Connect with us

ჯანმრთელობა

6 მაგალითი, როცა ზურგის ტკივილი შეიძლება არა უბრალო დაღლილობით, არამედ სერიოზული პრობლემით გამოწვეული იყოს

ზურგის ტკივილი შეიძლება სხვადასხვა რამემ გამოიწვიოს დაწყებული ფსიქოგენური ფაქტორებიდან და დამთავრებული ონკოლოგიური დაავადებებით. საბედნიეროდ, სერიოზული პათოლოგიები ზურგის ქვედა ნაწილში მხოლოდ 5%-ში გვხვდება. მთავარი მიზეზები გადატვირთვა ან კუნთების სპაზმები, ასევე კუნთოვანი სისტემის სხვა პრობლემები შეიძლება იყოს.

ზურგის ქრონიკული ტკივილი შეიძლება სახიფათო და სასიკვდილო დაავადების ნიშანი იყოს. სწორედ ამიტომ, სიმპტომების ნაადრევ სტადიაზე ცნობა აუცილებელია, რომ მკურნალობა დროულად დაიწყოთ.

აი, ზურგის ტკივილის 6 სახეობა, რომლებიც სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებენ:

1. ნაწლავებსა და შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა

შარდის შეუკავებლობა ან საზარდულის არეში მგრძნობელობის დაკარგვა ზურგის ტვინის დაზიანების ცხადი ნიშანია. ამ სიმპტომების უგულებელყოფა არ შეიძლება: ისინი ცხენის კუდის, კონუსის ან ეპიკონუსის სინდრომის ზეწოლაზე მიუთითებს.

თუ სიმპტომები ძალიან მწვავეა, სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ: ქირურგიული მკურნალობით საუკეთესო შედეგი პირველ 48 საათში დგება.

2. სიმსივნური დაზიანება

ღამით ან დასვენების დროს ტკივილის გაძლიერება სახიფათო ნიშანია.

თუ ამასთან დილის დაჭიმულობა გაწუხებთ, ეს შეიძლება ანთებითი დაავადების, ანკილოზირებადი სპონდილოართრიტის, ნიშანი იყოს. ამ სიტუაციაში ნევროლოგის ან რევმატოლოგის კონსულტანცია და სპეციფიკური თერაპია გჭირდებათ.

3. სხეულის სხვა ნაწილში გარდამავალი ტკივილი

თუ ზურგის გარდა ტკივილი რომელიმე კიდურზე გადადის, ეს ზურგის ტვინის გაღიზიანების ან თიაქარის ნიშანი შეიძლება იყოს.

ეს ნიშნები შეიძლება მალთა შუა დისკის სერიოზულ დაზიანებაზე არ საუბრობს, მაგრამ ნევროლოგთან მისვლას მაინც გირჩევთ: მკურნალობის ბევრი არაქირურგიული მეთოდი არსებობს.

მასაჟი, ფიზიოთერაპია, მანუალური თერაპია, კუნთოვანი კორსეტის გასაძლიერებელი ტანვარჯიში, გაჭიმვები, სამკურნალო საშუალებები ან კინეზიოთერაპია (სპეციალური ელასტიური ფირფიტის დამაგრება) შეიძლება დაგეხმაროთ. მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება.

კვლავიფიციური სამედიცინო დახმარების დროულად მიღების შემთხვევაში დადებითი შედეგის მიღწევას შეძლებთ.

4. დილის დაჭიმულობა

თუ ტკივილი გაღვიძებიდან 30 წუთში არ ქრება, ეს შფოთვის მიზეზია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაჭიმულობა უმოძრაობის დროს მწვავდება.

ეს ანკილოზირებადი სპონდილოართრიტის ერთ-ერთი ნიშანია, რომელმაც შეიძლება ხერხემლის დაზიანება გამოიწვიოს, თუ ექიმს დროულად არ მიმართავთ.

ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი ინფარქტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ზრდის. ასე რომ ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ.

5. სიმაღლის შემცირება

50 წელს ზემოთ ადამიანებს ოსტეოპოროზის (ძვლების მტვრევადობის გაზრდა) განვითარების რისკი ეზრდებათ. დაავადებას ხშირად მალთაშუა დისკის სიმაღლის შემცირება ახლავს.

მცირე დაზიანებამაც კი ოსტეოპოროზული მოტეხილობა გამოიწვიოს, რომელთაც 2/3 ხერხემალშია ლოკალიზებული (ხშირად მკერდის და წელის არეში).

მხოლოდ ექიმთან კონსულტანციით და რენტგენული გამოკვლევით შეიძლება ხერხემლის მოტეხილობის გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რომელსაც ზურგის ტკივილის დროს ხშირად იყენებენ, ძვლის სტრუქტურის მდგომარეობის სათანადოდ შეფასებას ვერ იძლევა.

6. გაზრდილი ტემპერატურა

სახიფათო სიმპტომები – წონის შემცირება ყოველგვარი დიეტის გარეშე ან ტემპერატურის გაზრდა ზურგის ტკივილის ფონზე. შესაძლოა მიმდინარე ინფექციის, ზურგის ტვინის ან ხერხემლის სიმსივნური პროცესით იყოს გამოწვეული.

თუ მაღალ ტემპერატურას მუცლის ტკივილი აქვს, ეს შეიძლება მუცლის აორტის ანემიის ნიშანი იყოს. ეს სახიფათო დაავადება, რომელიც შინაგან სისხლდენას იწვევს.

ამ დროს ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია და დაყოვნება არ შეიძლება. ანევრიზმის გამოვლენა კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება.

ამ სიმპტომებს თქვენ ყურადღებას აქცევთ?