Connect with us

ჯანმრთელობა

6 ნიშანი, რომ ორგანიზმს B ჯგუფის ვიტამინები აკლია

B ჯგუფის ვიტამინები (სულ შვიდია) ყველაზე „ენერგიული“ ელემენტებია, რადგან მიღებულ კალორიებს ენერგიად გარდაქმნიან. ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია B12, რადგან მასზე დამოკიდებულია დნმ–ს წარმოება, ნერვული უჯრედების და სისხლძარღვების სისტემის ჯანმრთელობა. ამ ვიტამინის დღიური ნორმა 2,4 მკგ–ს წარმოადგენს. უმეტესად საკვებთან ერთად ვიღებთ. თუ დღიური რაციონი დაბალანსებული არაა, თუ ცილებით მდიდარ საკვებს საკმარისი რაოდენობით არ იღებთ, ორგანიზმი B12 ვიტამინის დეფიციტს განიცდის. აი, რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტზე გაფრთხილებთ.

ხელების და ფეხების დაბუჟების შეგრძნება

B12 ვიტამინი მიელინის, ნერვების დამცავი საფარის წარმოებაში მონაწილეობს. დეფიციტის დროს ნერვები საკმარის დაცვას ვერ იღებენ და თქვენ შეიძლება კიდურებში ჩხვლეტა ან გაშეშება იგრძნოთ.

დაღლილობა

B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის ერთ–ერთი „კლასიკური“ ნიშანი – მუდმივად დაღლილობის შეგრძნება. B12 ვიტამინის დეფიციტის დროს შეიძლება მეგალობლასტური ანემია განვითარდეს – მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი მოუმწიფებელ წითელ უჯრედებს აწარმოებს, რომელთაც ჟანგბადის მთელ ორგანიზმში გადაგზავნა არ შეუძლიათ. საბოლოოდ, მნიშვნელოვანი ორგანოები საკმარისს ჟანგბადს ვერ იღებენ და თქვენ დაღლილობას გრძნობთ.

სიფერმკრთალე

ფერმკრთალი კანი ან თუნდაც მოყვითალო ელფერი – კიდევ ერთი ნიშანი, რომ საკმარის B12 ვიტამინს ვერ იღებთ. მიზეზი იგივეა: უჯრედები საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ. გახსოვდეთ, რომ სახის ფერის მოულოდნელი ცვლილება შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს – მაგალითად, ჰეპატიტი ან ღვიძლის სიმსივნე. სწორედ ამიტომ, ექიმთან დროულად მისვლა აუცილებელია.

დეპრესია

B12 ვიტამინი ნეიროტრანსმიტერების წარმოებაში მონაწილეობს, მათგან ერთ–ერთია სეროტონინი. მკვლევარები სეროტონინის დეფიციტს დეპრესიას უკავშირებენ. B12 აუცილებელია ნეირონებს შორის კავშირის დასამყარებლად. მისმა დარღვევამ შეიძლება დაავადების განვითარება გამოიწვიოს. მოკლედ, თუ ბოლო დროს ცხოვრება არ გახარებთ, ენერგია საეჭვოდ შეგიმცირდათ – B12 ვიტამინზე ანალიზი აიღეთ.

მეხსიერების პრობლემები

B12 ვიტამინი აუცილებელია ტვინში მეტაბოლური პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის, შესაბამისად, მისმა დეფიციტმა შეიძლება მეხსიერების დაქვეითება და დემენციის განვითარება გამოიწვიოს. თუ დამახსოვრება ან ინფორმაციის გადამუშავება გიჭირთ, B ჯგუფის ვიტამინების დონე აუცილებლად შეამოწმეთ – მათი დეფიციტი შეიძლება სერიოზული და თითქმის შეუქცევადი უსიამოვნების მიზეზი გახდეს.

50 წელს ზემოთ ასაკი

ამას სიმპტომს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ასაკი შეიძლება B12 ვიტამინის დეფიციტის გამომწვევი იყოს. საქმე იმაშია, რომ ვიტამინის ასათვისებლად საჭიროა კუჭის მჟავა და ასაკთან ერთად ორგანიზმში მისი წარმოება მცირდება. კარგი იქნება, თუ 50+ ასაკის მიღწევისას, ყოველწლიურად სისხლის დეტალურ ანალიზს ჩააბარებთ და აუცილებელი ვიტამინების და მინერალების დონეს გააკონტროლებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.