Connect with us

სახლი და დიზაინი

5 სხვადასხვა ქვეყნის მარტივი და მოკრძალებული სახლები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ

ოცნების სახლში ცხოვრება ქვეყნიდან ქვეყანაში, ხალხიდან ხალხში განსხვავდება. რა თქმა უნდა, განსხვავება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, კლიმატი, ქვეყნის ან რეგიონის ბიუჯეტი, ეროვნული ტრადიციები. საინტერესოა, რომ ერთ პატარა ბურთში, სახელწოდებით დედამიწა ასეთი მრავალფეროვნება არსებობს.

სახლები არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ მშენებლობაში გამოყენებული მასალებით განსხვავდებიან. თანდათან ყველაფერი გლობალიზაციისკენ მიდის და რამდენიმე ასეული წლის შემდეგ არქიტექტურა მთელ მსოფლიოში ერთნაირი გახდება. თუმცა დღეს ეროვნული სულის მქონე საინტერესო შენობების პოვნა შესაძლებელია.

ცხოვრება ოცნების სახლში

სახლი ხიმინჯებზე

დიაოჯიაოლოუ – ასე ეწოდება სახლს ხიმინჯებზე ჩინეთში, მიაოს ხალხში. მთიანი რელიეფის გამო სტანდარტული სახლების აშენება თითქმის შეუძლებელია. ყოველწლიური უხვი ნალექი სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებმა ასეთი არქიტექტურა მოიფიქრეს. აქ, ხიმინჯებმა და ხის საფუძველმა ფესვები შესანიშნავად გაიდგა.

ჩვეულებრივ, ორ ან სამსართულიანი სახლებია. ზედა სართულზე საკვები ინახება, ეს დაბალი მიშენებაა, რომელიც რაღაცით ჩვენებურ სხვენს ჰგავს. ქვემოთ, პირველ სართულზე, საქონელი ცხოვრობს, რომლებიც თავისი სითბოთი და სუნთქვით შუა იატაკს ათბობენ. სწორედ აქ სახლის მფლობელები ცხოვრობენ. ტრადიციულად, ამ სართულზე სამი ოთახია და აქედან ადგილობრივი ლამაზი ხედებით ტკბობა მოსახერხებელია.

მრგვალი სახლი

ასეთ საცხოვრებელ შენობას „რონდაველს“ უწოდებენ და დამახასიათებელია ბანტუს ხალხისთვის, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ. სახლის საძირკველი და საფუძველი ქვიშის, მიწისა და ნაკელისგან მზადდება. თავსახური – ლერწმის ტოტებით, რომლებიც ადგილობრივი ძლიერი ბალახითაა შეკრული. საუკეთესო სახლი ტურისტებისთვის ან ბელადისთვის. შეიძლება შეგხვდეთ მოხატული კედლებით.

ჩვეულებრივ, რონდაველი საერთო პეიზაჟიდან არ გამოირჩევა. მასში იპოვით უბრალო საძილე ხალიჩას და ცოტ–ცოტა მარაგს. ადგილობრივები სახლში დიდ დროს არ ატარებენ და, ძირითადად, დასაძინებლად მოდიან. დღისით საკუთარი საქმეებით არიან დაკავებულნი. სახლში კომფორტულად არ არიან.

თანამედროვე სახლი

იაპონიის დედაქალაქში, ტოკიოში მიწის ყიდვა ძალიან ძვირი ღირს. სწორედ ამიტომ, კერძო სახლის, თუნდაც ქალაქგარეთ ყიდვის საშუალება მხოლოდ ნამდვილად მდიდრებს აქვთ. სათქმელი არც არაფერია: იაპონელებს მაღალი ტექნოლოგიები უყვართ, ზოგჯერ ადგილობრივი არომატით გაჟღენთილი. იაპონური ოცნების სახლი შიგნით თანამედროვე ტექნოლოგიებით სავსეა, მაგრამ კედლები ქაღალდივით თხელია.

ეს უმიზეზოდ არ კეთდება. იაპონია ხომ მიწისძვრების რაოდენობით პლანეტაზე ყველას უსწრებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იაპონელები ავეჯის ტრადიციულად გამოყენებას აგრძელებენ: მთელ ქვეყანაში დაბალ მაგიდებს და სკამების არ ქონას შენიშნავთ.

ყირგიზების იურტა

ყირგიზების მომთაბარე წარსული დღემდე იგრძნობა. ცხოვრების წესი და არქიტექტურა თითქმის არ შეცვლილა, მხოლოდ რამდენიმე თანამედროვე შტრიხი და ერთ ადგილას დასახლება დაემატა. სხვათა შორის, სახლის ასაგებად მხოლოდ ნატურალური მასალები გამოიყენება. ხშირად დიასახლისები სახლის მშენებლობაში უფრო მეტ მონაწილეობას იღებენ, ვიდრე თავად კაცები.

საქმე იმაშია, რომ იურტის კედლები ტრადიციულად ქსოვილით არის დამშვენებული, რომელთაც ქალები რთავენ. იურტების უმეტესობა დასაკეცი და ადვილად გადასატანია. და მაინც, ყოველდღიური ცხოვრებისთვის საკმაოდ ფუნქციური და კომფორტულია. იურტა ყოველგვარი ლურსმნის გარეშე შენდება და ყველაზე ცივი ამინდის შემოტევასაც ადვილად უძლებს.

ტორფის სახლი

ისლანდიელებისთვის ტორფის სახლი არა ეგზოტიკა, არამედ აუცილებლობაა. ხეების დეფიციტის და მკაცრი კლიმატის გამო მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში ასეთმა საცხოვრებელმა ფესვები წარმატებით გაიდგა. საძირკვლის ნაცვლად დიდი ბრტყელი ქვები გამოიყენება, ხის ჩარჩო რამდენიმე ფენა ტორფითაა დაფარული, რომელიც შიგნით სითბოს შესანიშნავად ინარჩუნებს და ხშირი ქარისგან იცავს.

ასეთი სახლი როგორც საცხოვრებლად, ასევე პროდუქტების შესანახად გამოიყენება. ადრე ცხოველებს აქ ინახავდნენ, ახლა ამის აუცილებლობა გაქრა.

მსოფლიო სასწაულებით სავსეა და უჩვეულო სახლებზე, ხალხსა და ისტორიულ ეპოქებზე კიდევ ბევრი საინტერესო და ლამაზი ისტორიის მოყოლა შეიძლება. კარგია, რომ ასეთი მრავალფეროვნება არსებობს.