Connect with us

ჯანმრთელობა

7 ნიშანი, რომ ორგანიზმს B12 ვიტამინი აკლია. მათი უგულებელყოფა არ შეიძლება

ორგანიზმი ვიტამინებს ღებულობს იმ საკვებიდან, რომელსაც მივირთმევთ. რაციონის ცვლილების მიხედვით ირჩევთ მკვებავ ნივთიერებებს, რომელთაც სხეული შთანთქავს.

B12 ვიტამინის დეფიციტის ნიშნები

1. თქვენ მხნეობის შენარჩუნება გიჭირთ

მხნეობის შენარჩუნებას მთელი ძალით ცდილობთ? ეს შეიძლება ბევრი რამის ნიშანი იყოს, ამიტომ B12 ვიტამინის დეფიციტზე ავტომატურად ფიქრი არაგონივრულია.

ძილიანობის ნიშნის განსასაზღვრად გაარკვიეთ, ყოველ ღამით საჭირო რაოდენობის ძილს თუ იღებთ. 8 საათი ან უფრო მეტ ხანს გეძინათ, მაგრამ დაღლილობას მაინც გრძნობთ? დრო მოვიდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ ორგანიზმს B12 ვიტამინი აკლია.

2. თავბრუსხვევა

B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ ძილიანობას ხშირად თავბრუსხვევა ახლავს. ეს შეგრძნება ჩვეულებრივ იქმნება, როცა ადამიანი სწრაფად დგება. გარდა ამისა, თავბრუსხვევა შეიძლება კიბეებზე ზემოთ ან ქვემოთ სიარულის დროს წარმოიქმნას.

3. თქვენი კუნთები თავს სუსტად გრძნობს

თუ B12 ვიტამინი გჭირდებათ, დაღლილობასთან ერთად სისუსტეს იგრძნობთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჯანსაღ და ძლიერ კუნთებს ერითროციტების სათანადო რაოდენობა სჭირდება. B12 ვიტამინის გარეშე, სისხლის უჯრედები სხვა უჯრედებს ჟანგბადს არ აწვდის, რაც კუნთების სისუსტეს ზრდის.

4. ნემსის ჩხვლეტას გრძნობთ

დაღლილობასა და კუნთების სისუსტესთან ერთად B12 ვიტამინის დეფიციტის დროს ადამიანი ნემსის ჩხვლეტას გრძნობს. მას ხშირად დაბუჟება ან ელექტრული გაელვება ახლავს, რაც ნერვების დაზიანებით არის გამოწვეული. ნერვული საკითხი ჟანგბადის დაბალი დონით არის გამოწვეული.

5. თქვენ მეხსიერების დაკარგვა შენიშნეთ

B12 ვიტამინი ტვინში ჟანგბადის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი. ტვინში ჟანგბადის დეფიციტი დაბინდულ მეხსიერებას და ტვინის არასწორი ფუნქციის სხვა სიმპტომებს იწვევს.

ადამიანები, რომელთაც B12 ვიტამინის დეფიციტი აწუხებთ, ხშირად ფიქრობენ, რომ მათ ალცჰაიმერის დაავადება აქვთ. სინამდვილეში, ეს ადამიანები სათანადო რაოდენობით B12-ს არ იღებენ.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ სისხლის ანალიზი B12-ს დეფიციტს გამოავლენს. თუ ასეა, როგორც წესი, ექიმი B12 ვიტამინს დაგინიშნავთ, რაც მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

6. თქვენ ფერმკრთალი კანი გაქვთ

თქვენ ფერმკრთალი სახე გაქვთ? ეს B12-ს დეფიციტის ნიშანია, რაც სისხლის უჯრედების რღვევით არის გამოწვეული. ეს უჯრედები შემდეგ ბილირუბინის გათავისუფლებას იწვევენ.

7. თქვენი ენა გლუვი და წითელია

ენაზე ბორცვები აბსოლუტურად ნორმალურია და ჯანმრთელობის მაჩვენებელია. B12-ს გარეშე აღმოაჩენთ, რომ ენაზე ბორცვები აღარ გაქვთ.

B12-ის უპირატესობა

1. თანდაყოლილი დეფექტის თავიდან ასაცილებლად ქალები ორსულობის პერიოდში მაქსიმალურად ჯანმრთელები უნდა იყვნენ. ეს B12-ს სათანადო რაოდენობით მიღებას მოიცავს.

ორსულობის პერიოდში B12 ვიტამინის დეფიციტი თანდაყოლილი დეფექტის, მათ შორის ნერვული მილის დეფექტის რისკს ზრდის. გარდა ამისა, ამ ვიტამინის დეფიციტის დროს ნაყოფის მოშორება ან ნაადრევი მშობიარობის რისკი იზრდება.

2. ძვლების ჯანმრთელობას გააუმჯობესებთ და ოსტეოპოროზს თავიდან აიცილებთ. მაშინ როცა, ოსტეოპოროზი სიბერესთან ასოცირდება, B12 ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

B12-ს ჯანსაღი დონე ძვლების ჯანმრთელობას ხელს შეუწყობს. B12-ს სწორი ათვისება თქვენი ძვლების მინერალების სიმკვრივეს დაარეგულირებს.

3. დეპრესიის ნიშნების სიმსუბუქე. B12 სერატონინის წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. B12-ს დეფიციტის მქონე ხალხს დეპრესიის ნიშნები ხშირად აწუხებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.