Connect with us

საკითხავი

5 ნიშანი, რომ თქვენი სარეცხი მანქანა მალე მოკვდება

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სარეცხი მანქანის მუშაობაზე მრავალი ფაქტორი გავლენას ახდენს. პირველ რიგში, მისი მწარმოებელი და ხარისხი, შემდეგ წყლის შემადგენლობა და სიხისტე: წყლის სიხისტე დამოკიდებულია გამათბობელ ელემენტზე, რომელიც შეიძლება დროზე ადრე წყობიდან გამოვიდეს. ასევე მნიშვნელოვანია გამოყენების პირობები: რაც უფრო ხშირად რეცხავთ, მით უფრო მალე დაასრულებს თავის მუშაობას.

ყველაზე ძვირადღირებული მოდელიც კი დაზიანებისგან დაზღვეული არაა. მაგალითად, ქარხნული დეფექტის შემთხვევაში მომსახურების ვადას ვერ გაახანგრძლივებთ. თუ ძაბვის მკვეთრი ცვლილებისგან დამცავი არ არსებობს, სარეცხი მანქანა შეიძლება ნებისმიერ წამს ელექტროენერგიის დაუგეგმავი გათიშვის გამო გაფუჭდეს. (სხვათა შორის, ეს ნებისმიერ მოწყობილობას ეხება).

საშუალო საფასო კატეგორიაში სარეცხი მანქანის გამოყენების საშუალო ვადა 5-8 წელია.

მნიშვნელობა არ აქვს მწარმოებელს, რამდენიმე წელში ტექნიკა დაძველდება და შეფერხებით მუშაობას დაიწყებს. აი, სარეცხი მანქანის ცვეთის რამდენიმე ცხადი ნიშანი. შეამოწმეთ:

დოლურა ციკლის ბოლოს ცუდად ტრიალებს

როცა სარეცხი მანქანიდან ტანსაცმელს იღებთ, ის ოდნავ სველი უნდა იყოს, მაგრამ არა გასაწური, რადგან ნებისმიერი ციკლის ბოლოს ყოველთვის არის სწრაფი წურვა (თუ თქვენ მინიმალური ბრუნვა არ დააყენეთ).

ზოგჯერ ეს სწრაფი რეჟიმი არ მუშაობს და კარის გაღებისას თქვენ სველი, მძიმე ტანსაცმელი გამოგაქვთ, რომლიდანაც წყალიც კი წვეთავს.

ეს შეიძლება მოხდეს:

  • წნევის სისტემის გაუმართაობა: გაწურვის რეჟიმი ირთვება, როცა წნევის სენსორი აჩვენებს, რომ წყალი გადინებულია.
  • გაცვეთილი ძრავა: ძველ ძრავას სასურველი ბრუნვის მიღწევა უჭირს, ხშირად ამაში დამნაშავეა გაცვეთილი ჯაგრისები, რომლებიც დროთა განმავლობაში უბრალოდ სრულად ქრება.

იცოდით? როცა ძრავის ჯაგრისები ფსკერამდე ირეცხება, ამან შეიძლება ძრავის ხმაური და მოძრაობა გამოიწვიოს. ახალ მოდელებში ხშირად ჯაგრისების ნაცვლად ძლიერი მაგნიტები გამოიყენება, რომლებიც ნაკლებად ცვდება და ხმაურის დონეს ამცირებს.

მანქანა წყალს ვერ ცლის

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იმის აღმოჩენა, რომ მანქანა შუა ციკლში გაიჭედა და ტანსაცმელი შიგნით საიმედოდ არის ჩაკეტილი. თუ დოლურა წყლით არის სავსე და მანქანა ჯერ კიდევ კიდევ მუშაობს, შესაძლოა, ტუმბოს ფილტრის პრობლემები ჰქონდეს. ფილტრის დაბინძურების დროს პროგრამა ირევა, ხოლო მონეტები, ღილები და სხვა წვრილმანები ჩასარეცხ მილს ბლოკავს. მარტივი ბლოკირების მოშლა რთული არაა, მაგრამ თუ გესმით, როგორ მუშაობს სადრენაჟე ტუმბო, მიზეზი ბლოკირებაში არაა და სჯობს დამოუკიდებლად არ გაუმკავდეთ. სხვათა შორის, სანამ ფილტრს შეამოწმებთ, წყლით ხელით ამოტუმბვა მოგიწევთ.

პანიკაში არ ჩავარდეთ და დოლურას კარს ხელი არ ახლოთ. როგორც წესი, ფრონტალურ მოდელებზე კარი 5-10 წუთით დაბლოკილი იქნება.

ძალიან ძლიერ ხმაურობს

რთულია მოდუნდეთ ან რაიმე საქმეზე გადაერთოთ, როცა სარეცხი მანქანა სააბაზანო ოთახიდან ან სამზარეულოდან გარბის. დოლურა რაც უფრო სწრაფად ბრუნავს, მით უფრო ხმაურობს და ძლიერ ხტუნავს. ასეთი რამ შეიძლება თეთრეულის არასწორმა შეყრამ გამოიწვიოს. მაგალითად, როცა მძიმე სააბაზანო პირსახოცთან ან ბამბის ხალიჩასთან ერთად მსუბუქ მაისურებს რეცხავთ ანუ ერთდროულად მძიმე და მსუბუქ ქსოვილებს რეცხავთ. ასევე შეიძლება საკისარის გაუმართაობამ გამოიწვიოს.

როგორ შევამოწმოთ საკისარი? სარეცხი მანქანის დოლურა ხელით შეამოწმეთ, როცა ის ცარიელი და მანქანა გამორთულია. თუ გეჩვენებათ, რომ რაღაცაზე ხელის მიკვრა გჭირდებათ, სავარაუდოდ, საკისარი გაუმართავია.

თქვენ მას საყვარელ ტანსაცმელს ვეღარ ანდობთ

ეს უტყუარი ნიშანია, რომ სარეცხი მანქანა დროა განაახლოთ. რა აზრი აქვს მოწყობილობის ქონას, რომელიც ტანსაცმელს აფუჭებს და ძირითად ფუნქციებს ვეღარ ასრულებს. ტანსაცმელი, რომელსაც თქვენ ატარებთ, სწორ და სათუთ ზრუნვას იმსახურებს. რა აზრი აქვს გაუმართავ და ძველ მოწყობილობაში ტანსაცმელი გარეცხოთ, რომელიც ლაქასაც ვერ უმკლავდება, სარეცხ საშუალებასაც ბოლომდე ვერ აშორებს, ნახვრეტებს და უსიამოვნო სუნს ტოვებს, ქსოვილს წელავს. საბოლოოდ, თქვენ საყვარელ ნივთს და ფულს კარგავთ. დაფიქრდით, გჭირდებათ ნივთების კარგ მდგომარეობაში შენახვა თუ მზად ხართ ყოველ სეზონზე გარდერობის ნახევარი განაახლოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი სარეცხი მანქანის შეძენა ვერაფრით გადაწყვიტეთ.