Connect with us

ჯანმრთელობა

7 გამაფრთხილებელი ნიშანი თქვენი ტუჩებისგან

ჯანმრთელობა ძალიან მოსაფრთხილებელი რამ არის. ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ მცირე სიმპტომებს რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებზე მიგვანიშნებენ. ტუჩები საინტერესო მინიშნებებს გვაძლევენ ჩვენს ორგანიზმზე. მტავარია არ გამოვტოვოთ ისინი და სწრაფად დავიწყოთ მათი მურნალობა. წყურვილი, ღვიძლის პრობლემები თუ დაბალი იმუნიტეტი?! ამ სტატიაში, იმ 7 სიმპტომზე მოგითხრობთ რომელთა შესახებაც ტუჩები გავფრთხილებენ.

სიმპტომი 1: მშრალი და დამსკდარი ტუჩები

სავარაუდოდ გაუწყლოვნეა გჭირთ და იმის ნაცვლად, რომ კიდევ ერთი ფენა ტუჩის ბალზამი გადაისვათ, აჯობებს დიდი ჭიქით წყალი მიირთვათ და პრობლემას შინაგანი გზით ებრძოლოთ. ნუ გაილოკავთ ტუჩებს, ნერწყვი შრება და ტუჩების მდგომარეობაც უარესდება.

სიმპტომი 2: დამსკდარი კუთხეები

ეს შეიძლება სოკოვანი ინფექცია იყოს. თუ ძილში ნერწყვი გადმოგდით ან ბრეკეტებს ატარებთ, ბაქტერიები შეიძლება პირის გარშემო გაჩნდნენ და ინფექცია გამოიწვიონ. ამის გამოსწორება რთული არ არის: უბრალოდ თერაპევტს მიმართეთ ან დერმატოლოთან მიდით, ისინი შესაბამის მალამოს გირჩევენ.

სიმპტომი 3: ტუჩის ფერის ცვლილება

ეს შეფერილობა თუ თქვენს მიერ ახლახანს მირებული საკვების ბრალი არ არის, შესაძლოა ღვიძლის რთულ დაავადებაზე მიგვანიშნებდეს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ეს ფერი მალევე არ გაქრება. კიდევ ერთი მიზეზი – შეიძლება მოწევა იყოს. ეს კი, კიდევ ერთი არგუმენტია მოწევის სეწყვეტისთვის.

სიმპტომი 4: შეშუპება

დაბერილი ტუცი შესაძლოა დარტყმის ან ალერგიის შედეგი იყოს. თუ ენა დაგისივდათ, ტუჩები გეწვით, კანზე დანასუსხი გაგიჩნდათ, და ყელი გექავებათ – სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას! შესაძლოა სერიოზული ალერგიული რეაქცია გქონდეთ.

სიმპტომი 5: სიმკრთალე

მზის სინათლის ნაკლებობამ შესაძლოა ტუჩები ღია ფერის გახადოს. ეცადეთ ხშირად იყოთ მზეზე, არ დაგავიწყდეთ მზისდამცავი კრემის გამოყენება. თუმცა, თუ კანის სხვა ნაწილებიც გითეთრდებათ, ექიმს მიმართეთ რათა ანემიისა და სიმსივნის სიმპტომები გამოირიცხოს!!!

სიმპტომი 6: მომატებული მგრძნობელობა

თქვენი ტუჩების მგრძნობელობა შეხების მიმართ ზალიან მომატებულია ან კიდეებზე უფრო ვარდისფერია? ეს შესაძლოა მძიმე ალერგიულ რეაქციაზე მიგვანისნებდეს. მაგრამ, ზოგჯერ ეს უბრალოდ მშუბუქი ალერგიაა ტუჩსაცხზე ან კბილის პასტაზე. დააკვირდით რომელ შემთხევვებში ხდება ეს და გამორიცხეთ კონტაქტი ამ ნივთიერებებთან.

სიმპტომი 7: ჰერპესი

ჩვეულებრივ ადამიანები ჰერპესის გაჩენამდე ჩხვლეტებს გრძნობენ. აუცილებელი არ არის დაელოდოთ მის სრულად გამოსვლას. გამოიყენეთ სპეციალური წამლები (მალამოები, აბები). აუცილებელია თავი აარიდოტ მზის შუქზე დიდხანს ყოფნას. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრერმები.