Connect with us

საკითხავი

6 სამუშაო ხრიკი, რომ ფეხსაცმელმა კანი აღარ გაგიხეხოთ

ფეხის გახეხვა გავრცელებული პრობლემაა. ამასთან ფეხის გახეხვა როგორც ახალ, ასევე ძველ ფეხსაცმელს შეუძლია. რამდენიმე ხრიკის ცოდნა ამ პრობლემის მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ. კოჟრები აღარ შეგაწუხებთ და ახალი ფეხსაცმლით სრულად გახარებას შეძლებთ.

ლამაზი მოდური ფეხსაცმელი პირველივე გამოყენების შემდეგ ყუთში ბრუნდება. ფეხზე კოჟრები და წყლულები ძალიან სწრაფად ჩნდება და უკვე ნახევარ საათში თითოეული ნაბიჯი ნამდვილი წამება ხდება. არადა ახალი ფეხსაცმლით თავის მოწონება როგორ მინდოდა. ძველ, გაცვეთილ ბოტასებთან დაბრუნება არ იჩქაროთ. დღეს გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ, რომ ფეხსაცმელმა კანი არ გაგიხეხოთ.

როგორ ავიცილოთ ახალი ფეხსაცმლის გამო კოჟრების გაჩენა

თუ გრძნობთ, რომ ფეხსაცმელი კანს გიხეხავთ, თვითნაკეთი ფეტრის საფენი გამოიყენეთ. საჭირო ზომის ნაჭერი მოჭერით და ზუსტად იქ დაიდეთ, სადაც კანი გეხეხებათ.

თუ ხელთ ფეტრის ქსოვილი არ გაქვთ, მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ ყოველდღიური საფენი გამოიყენოთ. შუაზე გაჭერით და საჭირო ადგილას მიიმაგრეთ. შიგნით რომ არ ჩასრიალდეს, ზედმეტი ნაწილი მოაშორეთ.

ზოგჯერ ტყავის ფეხსაცმელი კანს ხეხავს, რადგან ვიწროა და ჯერ კიდევ ვერ გაიწელა. გამოსავალი არსებობს: საბავშვო კრემი კარგად წაუსვით და მთელი ღამით გააჩერეთ. აი ნახავთ, დილით ფეხსაცმელი დარბილებული იქნება, ხოლო ძველი ტყავი უკეთესად გამოიყურება.

ფეხსაცმლის გაწელვის კიდევ ერთი მეთოდი – მასში წყლით სავსე პაკეტი ჩადეთ და საყინულეში 8-10 საათით გააჩერეთ. წყალი გაყინვის დროს ფართოვდება და ფეხსაცმელს წელავს. თუ პროცედურის ერთხელ ჩატარება საკმარისი არაა, გაიმეორეთ.

დახურულ ფეხსაცმელს უკან უხეში ჩასადები აქვს, რაც ქუსლების გახეხვის მიზეზი ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში ეს ნაწილი უნდა დაარბილოთ. ამისთვის ჩაქუჩი და მკვრივი ქსოვილი ან ტყავი აიღეთ. შესაფერისი ზედაპირი აირჩიეთ, დააფიქსირეთ ჩასადები, პრობლემურ ადგილს მკვრივი მასალა დააფარეთ და ჩაქუჩით ფრთხილად დანაყეთ.

ღია ფეხსაცმელში საფენის ჩადება რთულია, არადა ფეხს სანდლებიც აღიზიანებენ. კოჟრების გაჩენა თავიდან რომ აიცილოთ, კანი ამ ადგილებში საპნით ან მშრალი დეზოდორანტით დაიმუშავეთ. ამის შემდეგ ფეხსაცმლის უპრობლემოდ ტარებას შეძლებთ.

ფეხის გახეხვის შიში ლამაზი ფეხსაცმლის შეძენაში ხელს ვეღარ შეგიშლით. ჩვენი რჩევები გამოიყენეთ და კოჟრები და წყლულები ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ.