Connect with us

ყვავილები

7 უპრობლემო ხე, რომელიც შეგიძლიათ სახლში გაზარდოთ

თანამედროვე მეგაპოლისების პირობები ბუნებაში გასვლის შანსს ხშირად არ გვაძლევს. შინაური ხეების გარემოცვაში შეგიძლიათ ოთახის ოაზისი მოაწყოთ.

ისინი საცხოვრებელს შესანიშნავად დაამშვენებენ და კომფორტულ პირობებს შექმნიან.

1. ჰოვეა ფორსტერა

მისი მსხვილი ბუმბულის მსგავსი ფოთლები დაამშვენებს როგორც ზამთრის ბაღს, ასევე ოფისის შენობას, რადგან ხელოვნური სინათლე აკმაყოფილებს.

ოთახის მცენარის, ჰოვეას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ჰაერის ხარისხის მიმართ აბსოლუტურად უპრეტენზიოა, სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გამათბობელთან ახლოსაც დადგათ.

2. დრაცენა

დრაცენას სიმაღლე 1,5-2 მეტრს არ აჭარბებს. რაც მთავარია გაფორმებისთვის მთავარი არა ზომა, არამედ მისი გაჯერებული ფერის მქონე პრიალა ფოთლებია.

მწვანე ან ჭრელი სახეობა ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება და მისი მთავარი ხიბლი გახდება.

3. ბენჟამინის ფიკუსი

ფიკუსი თავისთავად ძალიან კარგია და მასზე უფრო პოპულარული ოთახის მცენარის პოვნა საკმაოდ რთულია. ახლა მოდაშია ბენჟამინის ფიკუსი.

Advertisement

შეიძლება შეხვდეთ მოკრძალებული, პატარა, წვრილი ფოთლების მქონე მცენარეს, ან ერთმანეთში გადახლართული ტოტების მქონე ხეს, ასევე ბონსაის ტექნიკით გაზრდილ მცენარეს.

4. ზეთისხილის ხე

ზეთისხილის ხე ყვავილობს თეთრი ყვავილებით, რომელსაც დაუვიწყარი არომატი აქვს. ეს ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, რომელსაც ბევრი მზე და სითბო უყვარს, ზაფხულის სიცხე ადვილად გადააქვს.

ზეთისხილი შესანიშნავი ოთახის მცენარეა, რომელიც ბუშის მსგავსად არის ფორმირებული. ის ლამაზია და როგორც ოფისს, ასევე ოთახსა და ზამთრის ბაღს ამშვენებს.

5. დიპსისი

ეს პალმა განსაკუთრებული ბუჩქებით გამოირჩევა. მისი ღეროები გლუვი მწვანე ფერისაა. ოთახში შეიძლება ჭერის სიმაღლეს მიაღწიოს. ცნობილია, რომ დიპსისი ჰაერს წმენდს ისეთი ქიმიური ნივთიერებებისგან, როგორიცაა ქსილოლი და ტოლუოლი.

მინიმალური მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში დიდებულ პალმას მიიღებთ, რომელიც წლებთან ერთად გაიზრდება და კიდევ უფრო ლამაზი გახდება. დისპისი დიდი ოთახების გასაფორმებლად ფართოდ გამოიყენება.

6. შეფლერა

ჯენშენის შორეული ნათესავი, რომელიც სახლის პირობებში 2-3 მეტრ სიმაღლეს აღწევს. მცენარეს სახელი მე-18 საუკუნეში მოღვაწე გერმანელი ბოტანიკოსის და მკვლევარის იაკობ შეფლერის საპატივცემულოდ დაარქვეს.

ეს მარადმწვანე ხე და ბუჩქი ორიგინალურ ფოთლებს ფლობს, რომელიც გაშლილ თითებს მოგაგონებთ.

Advertisement

7. კაუჩუკოვანი ფიკუსი

დეკორატიული, მარადმწვანე, მსხვილი ზომის ხე შეეფერება როგორც ოთახს, ასევე დიდ ოთახებს (ოფისი, დარბაზი, სათბური).

ოთახის პირობებში კაუჩუკოვანი ფიკუსი წარმოადგენს ხეს, რომელიც 2,5 მეტრ სიმაღლემდე იზრდება. სხვა სახეობისგან მსხვილი ტალღოვანი ფოთლებით და დიდი ზომის ხით გამოირჩევა.

თქვენ გიყვართ ოთახის მცენარეები?