Connect with us

ჯანმრთელობა

5 რამ, რაც საკუთარ მკერდზე არ უნდა გააკეთოთ

კიმ კარდაშიანი მკერდზე იზოლენტას იხვევს, რომ წითელ ხალიჩაზე სიარულის დროს მკერდმა ზემოთ-ქვემოთ არ იმოძრაოს. „ეს არც თუ ისე კარგი იდეაა“ – ამბობს ბრიუს კაცი, დერმატოლოგი, სამედიცინო მეცნიერების დოქტორი და ნიუ-იორკში კანის ცენტრის დირექტორი.

ეს და კიდევ 4 დამცირება, რაც საკუთარ მკერდზე არასდროს უნდა გააკეთოთ.

იზოლენტა

კიმმა თავისი ხრიკის შესახებ მოჰყვა, რომელიც მკერდის გამაგრებაში ეხმარება – ის უბრალოდ იზოლენტას იყენებს. ექიმის თქმით, ამ ლენტის წებოვნების გამო გამონაყარი ჩნდება, განსაკუთრებით ძუძუს თავების ირგვლივ, რომლებიც ძალიან მგრძნობიარეა. იზოლენტას მასში შემავალ კომპონენტებზე ალერგიის გამოწვევა შეუძლია. საბოლოოდ, ეგზემა კვლავ და კვლავ გამოვლინდება.

ბოტოქსი

ზოგიერთი ქალი მკერდს ბოტოქსით ავსებს, რომ მას უფრო აწეული და ლამაზი ფორმა ჰქონდეს. თუმცა, პლასტიკური ქირურგიის ამერიკული საზოგადოების თქმით, მკერდის ინექციური მეთოდით აწევა საჭირო არაა. ექიმი ბრიუსი იმ კვლევებზე საუბრობს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მკერდის აწევა არ მოქმედებს. „ამ მეთოდს მკერდის სრულად აწევა არ შეუძლია, პირიქით, მკერდი დაიწევს, ხოლო კანი ჩამოიწელება“ – ამბობს ალექს ჰეიზენი, მედიცინის დოქტორი და ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრის პლასტიკური ქირურგი. ექსპერტები სახის ინექციური საშუალებების, როგორიცაა რესტილაინი, მკერდში შეყვანისგან თავის შეკავებას გირჩევენ. „ჩვენ მისი უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ გვაქვს“ – ამბობს ექიმი ჰეიზენი.

ცვილით თმის მოცილება

მკერდზე თმის მოშორება ცვილით გსურთ, მაგრამ რატომ? ასე თმის ჩაზრდის და გაღიზიანების რისკი იზრდება, ამასთან შეიძლება მტკივნეული დამწვრობაც მიიღოთ. ელექტროლიზი საუკეთესო ვარიანტი არაა, რადგან მის გამო შეიძლება ნაწიბურები გაჩნდეს. თუ მკერდზე თმის სერიოზული პრობლემა გაქვთ, სჯობს ლაზერული ეპილაცია სცადოთ. თუმცა, ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირია (დაახლოებით 100 დოლარი ერთი „ჩხვლეტა“, ქალების უმეტესობას კი 4-6 პროცედურა სჭირდება).

სირბილი იოგას „ბიუსჰალტერით“

იოგას ბიუსჰალტერი „მეომრის“ პოზის მიღებაში დაგეხმარებათ, მაგრამ სირბილის დროს მკერდს ვერ დაგიჭერთ. ასეთი ბიუსჰალტერი მოუხერხებელიცაა და თან შეიძლება მკერდში შემაერთებელი ქსოვილები გაწყვიტოს და ჩამოწელვა გამოიწვიოს. პორტსმუთის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, სირბილის დროს მკერდი შეიძლება 8 ინჩით მაღლა აიწიოს. სწორედ ამიტომ, სარბენად სჯობს სპეციალური ბიუსჰალტერები გამოიყენოთ, რომელშიც დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად თასებია გათვალისწინებული.

ძუძუს თავების პირსინგი

აიოვას უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, პირისინი მკერდზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ძუძუს თავების გახვრეტა აბსცესების განვითარების რისკს 10-ჯერ ზრდის. პირსინგმა შეიძლება რძის წარმოებაზე პასუხისმგებელი არხები დააზიანოს, რაც ბავშვის ძუძუთი კვების დროს პრობლემებს შეგიქმნით. ექიმი კაცის თქმით, ზოგიერთ ქალს ლითონის მიმართ ალერგია აქვს, რამაც შეიძლება ძლიეირ გამონაყარი გამოიწვიოს. ყველაზე ცუდია, თუ ნახვრეტების დეზინფექცია არ ხდება. ამ შემთხვევაში B და C ჰეპატიტით ან შიდსით დაინფიცირების რისკი არსებობს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.