Connect with us

თავის მოვლა

7 ანტიასაკობრივი სახის ნიღაბი იმით, რაც მაცივარში გაქვთ

სილამაზის ბლოგერი, ელინა გეიმანი სახის ანტიასაკობრივ ნიღბებზე გესაუბრებათ.

დღეს სილამაზის ბაზარზე უამრავი ნიღაბი იყიდება სახის კანის მოსავლელად. მაღაზიაში შესულს მრავალფეროვნებისგან თვალები გაგვირბის: ლამაზი შეფუთვები, მიმზიდველი სლოგანები. ყოველთვის მიჩნდება კითხვა, თუ როგორი შემადგენლობა აქვს ამა თუ იმ ნიღაბს? შეფუთვაზე აღწერილი შემადგენლობა სინამდვილეს შეესაბამება? თუ მსგავსი კითხვები გაწუხებთ, შინაურული, ორგანული ნიღბების რეცეპტი თქვენთვის შესანიშნავი ალტერნატივა გახდება.

შოკოლადის ნიღაბი

მუქი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც კანს ბზინვარებას მატებს. ყველასთვის საყვარელი პროდუქტი ბედნიერების ჰორმონს, სეროტონინსაც შეიცავს. სწორედ ამიტომ, შოკოლადის ნიღაბი არა მხოლოდ ლამაზს, არამედ ბედნიერს გაგხდით.

  • ½ ფინჯანი კაკაოს ფხვნილი
  • 3 ს/კ შვრიის ფანტელები
  • 4 ს/კ ნაღები
  • ¼ ფინჯანი თაფლი

გამოყენების მეთოდი:

  1. ყველა კომპონენტი აურიეთ.
  2. მცირე ფენა სახეზე წაისვით.
  3. დაახლოებით 10 წუთით გაიჩერეთ.
  4. ჩამოიბანეთ.

კვერცხის ცილის ნიღაბი

მარტივი, მაგრამ ეფექტური ნიღაბი ფორების შევიწროებასა და ნაოჭების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მისთვის მხოლოდ 1 ნატურალური ქათმის კვერცხი დაგჭირდებათ.

გამოყენების მეთოდი:

  1. კვერცხის ცილა ათქვიფეთ.
  2. სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ.
  3. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ყავის ნიღაბი კურკუმით

ყავის ნიღაბი კურკუმით კოფეინის წყალობით ანთებას ამცირებს და შეშუპებას აქრობს, ხოლო კურკუმაში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით კანს ბზინვარებას მატებს.

  • 1 ს/კ ხსნადი ან დაფქული ყავა
  • 1 ს/კ კურკუმას ფხვნილი
  • 1 ს/კ წიწიბურას იოგურტი

გამოყენების მეთოდი:

  1. ყველა კომპონენტი აურიეთ.
  2. სახეზე, მათ შორის თვალზეც წაისვით.
  3. 20 წუთით გაიჩერეთ.
  4. თბილი, სველი პირსახოცით ჩამოიბანეთ.

ბანანის ნიღაბი

ბანანი ბევრ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ ბანანის ნიღაბი სახეს შესანიშნავად დაატენიანებს.

  • რამდენიმე ნაჭერი მწიფე ბანანი
  • 1 ს/კ სქელი იოგურტი
  • ½ ს/კ ახალი ლიმონის წვენი

გამოყენების მეთოდი:

  1. ბანანის მწიფე ნაჭრები კოვზით დაჭყლიტეთ.
  2. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
  3. სახე თბილი წყლით გაიწმინდეთ.
  4. კანზე ფრთხილად წაისვით და 2–3 წუთით დაიმასაჟეთ.
  5. ნიღაბი 25-30 წუთით გაიჩერეთ.
  6. თბილი, სველი პირსახოცით ჩამოიბანეთ.

ყურადღება! ლიმონის წვენი საკმაოდ აქტიური ინგრედიენტია, ამიტომ ნიღაბში კვირაში მაქსიმუმ 1–2–ჯერ გამოიყენეთ.

თაფლის ნიღაბი

ეს მარტივად მოსამზადებელი ნიღაბი გამოადგება მათ, ვისაც ნაწიბურების და პიგმენტური ლაქებისკენ მიდრეკილება აქვთ.

  • 2 ჩ/კ ნატურალური თაფლი
  • ½ ჩ/კ ლიმონის წვენი

გამოყენების მეთოდი:

  1. ლიმონის წვენი და თაფლი აურიეთ.
  2. ნარევი სახეზე წაისვით.
  3. 20-30 წუთით გაიჩერეთ.
  4. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მარწყვის ნიღაბი

მარწყვი მდიდარია A, B, C ვიტამინებით, ასევე შეიცავს სხვადასხვა ხილის მჟავას, რომლებიც კანის ზედა ფენის აქერცვლას ხელს უწყობს და მას გლუვს ხდის. სხვათა შორის, მარწყვი კოსმეტოლოგიაში ანტიასაკობრივი ეფექტისთვის გამოიყენება.

  • 10 ცალი ახალი მარწყვი
  • ¼ ჭიქა ფუტკრის მტვერი
  • 3 ს/კ ნატურალური თაფლი
  • 1 ს/კ მაიონეზი ზეთისხილზე
  • რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი სურვილის შემთხვევაში

გამოყენების მეთოდი:

  1. ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
  2. სახეზე წაისვით, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ.
  3. 20 წუთით გაიჩერეთ.
  4. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ავოკადოს ნიღაბი

ეს ნიღაბი ჩემი აბსოლუტური ფავორიტი გახდა. ავოკადო ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სუპერ ხილია, რადგან მასში შედის უამრავი ვიტამინი, მინერალი და სასარგებლო ცხიმი. იცით თუ არა, რომ მას სახის ნიღბის მოსამზადებლადაც იყენებენ?

  • 1 მწიფე ავოკადო
  • 1 კვერცხის ცილა – ოთახის ტემპერატურის
  • 1 ს/კ ლიმონის ცილა

გამოყენების მეთოდი:

  1. ავოკადო გაასუფთავეთ და კარგად დაჭყლიტეთ.
  2. ავოკადო, კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი აურიეთ.
  3. სახეზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ.
  4. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.