Connect with us

ჯანმრთელობა

5 საუკეთესო რეცეპტი შინაურული კბილის პასტის გასაკეთებლად. ქიმიაზე უარი თქვით

თითოეულმა ჩვენგანმა ბავშვობიდან იცის, თუ რა საჭიროა კბილების გაწმენდა. ყოველწლიურად მაღაზიის დახლებზე სულ უფრო და უფრო მეტი სახეობის კბილის პასტა ჩნდება. მწარმოებლები მასში ამატებენ აგრესიულ კომპონენტებს, რომლებიც არა მხოლოდ კბილებს, არამედ მთელ ორგანიზმს ზიანს აყენებს: პარაბენები, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და ტრიკლოზანი.

დღეს გთავაზობთ კბილის პასტის 5 შესანიშნავ ნატურალურ რეცეპტს, რომელიც თქვენს კბილებს ძლიერს და ქათქათას გახდის. ასეთი პასტის მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს. მხოლოდ შესაფერისი შეარჩიეთ.

კბილებისთვის სასარგებლო ნივთიერებები:

  • მიხაკი კბილის ტკივილს ამშვიდებს;
  • სალბს ღრძილების სისხლდენის დროს იყენებენ;
  • ჩაის ხე კბილებს ათეთრებს და ღრძილების ანთებას აქრობს;
  • პიტნა ანთებას აქრობს;
  • ბეგქონდარას ანტიბაქტერიული თვისებები აქვს;
  • როზმარინი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს;

საკვები სოდა, როგორც პასტის კომპონენტი, კვირაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ. სხვა დროს კბილები მისი დამატების გარეშე გაიწმინდეთ. მზა კბილის პასტა ჰერმენტულ შეფუთვაში შეინახეთ.

კბილის პასტა დიდი კამით და დარიჩინით

ინგრედიენტები:

  • მწიკვი დიდი კამის ფხვნილი
  • 1/3 ჩ/კ დარიჩინი
  • 2 ჩ/კ საკვები სოდა
  • 4 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • მწიკვი ზღვის მარილი (ყავის საფქვავში დაფქული)
  • 1 ჩ/კ ქოქოსის კარაქი

მომზადება:

  1. ქოქოსის კარაქის გარდა ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
  2. ქოქოსის კარაქი უშუალოდ კბილების გახეხვის წინ დაუმატეთ.

კბილის პასტა თეთრი თიხით

ინგრედიენტები:

  • 60 გრ თეთრი თიხა
  • 2-3 წვეთი სალბის ზეთი
  • 2-3 წვეთი გვირილას ზეთი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 5-8 წვეთი პროპოლისი წყლის საფუძველზე

მომზადება:

  1. თიხა და ცოტა წყალი სქელი პასტის მისაღებად აურიეთ.
  2. პროპოლისი, თაფლი, გვირილას და სალბის ეთერზეთები დაუმატეთ.
  3. კარგად აურიეთ.

კბილის პასტა ზღვის მარილით

ინგრედიენტები:

  • ½ ჩ/კ დაფქული ზღვის მარილი
  • ½ ჩ/კ მური (ფხვნილი)
  • 2 ჩ/კ საკვები სოდა
  • 3-4 პიტნის ფოთოლი
  • ½ ჩ/კ თეთრი თიხა
  • 2 ჩ/კ გლიცერინი
  • 6-8 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. რეკომენდებულია: ლიმონი, როზმარინი, ფორთოხალი

მომზადება:

  1. ერთგვაროვანი მასის მისაღებად ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
  2. პასტა მზადაა.

კბილების გაწმენდა ნაცრით

ინგრედიენტები:

  • ხის ნაცარი

მომზადება:

  1. კბილის ჯაგრისი ხის ნაცარში ამოავლეთ და კბილის პასტას აურიეთ. ნაცარი შეიცავს კალიუმის ჰიდროქსიდს – ნაერთი, რომელიც შთამთნქმელი და მათეთრებელი საშუალებაა.
  2. კბილების ამ საშუალებით კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გაიწმინდეთ.

კბილების გაწმენდა ბადრიჯნით

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი

მომზადება:

  1. თხლად დაჭრილი ბადრიჯანი ღუმელში გამოაცხვეთ ან გახურებულ ტაფაზე დანახშირებამდე შეწვით.
  2. რბილი კბილის ჯაგრისი ამ შავ ფხვნილში ამოავლეთ და კბილები 2 წუთით გაიწმინდეთ. ეს ფხვნილი არა მხოლოდ კბილებს ათეთრებს, არამედ მას აძლიერებს. შეგიძლიათ მოიმარაგოთ, რომ ცოტა ხანს გეყოთ.
  3. ნატურალურის სასარგებლოდ მავნე კბილის პასტებზე უარი თქვით. უკვე ცოტა ხანში დადებით შედეგს დაინახავთ..

ორიგინალური კბილის პასტის რეცეპტები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.