Connect with us

მოდა და სტილი

5 რამ, რასაც ჭეშმარიტი ფრანგები არასდროს აკეთებენ

ფრანგი ქალები უნაკლო გემოვნებასთან, სტილთან და დახვეწილობასთან ასოცირდება. ისინი თავისუფლები, თავდაჯერებულნი და მშვიდები არიან. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გთავაზობთ 5 რამეს, რაც ამ ქალებისთვის აკრძალულია. შესაძლოა, კარგი მაგალითის მიბაძვის სურვილი გქონდეთ!

ტაბუ ნამდვილი ფრანგი ქალებისთვის

1. სინთეტიკური ტანსაცმელი

მთელ მსოფლიოში ფრანგები თავშეკავებული სტილითა და სილუეტის მარტივი ხაზებით არიან ცნობილნი. ისინი უპირატესობას ნატურალურ ქსოვილს ანიჭებენ. „პოლიესტერი ჩვენი კანის ქავილს იწვევს“ – ამბობს ოდეტა ლუაზელი, 22 წლის სტუდენტი ლიონიდან. „და ჩვენ ყველას ლაიკრაზე ალერგია გვაქვს“.

2. მოუხერხებელი ქუსლიანი ფეხსაცმელი

ფრანგი ქალები არ იცვამენ ფეხსაცმელს, რომლითაც სიარული მოუხერხებელია. საკუთარ კომფორტს დიდად აფასებენ. დიახ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არანაირი მიმზიდველობა არ აქვს.

3. იაფფასიანი ზედა ტანსაცმელი

ფრანგები მზად არიან ძვირადღირებულ და ხარისხიან ზედა ტანსაცმელში ინვესტირება ჩადონ. თქვენი პალტო თუ ცუდად გამოიყურება, მის ქვეშ ყველაზე წარმატებული ლუქიც კი ვერ დაგეხმარებათ. სჯობს კარგი ნივთი რამდენიმე წელი ჩაიცვათ, ვიდრე ყოველ სეზონზე იაფფასიანი შეიძინოთ.

4. პუშ-აფ ბიუსჰალტერი

თუ თქვენ ზრდასრული, თავდაჯერებული ქალი ხართ, მაშინ პუშ აფ ბიუსჰალტერი არაფერში გჭირდებათ. ქალური ნაზი მაქმანი უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე ბევრი პოროლონი.

5. დიეტა

ფრანგი ქალები კალორიებს არ ითვლიან და სალათის ფურცლებს არ ღეჭავენ. ისინი ჭამენ ყველაფერს, რაც სურთ, მაგრამ ზომიერება იციან. ეს გასუქების საშუალებას არ აძლევთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.