Connect with us

ჯანმრთელობა

6 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ღვიძლში დიდი რაოდენობით ტოქსინებია

ღვიძლი უმნიშვნელოვანესი ორგანოა ჩვენი ორგანიზმის ტოქსინებისა და ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად. თუ იგი არასრულფასოვნად ფუნქციონირებს, გროვდება ორგანიზმის მომწამლავი ტოქსინები. ეს უკანასკნელნი უნდა გააუვნებელყოს იმუნურმა სისტემამ, რომელიც თავის უშუალო სამსახურს “აცდენს”: აღარ ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს. ამ ფონზე ნებისმიერი დაავადება მიიღებს ქრონიკულ, გართულებულ ფორმას.

გაგაცნობთ რამდენიმე სიგნალს, რომლებსაც ორგანიზმი მაშინ გზავნის, როცა  ღვიძლი სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს.

1. აუხსნელი მატება წონაში

თუ ღვიძლი დაზიანებულია, ის ვერ შეძლებს ტოქსინების ბოლომდე გამოდევნას და ამ გაუფილტრავ ტოქსინებს ცხიმოვან უჯრედებში ინახავს. ჭარბწონიანთა 60%-ში ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზის დიაგნოზი ისმება.

2. ალერგია

ყოველ ჯერზე, როცა თქვენი სხეული გრძნობს, რომ რაღაც რიგზე ვერაა, ღვიძლი ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ამ სხეულაკების როლი იმაში მდგომარეობს, რომ შეუტიოს ალერგენებს და გააქროს ისინი. თუმცა, თუ ღვიძლი სუსტად მუშაობს, ის ვერ ახერხებს ამ ფუნქცის შესრულებას. ეს ალერგენები ორგანიზმში ვითარდება, რადგან ღვიძლი ძალიან დაკავებულია რაღაც სხვა საქმიანობით.

შემდეგ თქვენი ტვინი თქვენს ღვიძლს უგზავნის სიგნალს იმის შესახებ, რომ ეს ალერგენები აზიანებს ორგანიზმს, და ღვიძლი იწყებს ალერგენების მონიშნვას მათი მოშორების მიზნით, ამ სამუშაოს კი ბოლომდე ვერ ასრულებს. ჰისტამინის ძალიან დიდი რაოდენობა პრობლემად იქცევა, ამ მომენტში კი გეწყებათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, დაბინდვა და ქავილი.

Advertisement

3. ქრონიკული დაღლილობა

როცა საქმე ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება, ქრონიკული დაღლილობა ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ტოქსინები არღვევს კუნთებში ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს, იწვევს დაღლილობასა და სხვადასხვა სახის ტკივილს. გარდა ამისა, ეს დაღლილობა უფრო ძლიერდება, როცა ტოქსინებთან ბრძოლას საკუთარ თავზე იღებს იმუნური სისტემა.

4. ჭარბი ოფლიანობა და ოფლის სუნი

გადაღლილობისას ღვიძლი ცხელდება. რამდენადაც ეს დიდი ორგანოა, როცა მას ცხება, მთელი სხეული ცხელდება. მისი გაგრილების საშუალებაა ჭარბი ოფლდენა. ამ ოფლიანობას თან ახლავს ოფლის მძაფრი სუნი.

5. გამონაყარი

ჰორმონალური დისბალანსის გამო, რომელიც ტოქსინების მიერ შეიძლება იყოს გამოწვეული, სხეულზე ჩნდება გამონაყარი.

6. უსიამოვნო სუნი ამოსუნთქვისას

Advertisement

პირის ღრუდან მომავალი უსიამოვნო სუნიც შეიძლება ღვიძლის არასრულფასოვანი ფუნქციონირების სიმპტომი იყოს.

თუ ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად.

შეიძლება ღვიძლის დისფუნქცია გაწუხებდეთ მაშინაც, თუ მუდმივად გრძნობთ თავს გამოფიტულად და ნეგატიური ემოციებით გადატვირთულად. თუმცა, პრეტენზიულობა, საჭმლის მონელების დარღვევები და ქრონიკული დაღლილობა უკვე სხვა პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!