Connect with us

ჯანმრთელობა

6 ჩვეულებრივი სასმელი, რომლებიც მხეცურ მადას 10 წუთში თრგუნავენ! ბევრი რომ არ ჭამოთ, აიღეთ ქიშმიში

ამ პატარა ხრიკის გამოყენებით დიეტას მძიმე ტვირთად აღარ ჩათვლით. დალიეთ, როცა ჭამა მოგინდებათ! მადა არაპროგნოზირებადი სტუმარია და ხშირად მაშინ ჩნდება, როცა ძირითადი კერძის მიღებიდან ერთ საათზე ნაკლებია გასული.

ჰორმონალური დარღვევების, ნივთიერებათა ცვლის განსაკუთრებულობის, მუდმივი სტრესის გამო ზოგიერთ ადამიანს მადის კონტროლი ცუდად აქვს განვითარებული.

შეგიძლიათ აბები დალიოთ, რომ მუდმივად რაიმეს ჭამის სურვილი შეამციროთ ან ეს ჯადოსნური სასმელები სცადოთ. გთავაზობთ 5 ვარიანტს, როგორ შეამციროთ მადა ისე, რომ ერთი ნამცეციც არ შეჭამოთ.

როგორ შევამციროთ მადა

1. უშაქრო კომპოტი

გამოდგება ნებისმიერი კენკრა და ხილი: მოცხარი, ალუბალი, მოცვი, ხურტკმელი, ვაშლი. შეგიძლიათ კომპოტი–ასორტი გააკეთოთ ან მხოლოდ ერთი ინგრედიენტის კომპოტი მოხარშოთ.

კომპოტი მადის შემცირებაში დაგეხმარებათ, ორგანიზმს ვიტამინებით გაამდიდრებს, საჭმლის მონელებას და წიდების გამოდევნას ხელს შეუწყობს. რა თქმა უნდა, სჯობს ახალი კომპოტი დალიოთ – დაკონსერვებული ჩვეულებრივ შაქრით არის მომზადებული და ეს ჩვენ არ გვჭირდება.

2. ვაშლის და ქიშმიშის ნახარში

ახალი ვაშლის და ქიშმიშის ტკბილ–მჟავე ნახარში არა მხოლოდ მადას გააკონტროლებს, არამედ კუჭის მჟავიანობას.

უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის ძალიან სასარგებლოა ბავშვებისა და მეძუძურე ქალებისთვის, ხოლო გახდომის მსურველებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა! 1 მუჭა ქიშმიში, 1 ვაშლი და ცოტა წყალი – სულ ეს დაგჭირდებათ სასარგებლო სასმელის მოსამზადებლად.

3. ჩირის კომპოტი

ჩირს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოდევნის უნიკალური თვისება აქვს, ხელს უშლის გაუწყლოებას, სისხლს კალიუმით და მაგნიუმით ამდიდრებს.

ჩირის კომპოტი ძალიან კალორიული არაა, მაგრამ საკმაოდ ნოყიერია. 1 ჭიქა კომპოტი – მოულოდნელი შიმშილის შეტევის დროს ნამდვილი პანაცეაა.

4. წყალი ლიმონით და თაფლით

ზოგჯერ ისე ხდება, რომ მადა დიდად არ გვაქვს, მაგრამ რაღაც ტკბილი გვსურს. წყალი თაფლით და ლიმონით – შესანიშნავი ვარიანტია სახიფათო სურვილის დასათრგუნად.

სასმელს შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ილი ან მწიკვი მუსკატის კაკალი. კარგი სურნელი აქვს, გემრიელად გამოიყურება და საყვარელი დიეტის დიდხანს დაცვის შანსს გაძლევთ.

5. ასკილის ნაყენი

ასკილი მდიდარია C ვიტამინით, გარს შემომხვევი თვისება აქვს – ძალიან სასარგებლო სასმელია ყელის ტკივილის დროს. ასევე ასკილი ნაწლავების მოძრაობის გაუმჯობესების უნარს ფლობს.

თუ დიეტაზე ხართ, ასკილის სასმელი წინასწარ მოხარშეთ – ტკბილი ნოტები მჟავე სასმელში წყურვილს და შიმშილს კლავს და გახდომას ხელს უწყობს.

6. კეფირი

წახემსების ნაცვლად უცხიმო კეფირის არჩევით თქვენ იღბლიან ბილეთს იღებს. რძისმჟავე პროდუქტი დაბალი ცხიმიანობით დიეტის დაცვაში დაგეხმარებათ, ასევე ორგანიზმს კარგად გაწმენდს.

კეფირს შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები – არა მხოლოდ ჩვეული დარიჩინი, არამედ სხვადასხვა ხმელი ბალახი რეჰანის და როზმარინის სახით. არომატული სასმელი შიმშილს სხეულის ფორმებზე ზიანის მიყენების გარეშე დათრგუნავს.

კერძების მიღებებს შორის შეგიძლიათ ბალახების ჩაი დალიოთ. გვირილას, პიტნის ან ორფერის ჩაი შესანიშნავი სასმელებია, რომელიც მსუბუქ შიმშილს აყუჩებს. სახლში მომზადებული ბურახი ასევე კარგია მადის შესამცირებლად.

თუ ჩვეულებრივი ჩაი აღარ გახარებთ და ფინჯანს მშიერი თვალებით უყურებთ, შეგიძლიათ სასმელს უცხიმო რძე, მწიკვი ვანილი დაუმატოთ. მკვებავი სასმელის ილუზია ჭამის სურვილის დაძლევაში დაგეხმარებათ!

ეს ხრიკები იცის ბევრი ადამიანმა, რომელთაც დიეტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. სასმელები ძალიან ეფექტურია და შესანიშნავ შედეგს იძლევა: შიმშილის გრძნობის კონტროლი რეალური ხდება. შეამოწმეთ და აჩვენეთ მეგობრებს, თუ როგორ შეიძლება სიამოვნებით გახდომა!