Connect with us

ჯანმრთელობა

5 სასმელი ქოლესტერინის დონის მომატების პროფილაქტიკისთვის

საერთო ქოლესტერინის მაღალი დონე ზრდის ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს. საერთო ქოლესტერინი – ესაა როგორც ცუდი(დაბალი სიმჭიდროვის ლიპოპროტეინი), ისე კარგი(მაღალი სიმჭიდროვის ლიპოპროტეინი) ქოლესტერინი.

ქოლესტერინის დონის შემცირებაში მთავარი როლი კვებას უჭირავს. თუ კონკრეტულ სასმელებს მიეჩვევით, ეს დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის ბუნებრივი გზით შემცირებაში.

წარმოგიდგენთ 5 ასეთ სასმელს:

1. კენკრის წვენი

კენკრა ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას, თუმცა, ყველა მათგანი ერთნაირად ეფექტური არაა. კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალი კენკრა მნიშვნელოვნად ამცირებენ დსლპ-ქოლესტერინს. ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა მაყვალი, შემდეგი – წითელი ჟოლო, მოცვი და მარწყვი.

კვლევისას არ განისაზღვრა, თუ რამდენი კენკრა ან წვენია საჭირო ქოლესტერინის დონის სსამცირებლად. ყოველ შემთხვევაში, წვენის რეგულარული მიღება ეფექტური და სასარგებლო იქნება.

2. ჯანჯაფილის ჩაი

ჯანჯაფილი დიდი ხანია მედიცინაში ისეთი უსიამოვნებების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორებიცაა დიარეა და გულისრევა. მერილენდის შტატის წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ჯანჯაფილის ჩაის ქოლესტერინის დონის შემცირება და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა შეუძლია. არაა რეკომენდებული დღეში 4 გ ჯანჯაფილზე მეტის მოხმარება.

3. ყურძნის წვენი

კიდევ ერთი შესანიშნავი სასმელი, განსაკუთრებით, თუ ალკოჰოლს არ მიირთმევთ – ესაა ყურძნის წვენი. იგი ამცირებს ქოლესტერინის დონეს წითელი ღვინის მსგავსად. ყურძენში არსებული ნივთიერებები ამცირებს დსლპ-ქოლესტერინს და არეგულირებს მსლპ-ქოლესტერინის დონეს სისხლში.

საუკეთესო შედეგის მისაღებად, ქალებისთვის რეკომენდებულია ყოველდღიურად 250, ხოლო მამაკაცებისთვის – 500 მლ ყურძნის წვენის მიღება. მიირთვით მხოლოდ 100%-იანი წვენი, შაქრის გარეშე. ყურძნის წვენი, ასევე, დიდი რაოდენობით სასარგებლო ანტიოქსიდანტს შეიცავს.

4. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი არამხოლოდ ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არამედ კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკადაც გვევლინება.

მწვანე ჩაი დიდი რაოდენობით პოლიფენოლს შეიცავს. მერილენდის შთატის უნივერსიტეტის მონაცემებით, მრავალი კვლევით დადგინდა, რომ მწვანე ჩაი ამცირებს დსლპ-ქოლესტერინის დონეს. გარდა ამისა, იგი ზრდის მსლპ-ქოლესტერინს და ავიწროვებს მავნე ქოლესტერინს ვენებში.

5. ალუბლის წვენი

ალუბალი სასვეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა და, ასევე, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვირთხებში, რომლებიც ძალიან დიდი რაოდნეობით ცხიმებს მოიხმარდნენ, თუმცა, აგრეთვე, ალუბლის ფხვნილსაც მოიხმარდნენ, ქოლესტერინის დონე გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე მათში, ვინც ფხვნილს არ იღებდა.

ალუბლის წვენი უნდა მიირთვათ ნატურალურად, შაქრის გარეშე.