საკითხავი
6 ხრიკი, როგორი პოზა მიიღოთ ლამაზი ფოტოს გადასაღებად
ფოტოს წყალობით ბედნიერი მომენტები მეხსიერებიდან არასდროს იშლება. მნიშვნელოვანი თარიღები, დაბადების დღეები, მოგზაურობა, მეგობრებთან და ნათესავებთან შეკრება, ეს ყველაფერი ფოტოზე უნდა დარჩეს. წლების შემდეგ ალბომს დაათვალიერებთ და ბედნიერ დღეებს გაიხსენებთ.
ბევრი ჩივის, რომ ფოტოზე ლამაზი არ გამოდის. იშვიათად რომ ვინმეს საკუთარი ფოტო მოეწონოს. მათში იმ დეფექტებს ვხედავთ, რომელსაც სხვა ყურადღებასაც არ აქცევს. გვგონია, რომ სწორა პოზა მივიღეთ, ფონი შევარჩიეთ, გავიღიმეთ, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხრიკებს, როგორ მიიღოთ სწორი პოზა, რომ ფოტოზე ლამაზი გამოჩნდეთ.
1. ფოტოს გადაღებამდე დაძაბულობა უნდა მოიშოროთ და თავისუფლად იყოთ. თქვენი დაძაბული მდგომარეობა ფოტოზე აუცილებლად გამოჩნდება.
2. კამერის ობიექტვს პირდაპირ არ შეხედოთ, რადგან ასიმეტრიული სახე უფრო შესამჩნევი ხდება. ოდნავ მოტრიალდით. ამ პოზით ნაკლოვანებებსაც დამალავთ.
3. სწორი პოზის მისაღებად ხელები მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორი სწორად შერჩეული ფონი, პოზა და სახის გამომეტყველებაც არ უნდა გქონდეთ, ხელების არასწორი მდებარეობა ყველაფერს გააფუჭებს. ხელში რაიმე დაიჭირეთ ან სახესთან, წელზე ან თეძოსთან მიიტანეთ.
4. ფოტოგრაფისკენ დაიხარეთ. ასე უფრო გულახდილი და საინტერესო პოზა გამოვა.
5. ხშირად ფეხებიც პრობლემაა. არ ვიცით, როგორ დავდგეთ სწორად. ფეხი, რომელიც ფოტოგრაფთან უფრო ახლოსაა, მუხლში ოდნავ მოხარეთ.
6. თავი წინ, უკან ან გვერდზე გადახარეთ. იპოვეთ მხარე, რომელიც თქვენთვის უფრო ეფექტურია და გამოიყენეთ.
ფოტო, როგორც ცხოვრება, გაღიმებული უფრო კარგი გამოდის. გაიღიმეთ, რომ წარმატებული ფოტო გადაიღოთ.