსტობა ან ალცჰაიმერი, განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს.

6.სხეულის ტკივილი

ანემიის რთულ ფორმებში, რომელიც ფოლიუმის მჟავის ნაკლებობით არის გამოწვეული, ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. შედეგად ტვინის შეშუპება ხდება, რაც თავის ტკივილს იწვევს. თუმცა ჟანგბადის ნაკლებობას მხოლოდ ტვინი არ განიცდის – თქვენ ტკივილს სხეულის სხვა ნაწილებში იგრძნობთ, განსაკუთრებით მკერდსა და ფეხში.

5.ფერმკრთალი კანი

ჰემოგლობინი – ცილა, რომელიც სხეულის წითელ უჯრედებს შეიცავს, ფილტვებიდან ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებაზე არის პასუხისმგებელი. როცა სხეული ფოლატის ნაკლებობას განიცდის, მასში საკმარისი რაოდენობის წითელი უჯრედების (და ჰემოგლობინის) წარმოება არ ხდება, რომ შინაგანი ორგანოები ჟანგბადით სრულყოფილად უზრუნველყოს. შედეგად იგრძნობთ კუნთების სისუსტეს, დაღლილობას, კიდურების შეშუპებას, კანი კი უფრო ფერმკრთალი გახდება.

4.ქოშინი

თუ შეამჩნიეთ, რომ ქოშინობთ იმ მოქმედებაზე, რომელიც ადრე მსგავს პრობლემას არ იწვევდა, ეს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობაზე მიუთითებს, რაც წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით არის გამოწვეული. გარდა ამ ნიშნისა, შეიძლება შენიშნოთ გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა და გონების დაკარგვაც კი.

3.საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები

საკვების მიღების შემდეგ გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა შეიძლება ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის პირველი ნიშნები გახდეს. გარდა ამისა, რთულ შემთხვევაში შეიძლება ანორექსიით დაიტანჯოთ და წონაში საგრძნობლად დაიკლოთ.

2.წყლული პირის ღრუში და შეშუპებული ენა

ჩვეულებრივ ეს ნიშანი მაშინ ვლინდება, როცა ორგანიზმი ფოლიუმის მჟავის საგრძნობ დეფიციტს განიცდის და მათი უგულებელყოფა არ შეიძლება. ენა შეშუპებული, წითელი და მბზინვარე არის, განსაკუთრებით წვერსა და კუთხეებზე. წითელი უჯრედების ნაკლებობის გამო ყლაპვის დროს შეიძლება ტკივილს განიცდიდეთ ან სტომატიტი გაწუხებდეთ.

1.გაუარესებული გემოს აღქმა

ზოგიერთ კვლევას თუ დავუჯერებთ, პირის ღრუში წყლულის გარდა, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი შეიძლება გემოს შეგრძნებაზეც აისახოს. ასე იმიტომ ხდება, რომ თქვენი რეცეპტორები, ან პაპილები, ენასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ნერვულ სისტემას შესაბამის სიგნალს ვერ აწვდის.

ბონუსი: როგორ აღვადგინოთ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი

ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე მარტივ მეთოდი თქვენი კვების რაციონი წარმოადგენს. ნორმალური ფოლატის დონის შესანარჩუნებლად, აუცილებელია უფრო მეტი მუქი მწვანე ბოსტნეული მიირთვათ, როგორიცაა ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ისპანახი და სატაცური. ზედმეტი არ იქნება, თუ დიდი რაოდენობით ხილს, პარკოსანს, სოკოს და ხორბლის პროდუქტებს მიიღებთ.

თუ ზემოთ მოცემული ნიშნებიდან ერთ-ერთი შენიშნეთ, პირველ რიგში დიაგნოზის დასადასტურებლად ექიმს მიმართეთ. მხოლოდ ამის შემდეგ რაციონი შეცვალეთ.

თქვენთვის ფოლიუმის დეფიციტის აღმოსაჩენად სხვა მეთოდები ცნობილი არის? გვირჩიეთ კომენტარებში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.