Connect with us

ჯანმრთელობა

5 მცენარე რომელიც ჰიპერტონიისგან განკურნებაში დაგეხმარებათ!

ჰიპერტონია – მომატებული წნევაა რომლისგანაც, 1 მილიარდი ადამიანი იტანჯება.

წნევას გაუკონტროლებლობით, შეიძლება ინფარქტი ან ინსულტი მიიღოთ. ასეთ შემთხვევაშ მხოლოდ აბების მიღება საკმარისი არ არის!

ჰიპერტონიასთან ბრძოლისთვის საჭიროა შევცვალოთ ცხოვრების წესი: დაკავდეთ სპორტით და სწორად იკვებოთ.

არსებობს სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი, რომლებიც ჰიპერტონიის მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. წნევის გაკონტროლება ბალახეულის ნაყენებითაც შეიძლება. ეს ხერხი არამარტო შედეგიანი, არამედ ნატურალურიცაა.

გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობის დაწყებამდე, აუცილებლად უნდა გაესინჯოთ ექიმს!

1. ზეთისხილის ფოთლების ნაყენი

  • 1 ჩაის კოვზი გამომშრალი ზეთისხილის ფოთლები (5 გრამი)
  • 2 ჭიქა წყალი (500 მილიგრამი)

აადუღეთ წყალი და ჩაუმატეთ ზეთისხილის ფოთლები. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10 წუთი, წყალმა უნდა მიიღოს ქარვის შეფერილობა. შემდეგ გაწურეთ სასმელი (გაფილტრეთ ფოთლებისგან) და დალიეთ დილით, უზმოზე და ძილის წინ.

2. გვირილისა და შვიტას ჩაი (ე.წ. ცხენის-ძუა)

  • 1 სუფრის კოვზი გამხმარი გვირილის ყვავილი (15გ)
  • 1 სუფრის კოვზი შვიტას ფოთლები
  • 2 ჭიქა წყალი (500 მილიგრამი)

აადუღეთ წყალი და დაუმატეთ ბალახი. გააჩერეთ 3 წუთი და გაწურეთ. დალიეთ ყოველ საღამოს.

3. როზმარინისა და ნივრის ნაყენი

  • 4 ჭიქა წყალი
  • 1 სუფრის კოვზი როზმარინის გამხმარი ფოთლები
  • 5 კბილი ნიორი

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ როზმარინის ფოთლები და ნიორი. ხარშეთ 5 წუთი. გააჩერეთ 15 წუთი და გაწურეთ.

4. ბროწეული

ტექნიკურად ბროწეული -კენრას წარმოადგენს. მისი წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და კალიუმით, ამიტომ ის კარგად შველის ჰიპერტონიას.
შეგიძიათ მისი მარცვლები წყალში ჩაყაროთ და დალიოთ ან მიიღოთ მისი წვენი.

5. დაფნა

  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 1 ჭიქა წყალი (250 მილიგრამი)

დაამატეთ დაფნის ფოთოლი ადუღებულ წყლიან ჭიქაში და გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და მოიხმარეთ დღეში რამდენჯერმე.