Connect with us

თავის მოვლა

6 პროდუქტი თქვენი კანის ჯანმრთელობისთვის

ის, რასაც ჭამთ, თქვენს სხეულზე გავლენას ახდენს როგორც შიგნიდან, ასევე გარეგნულად. სწორედ ამიტომ, სჯობს ჭამოთ ის, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის კარგია. ღმერთმა გვიბოძა სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც კანის ბზინვარების და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კარგად დაბალანსებული დიეტა სიბერესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

ისპანახი

ამბობენ, რომ მწვანე ბოსტნეული კანისთვის ძალიან კარგია. მწვანე ბოსტნეულებს შორის ისპანახი საუკეთესოდ ითვლება. ის A ვიტამინით მდიდარია. მცენარე ჩვენს სხეულში ლიპიდების დონეს ზრდის და ე.წ. „თავისუფალი რადიკალების“ რაოდენობას ამცირებს. ისპანახი აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

პომიდორი

პომიდორი მდიდარია C ვიტამინით. ყველამ იცის, რომ C ვიტამინი კანის ჯანმრთელობისთვის კარგია. გარდა ამისა, პომიდორი დიდი რაოდენობით ლიკოპინებს შეიცავს. პომიდორი კანს სიმშრალისა და შავი წერტილებისგან იცავს.

სტაფილო

სტაფილო მდიდარია C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით. სტაფილო კანის სხვადასხვა პრობლემების, მათ შორის ნაკაწრების, ლაქების, სიმშრალის და ბევრი სხვა პრობლემების მკურნალობაში დაგეხმარებათ. სტაფილო ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

იოგურტი

თქვენს რაციონში ბევრი იოგურტი ჩართეთ. იოგურტი კანს ატენიანებს, აკნეს ებრძვის და გაუფერულებას აფერხებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბევრ იოგურტს შეჭამთ, მაშინ რაიმე კოსმეტიკური პროდუქტი არ დაგჭირდებათ.

მოცვი

მოცვი მდიდარია A და C ვიტამინებით. გარდა ამისა, მასში ბევრი ანტიოქსიდანტი შედის. მოცვი უმი სახით ძალიან სასარგებლოა კანისთვის. ასევე კანს აკნესგან იცავს.

ორაგული

ორაგული მდიდარია ლიპიდებით, რომლებიც კანს ჯანმრთელი იერის შენარჩუნებაში ეხმარებათ. ცხიმიანი თევზის სხვა სასარგებლო ნიმუშები: კალმახი, სკუმბრია, თინუსი, ანჩოუსი და სარდინი.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.