Connect with us

ჰოროსკოპი

5 ზოდიაქოს ნიშანს ნოემბერში საბედისწერო გაკვეთილი ელოდებათ

ნოემბერში არა მხოლოდ მთვარის კვანძები, არამედ ლილიტიც  გააქტიურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვნებებთან საბრძოლველად უნდა მოემზადოთ. ცუდის გაკეთების ცდუნება გაძლიერდება, რასაც უნდა შეებრძოლოთ. თუ საკმარისი ნებისყოფა არ გაქვთ, ბოროტების წინააღმდეგ ღია არ გაიბრძოლოთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია პირადად თქვენ არ გეხებათ. შავი მთვარის დღეებში სჯობს ბნელი ძალების გამოვლენისგან თავი შორს დაიჭიროთ და შინაგანი სამყაროს სიწმინდე შეინარჩუნოთ.

4 ნოემბერი – მთვარის და აღმავალი კვანძის შეერთება: სულიერი ზრდა ტყუპებისთვის

ამ დღის მოვლენები ტყუპებს რაღაც ახალს ასწავლის. ეს შეიძლება ადრე არნახული სიტუაციაც იყოს. დღე ჩვეულებრივად ჩაივლის, მაგრამ მისი შინაგანი რეაქციები ჩვეულებრივი არ იქნება. რაღაცას სულ სხვა თვალით შეხედავს და მიხვდება, თუ რა მიმართულება აირჩიოს.

თუ მის ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოვა, ეს მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამ დღეს გაცნობილი ადამიანი ტყუპებისთვის სულიერი მასწავლებელი გახდება. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სახლში, ოჯახში, ყოველდღიურობაში მიმდინარე ჩვეული სიტუაციები. მათ დააკვირდით და დასკვნები გამოიტანეთ.

13 ნოემბერი – ვენერას და აღმავალი კვანძის ტრინი, მერკურის და ლილიტის ოპოზიცია: გაკვეთილები ტყუპებისა და სასწორისთვის, გამოცდა მორიელისა და კუროსთვის

ვენერას და აღმავალი კვანძის ტრინი სასწორს და ტყუპებს სიყვარულის ახალი საზღვრების და ჰარმონიის მიღწევას ასწავლის. ამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები სიყვარულის სცენებს და ადამიანების ურთიერთქმედებას დააკვირდებიან, რაც მიმართულების არჩევაში დაეხმარებათ. სულიერი ზრდისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილს მიიღებენ. ამ დღის მოვლენების წყალობით მათი პირადი ურთიერთობა განვითარების ახალ დონეზე გადავა.

მერკურის და ლილიტის ოპოზიცია, რომელიც ვენერას ტრინთან ერთად მოხდება, მიგითითებთ აზროვნების მგრძნობელობაზე. თქვენ ხალხისთვის სათქმელის გადაცემა გაგიჭირდებათ. აზრს ვერ გამოთქმავთ ან ხალხი არ მოგისმენთ. ამით განსაკუთრებით დაიტანჯებიან კუროები და მორიელები.

17 ნოემბერი – მთვარის და დაღმავალი კვანძის შეერთება: მშვილდოსნის კარმული ანგარიშსწორება

ყველაზე კარგ ვარიანტში მშვილდოსანი ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო და საოჯახო პრობლემების გადასაჭრელად დაგროვილ გამოცდილებას გამოიყენებს. ის შეძლებს იმ ადამიანის ნახვას, ვისთანაც ადრე ნათესაური კავშირი ჰქონდა.

სახლის, ოჯახის, ცოლის და დედის შესახებ მოძველებულ სტერეოტიპებს მოიშორებს. წარსულით ცხოვრებას შეწყვეტს და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდება, რომ წარსულს ტყუილად ეჭიდებოდა, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა – სრულად ახალი, წარსულზე არანაკლები მომავალი.

ცუდ ვარიანტში მშვილდოსანი რაღაცას დაკარგავს და ეს ანგარიშსწორება იქნება იმისთვის, რომ წარსულში დედასთან და ოჯახთან მიმართებაში ცუდად მოიქცა.

24-25 ნოემბერი: ვენერას და ლილიტის ოპოზიცია: კუროს და მორიელის ცდუნება

ვენერას და ლილიტის ოპოზიცია გაფრთხილებთ ბნელი ვნებების შესახებ, რომლებიც პირად ცხოვრებას ხელს უშლიან. კურომ და მორიელმა ფულის გამო შეიძლება სიყვარულს უღალატონ ან მსგავსი სიტუაციის მსხვერპლნი თავად გახდნენ. მათ მატერიალური მოგების მიღმა ნამდვილი გრძნობების დანახვა გაუჭირდებათ. ამ დღეს კურო და მორიელი უნდა ერიდონ ფულის, მოგების მიღების სურვილს.

27 ნოემბერი: მთვარის და ლილიტის კავშირი: დამანგრეველი ვნებები კუროსთვის

მთვარის და ლილიტის კავშირის გავლენით კურო იმ საქმეს, რომელიც ცხოვრების პრაქტიკულ მხარეს ეხება, ზედმეტი და დამანგრეველი ვნებებით შეხედავს. ლილიტი მას სიხარბით, ქონების მიღებით, ფულით აცდუნებთ. ამან შეიძლება ნებისმიერ ფასად გამდიდრება გამოიწვიოს.