Connect with us

თავის მოვლა

5 შინაურული სუპერ ნიღაბი თმისთვის მყისიერი ეფექტით

ქუდების, კაპიშონების, მშრალი ჰაერის და ზამთრის ყინვების გამო თმა გამომშრალი და მტვრევადი გახდა? მათ სწრაფად და ეფექტურად აღდგენას შინაურული ნიღბებით შეძლებთ!

ავოკადოს ნიღაბი დაზიანებული თმისთვის

  • 1 კვერცხის გული
  • 1 ავოკადო
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ თაფლი

თავი დაიბანეთ, მაგრამ ბალზამი არ გამოიყენოთ. თავზე პირსახოცი შემოიხვიეთ და 10-15 წუთით გაიჩერეთ. ამ დროში ავოკადო გაასუფთავეთ, ჩანგლით დაჭყლიტეთ ან ფაფის მიღებამდე დააბლენდერეთ. ზეითუნის ზეთი ოდნავ შეათბეთ, თაფლი და თხევადი კვერცხის გული აურიეთ, შემდეგ ავოკადოს ფაფა დაუმატეთ და ერთგვაროვანი მისის მიღებამდე დააბლენდერეთ.

მიღებული ნიღბის თმაზე გადანაწილება დაიწყეთ, თმის წვერიდან დაიწყეთ და ნელ-ნელა ძირებისკენ გადადით, მაგრამ თავად თმის ძირებზე არ წაისვათ. თმაზე პირსახოცი შემოიხვიეთ (თუ მისი დასვრა არ გსურთ, უბრალოდ პარკი შემოიხვიეთ) და 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით თავი კარგად დაიბანეთ.

თმა რბილი და ბზინვარე გახდება.

ზეთოვანი ნიღაბი მშრალი თმისთვის

  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 5 ს/კ ქოქოსის ზეთი

როგორი ნიღაბი ავირჩიოთ მშრალი თმისთვის? ქოქოსის ზეთი პირდაპირ ბოთლით თბილ წყალში გაათბეთ, რომ ის თხევადი გახდეს. შემდეგ ზეთები ფაიფურის ან მინის თასში აურიეთ. წყლის ორთქლზე შეათბეთ, აურიეთ და თითით ტემპერატურა შეამოწმეთ: ზეთი ცხელი უნდა გახდეს, მაგრამ არ უნდა დაგწვათ. ნარევს გაგრილება არ აცადოთ, თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით, პარკით და ზემოდან პირსახოცით შემოიხვიეთ. ეფექტური ნიღაბი იმდენ ხანს გაიჩერეთ, რამდენ ხანსაც გსურთ, მაგრამ მინიმუმ 20 წუთით გაიჩერეთ. შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ. თმა ელასტიკური, დატენიანებული გახდება და დავარცხნას ადვილად დაემორჩილება.

ნიღაბი ვაშლის ძმრით ცხიმიანი თმისთვის

  • 2 ს/კ ვაშლის ძმარი
  • ½ ჭიქა გვირილას ნახარში
  • 1 ჭიქა თბილი წყალი

თავი დაიბანეთ და თმა კარგად გაწურეთ, რომ ზედმეტი წყალი მოიშოროთ. ინგრედიენტები აურიეთ, თმაზე მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ, 3-5 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ შინაურული ნიღბის შემდეგ თმა მოცულობითი გახდება და ჯანსაღ იერს შეიძენს.

ნიღაბი კონიაკით მტვრევადი თმისთვის

  • 1 კვერცხის გული
  • 3 ს/კ კონიაკი
  • 2 ს/კ არაჟანი

თავი დაიბანეთ, მაგრამ ბალზამი არ გამოიყენოთ. თავზე პირსახოცი შემოიხვიეთ და 10-15 წუთით გაიჩერეთ. კონიაკი, კვერცხის გული და არაჟანი აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და თმაზე მთელ სიგრძეზე მასაჟური მოძრაობით წაისვით. პირსახოცით მინიმუმ ნახევარი საათით შეიფუთეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თმა ბზინვარებას მორიგ დაბანამდე შეინარჩუნებს.

ნიღაბი შვრიით თხელი თმისთვის

  • ½ ჭიქა შვრიის ფანტელები
  • ზეითუნის ზეთი

შვრიის ფანტელები ფქვილის მიღებამდე დაფქვით, ცხელი წყალი დაასხით და არაჟნის მსგავი მასა მიირეთ. 1 კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. თბილი ნარევი სველ, მაგრამ დაბანილ თმაზე წაისვით, პირსახოცით შეიფუთეთ და გაიჩერეთ მანამ, სანამ ნიღაბი არ გაგრილდება. თავი გამდინარე წყლით კარგად დაიბანეთ, თუ თმები ერთმანეთში იხლართება, თმის ბალზამი გამოიყენეთ. გარს შემომხვევი ეფექტის წყალობით თმა უფრო სქელი და მოცულობითი გახდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.