Connect with us

ჯანმრთელობა

6 საუკეთესო პროდუქტი დეტოქსისთვის

თქვენი ორგანიზმი სრულყოფილად რომ გაწმინდოთ, საკმარისია ქვემოთ მოცემული პროდუქტები მიირთვათ. მათ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგება, კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლიათ.

ლიმონი

ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური პროდუქტი, რომელიც ორგანიზმის გაწმენდას ხელს უწყობს – ლიმონი. შემთხვევით არაა, რომ ლიმონი თითქმის ყველა დეტოქს პროგრამაში გვხვდება. გირჩევთ, ყოველი დილა 1 ჭიქა ლიმონიანი წყლით დაიწყოთ. ეს სასარგებლო სასმელი საჭმლის მონელებას სტიმულირებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და საჭმლის უკეთ მონელებას და ათვისებას ხელს უწყობს.

ჭარხალი

მასში შედის ბევრი პექტინი, რომლებიც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას ხელს უწყობენ. გარდა ამისა, ჭარხალი მდიდარია C ვიტამინით და სხვადასხვა მინერალით. მაგალითად, ჭარხალში შედის ბევრი კალიუმი, რომელიც სასარგებლოა კუნთებისთვის, და მანგანუმი, რომელიც ძვლების, ღვიძლის და თირკმლის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია. ასევე ჭარხალი შეიცავს იოდს, მაგნიუმის მარილებს და ქლორს, რომლებიც ღვიძლს, თირკმლებს და ნაღვლის ბუშტს კარგად წმენდენ.

სტაფილო

ის თირკმლების გაწმენდას ხელს უწყობს, ნაწლავების ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს, კანისთვის ძალიან სასარგებლოა. A ვიტამინის და ბეტა–კაროტინის კოქტეილი კანს ატენიანებს და დაზიანებული უჯრედების სწრაფად აღდგენას ხელს უწყობს, ასევე – ლამაზი რუჯის მიღებასა და დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კოჭა

მას ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ, რადგან რეგულარული მიღებისას ორგანიზმს მავნე მიკროორგანიზმებისგან წმენდს, იმუნიტეტს აძლიერებს და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი დეტოქს პროდუქტია – ის არა მხოლოდ საჭმლის მონელებას სტიმულირებს, არამედ კანიდან ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.

ნიახური

ნიახური ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა. ის აქტიურად გამოდევნის წიდებს და ტოქსინებს, ასევე ელექტროლიტების ბალანსს აღადგენს. თუ ნიახურს რეგულარულად მიიღებთ, საჭმლის მომნელებელი სისტემა დარეგულირდება და დაგავიწყდებათ ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა ყაბზობა, გაზები, კუჭის სპაზმები და გულძმარვა.

ვაშლი

ვაშლის წვენი ორგანიზმის გასაწმენდად შესანიშნავი პროდუქტია. ის წიდებს და ტოქსინებს ყველა მხრიდან უტევს. პირველ რიგში, ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და ზედმეტი წონის შემცირებას ხელს უწყობს. მეორეც, ვაშლის უჯრედისი ნაწლავებს შესანიშნავად წმენდს და დადებით გავლენას ახდენს მიკროფლორაზე, სასარგებლო ბოსტნეულის და ხილის კერძების ათვისებას ხელს უწყობს. მესამეც, ნატურალური ვაშლის მჟავა პათოგენებს ანადგურებს.

Advertisement