Connect with us

სხვა

5 სამკურნალო თაფლის ნაყენი უკეთესი ჯანმრთელობისთვის

აი 5 ნაყენი სხვადასხვა პროდუქტითა და სუნელით რომელებიც თაფლთან ერთად ნამდვილად ეფექტური სამკურნალოს აშუალებებია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ნამდვილად წაადგება.

ათას ერთი რეცეფტი არსებობს თაფლის თაფლის მოსამზადებლად, პრაქტიკულად ყველაფრისთვის.

აქსესუარები რომლებიც დაგჭირდებათ თაფლის ნაყენის მოსახარშად: გამოიყენეთ 1 ჭიქა თაფლი, არომატიზატორები გემოვნების მიხედვით, ქვაბი, საწური და შუშის ქილა ჰაერგაუმტარი თავსახურით.

1. ლიმონი და თაფლი

ეს ნარევი ნომერი პირველია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც იმუნიტეტი მცირდება და გრიპის სეზონი დგება.
თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა
  • 2 ახალი ლიმონის ნაჭერის წვენი

ინსტრუქცია:

ჩაასხით 1 ჭიქა თაფლი ქვაბში და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი ლიმონის ცედრა. გაათბეთ 10 წუთის მანძილზე. თუმცა ეცადეთ შედარებით დაბალი ტემპერატურა შეინარჩნოთ.
ნუ გააცხელებთ 46 გრადუსზე მეტად. ნარევის გაცხელების შემდეგ გააჩერეთ 1-2 საათი. ამის შემდეგ მოათავსეთ შუშის ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ თავი.

ამ ნარევის გამოყენება სასარგებლოა: ხველისა და გაციების დროს. დაასხით მდუღარე წყალი და ჩააგდეთ ჩაის პაკეტი. ლიმონს შეუძლია სისველის გამოტანა, რადგან თაფლი ამშვიდებს გაღიზიანებას.

2. დარიჩინი და თაფლე

თაფლისა და დარიჩინის ნაზავი – ერთ-ერთი უძლიერესი კომბინაციაა. თაფლსაც და დარიჩინსაც ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვთ ჯანმრთელობისთვის.

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 4-6 ჩხირი დარიჩინი
  • მწიკვი დარიჩნის ფხვნილი (სურვილისამებრ)

ჩაასხით 1 ჭიქა თაფლი ქვაბში და ჩააწყვეთ დარიჩინის ჩხირები. დაახმარეთ კოვზი რათა კარგად ჩაუშვათ ჩხირები ხსნარში. 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე დატოვეთ ნარევი, შემდეგ გააჩერეთ 2 საათით ან 1-2 კვირით. გაწურეთ სურვილისამებრ და შეინახეთ შუშის ქილაში.

დარიჩინი სავსეა ანტიოქსიდანტებით, აქვს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები და გვეხმარება გადავლახოთ სტაგნაცია და გავწმინდოთ ფისტულები. ეს ნარევი დღეში ნახევარი კოვზიც რომ მიიღოთ უკვე დაიწევს ქოლესტერინის დონე.

3. კოჭა და თაფლი

გემრიელია და რაც მთავარია სასრგებლოა ჯანმრთელობისთვის. გამოიყენება გაციებისა და კუჭის ტკივილისას.

დაგჭირებათ:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კოჭას ფესვი
  • მწიკვი კოჭას ფხვნილი (სურვილისამებრ)

ინსტრუქცია:

ჩაასხით 1 ჭიქა თაფლი ქვაბში და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კოჭა. შეგიძლიათ დაამატოთ მწიკვი კოჭას ფხვნილი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მას ძალიან მძაფრი არომატი აქვს.  ნარევი დაბალ ცეცხლზე დადგით და დატოვეთ 10 წუთით. როდესაც ყველაფერი გამზადდება გააჩერეთ ნაყენი 2 საათით ან 2 კვირით შუშის ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

კოჭა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გამოყავს ტოქსინები და გვეხმარება ტკივილისა და ციებისგან გათავისუფლებაში.

4. მიხაკი და თაფლი

მიხაკი კარგია ტკივილის გაყუჩებისთვის. მაგალითად ყელის ან კბილის ტკივილის დროს.

ასე რომ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 5-10 მიხაკი

ინსტრუქცია:

ჩაასხით 1 ჭიქა თაფლი ქვაბში და დაუმატეთ 5-10 მთლიანი მიხაკი. ნელ ცეცხლზე შემოდგით და გაათბეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 2 საათი ან 2 კვირა, მოათავსეთ ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

ნარევი გამოიყენეთ: ჩაიში როდესაც ყელი ან კბილი გტკივათ, ან დაიდეთ ღრძილზე კბილის ტკივილისას. მიხაკი ძლიერი ანესთეზიური საშუალებაა, რომელიც სტომატოლოგების მიერ თანამედროვე გამაყუჩებლების არსებობამდე გამოიყენებოდა. თუ გაჭრილი გაქვთ ან პირში რაიმე გტკივათ, ეს თაფლიანი ნაყენი დაგეხმარებათ უფრო სწრაფად მოიცილოთ დისკომფორტი.

5. ვაშლის ძმარი და თაფლი

ვაშლის ძმარი – ბევრი დაავდებისას დაგეხმარებათ

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 2-3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი

ინსტრუქცია:

ჩაასხით 1 ჭიქა თაფლი ქვაბში, შემდეგ დაასხით 2-3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. გააჩერეთ 10 წუთით, კარგად აურიეთ, გააჩერეთ ქვაბში და დააყენეთ იმდენ ხანს რამდენ ხანსაც გსურთ. თუმცა მისი გემო მალევე ქრება და ძალიან დიდხანს ნუ გააჩერებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.