Connect with us

ჯანმრთელობა

6 ნიშანი, რომ თქვენს ნაწლავებს დახმარება სჭირდება

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კარგი, შეუფერხებელი მუშაობა თითქმის მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. კუჭსა და ნაწლავებში მცხოვრები ბაქტერიების ნორმალური მოქმედება იმუნურ სისტემას მხარს უჭერს, საკვებიდან ენერგიის მიღებას ხელს უწყობს, სეროტონინის გამომუშავებას უზრუნველყოფს, რომლის დეფიციტიც დეპრესიას იწვევს. სამწუხაროდ, „კარგი“ და „ცუდი“ ბაქტერიების ბალანსის დარღვევა ადვილია და ამ შემთხვევაში ნაწლავები თავის საქმეს ვერ ასრულებს და ჩვენ ავად ვხვდებით. აი, იმის ნიშანი, რომ თქვენს ნაწლავებს სასწრაფო დახმარება სჭირდება – შეამოწმეთ, საჭიროა თუ არა ყურადღების მიქცევა?

კუჭის პრობლემები

გულძმარვა, ღებინება, მუცლის შებერილობა – ყველა ეს მოვლენა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობის შეფერხების ნიშანია. აქვეა ყაბზობა ან დიარეა, ასევე ჭამის შემდეგ დისკომფორტი, განსაკუთრებით ნახშირწყლებით მდიდარი კერძის მიღების შემდეგ. თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი რეგულარულად გაწუხებთ, დროა ექიმს მიმართოთ.

თქვენ არაჯანსაღი საკვები „გიზიდავთ“

პირველ რიგში, ეს ეხება შაქარს და ტკბილეულს: ხშირად ეს ნაწლავების ბაქტერიების დისბალანს უკავშირდება. ტკბილეულის ჭამის მუდმივი სურვილი შეიძლება გაგიჩნდეთ, მაგალითად, ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ, როცა „კარგი“ ბაქტერიები კვდება: ამ დროს მნიშვნელოვანია მიირთვათ პრობიოტიკების შემცველი პროდუქტები, რომლებიც ნაწლავებში ბაქტერიების ბალანსს დაარეგულირებენ.

თქვენი წონა უმიზეზოდ იზრდება ან იკლებს

ბევრმა იცის, რომ ნაწლავების მუშაობის დარღვევამ შეიძლება წონის უმიზეზო მატება გამოიწვიოს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ძალიან ბევრ ბაქტერიას წონის მკვეთრად დაკლება შეუძლია: ზოგიერთი ბაქტერია ცხიმის ათვისებას ხელს უშლის. ეს კარგი ამბავი არაა, რადგან მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებების მუდმივი დეფიციტი ჯანმრთელობაზე აუცილებლად ცუდად აისახება.

შფოთვას ან დეპრესიას გრძნობთ

სეროტონინის დიდი ნაწილი (90%) სწორედ ნაწლავებში იწარმოება – ეს ნეიროტრანსმიტერი გავლენას ახდენს განწყობაზე, სოციალურ ქცევაზე, ძილზე, მადაზე, მეხსიერებასა და ლიბიდოზე. თუ თქვენი ნაწლავები წესრიგში არაა და დიდხანს არ დაეხმარებით, ეს დეპრესიას გამოიწვევს. თუ გაზრდილი შფოთვა ან დეპრესია შენიშნეთ, გასტროენტეროლოგს მიმართეთ – შესაძლოა, მან თქვენი დახმარება შეძლოს!

ძილის პრობლემები

სეროტონინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა ან უძილობა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ძილთან დაკავშირებული პრობლემები იმის ნიშანია, რომ ნაწლავები უნდა მოაწესრიგოთ!

კანის პრობლემები

გამოცდილმა დერმატოლოგებმა იციან: თუ პაციენტს კანთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, ჯერ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობა უნდა შეამოწმოს. ეგზემა, კანის გამონაყარი, აკნე და ბევრი სხვა პრობლემა შეიძლება ნაწლავების ბაქტერიების დისბალანსთან იყოს დაკავშირებული. მკურნალობისთვის დაგჭირდებათ  არა კოსმეტიკური საშუალება, არამედ პრობიოტიკების კურსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც ჯანსაღი ნაწლავების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.