ჯანმრთელობა
6 მიზეზი, რატომ გვჭირდება ჩვენ, ყველას უფრო მეტი D ვიტამინი
ზაფხულის ნახევარი უკვე გავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დროა მზის აბაზანები მიიღოთ. ეს ხომ D ვიტამინის წყაროა. ის თავს უფრო უკეთ, ენერგიულად გვაგრძნობინებს და ბევრი დაავადებისგან გვიცავს.
აი, 6 მთავარი მიზეზი, რატომ არის საჭირო D ვიტამინი ჩვენი ორგანიზმისთვის.
1. ეს ვიტამინი კი არა, არამედ ჰორმონია
ჩვენი სხეული D ვიტამინის 90%-ს აწარმოებს და საკვებიდან ორგანიზმში მხოლოდ 10% ხვდება. მზის სხივების კანზე მოხვედრისას ორგანიზმი ვიტამინის გამომუშავებას დამოუკიდებლად იწყებს.
2. ახალგაზრდობას გვინარჩუნებს
D ვიტამინი სასწაულს ახდენს. ის კანის აღსადგენად წამყვან ინგრედიენტს წარმოადგენს. დეფიციტი კანის გაუფერულებას და აკნეს იწვევს.
3. ანთებას ებრძვის
თუ გაწუხებთ ისეთი ანთებითი დაავადებები, როგორიცაა ფსორიაზი და როზაცეა, D ვიტამინის შემცველი ადგილობრივი პრეპარატები სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ.
4. ძვლებს აძლიერებს
ჩვენი ორგანიზმის თითქმის თითოეული უჯრედი D ვიტამინის რეცეპტორს წარმოადგენს. ვიტამინის დაბალანსებული დონე სასიცოცხლო ძალებს უზრუნველყოფს.
5. კუნთების შენებას ხელს უწყობს
მათ, ვინც დროს სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშობენ, D ვიტამინის საჭირო დონე კუნთოვანი ძალის შენარჩუნებასა და ვარჯიშის შემდეგ სწრაფ აღდგენაში დაეხმარებათ.
6. მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს აფერხებს
17 კვლევამ D ვიტამინის დაბალ დონესა და ამ დაავადებას შორის კავშირი აღმოაჩინა.
თქვენ მზეზე ხშირად ირუჯებით?