Connect with us

ჯანმრთელობა

5 სავარჯიშო რომელსაც დღემდე არასწორად აკეთებდით

ფიქრობთ რომ აზიდვები, ხიდი და თამასა ჟანრის კლასიკაა და აქ შეცდომებს ვერ დაუშვებთ?! სინამდვილეში კურსიდან მცირედი გადახვევაც კი ვერ მოგცემთ მოსალოდნელ ეფექტს. ჩვენ ფიტნეს მწვრთელს ვთხოვეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომების კომენტირება, რომლებიც სასურველი შედეგის მიღწევაში გვიშლიან ხელს.

1. გვერდითი დახრები. ბევრი დარწმუნებულია რომ ასეთი სავარჯიშო წელს უფრო დააწვრილებს. სინამდვილეში ამ პრობლემას პრესის გვერდული ვარჯიში მოგიხსნით.

2. თამასა. ამ სავარჯიშოს შესრულების დროს მთავარ შეცდომას პოზიციის ცვლილება წარმოადგენს. იმისთვის, რომ ეფექტი მიიღოთ, ზურგი სწორად უნდ დაიჭიროთ და წონა ხელებსა და ფეხებს შორის უნდა გაანაწილოთ, დაძაბოთ მუცლის, ხელებისა და ზურგის კუნთები, პოზიცია კი უცვლელი უნდა იყოს.

3. აზიდვები. აზიდვების შემსუბუქებულ ვარიანტს, მუხლებზე დგომით ასრულებენ. იმისთვის, რომ სავარჯიშო ეფექტური იყოს, სხეულის წონახელებსა და ფეხებს შორის უნდა იყოს გადანაწილებული, კორპუსი კი დიაგონალურ ზოლს უნდა ქმნიდეს.

4. ფეხის აზიდვა. ამ სავარჯიშოს შესრულებისას დატვირთვას არა წელზე არამედ დუნდულებზე უნდა აკეთებთ, რაც ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება. პროდუქტიულობისთვის მუცლის კუნთები მოჭიმეთ, დაასტაბილურეთ წელი და აწევის ამპლიტუდაც შეზღუდეთ.

5. ხიდი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავარჯიშოა დუნდულა კუნთებისთვის, თუმცა ქალები ცდილობენ წელი მაქსიმალურად მაღლა აზიდონ და მთელს წონას კისერზე მიმართავენ. ეფექტური ვარჯიშისთვის წონა ფეხებზე დატოვეთ და დუნდულა კუნთები მაქსიმალურად დაძაბეთ.