Connect with us

ჯანმრთელობა

5 ეფექტური შინაურული საშუალება მშრალი ხველის სწრაფად მოსაშორებლად

ამ ეფექტური შინაურული საშუალებების დახმარებით შედეგს ძალიან სწრაფად და გვერდითი ეფექტების გარეშე მიიღებთ!

ჩვეულებრივ, ხველას ფილტვების მიერ ინფექციის გატარება იწვევს. ამ დროს ორგანიზმი მოქმედებს, ლორწოს იღებს, რომელიც სასუნთქ გზებს ბლოკავს. ეს ცუდი არაა, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელია. თუმცა მშრალი ხველის ეპიზოდები, რომლებიც ძალიან დიდხანს გრძელდება მიგითითებთ, რომ რაღაც რიგზე არაა.

მარტივი, მაგრამ ცუდად განკურნებული სურდო შეიძლება ყველა სახის გართულებაში გადაიზარდოს. თუ მშრალი ხველა გაქვთ, მისი უგულებელყოფა არ ღირს. დღეს ბუნებრივ შინაურულ საშუალებებზე გიამბობთ, რომლებიც ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

ხველის გამომწვევი ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი მიზეზი არსებობს. ყველაზე გავრცელებული მიზეზია სურდო. გარკვეული არაჯანსაღი ჩვევები, როგორიცაა მოწევა, მდგომარეობას უფრო ამწვავებს. და ბოლოს, ალერგიული ან ასთმური სიტუაციები, აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტები (განსაკუთრებით ის წამლები, რომლებიც არტერიულ წნევას არეგულირებენ) ხველის გაჩენას იწვევენ.

ნატურალური საშუალებები მშრალი ხველის საწინააღმდეგოდ

ცხელი სასმელები დალიეთ

როცა ყელი გაღიზიანებულია, ხველა იწყება და ცხელი სასმელების, ჩაის, წვნიანის და თაფლის და ლიმონის ან პიტნის ნარევზე უკეთ მდგომარეობას ვერაფერი შეგიმსუბუქებთ. თაფლის და ლიმონის ნარევი განსაკუთრებით რეკომენდებულია, რადგან სასუნთქ გზებს ხსნის და ლორწოს ამოღებას ხელს უწყობს. ძილის წინ თბილი აბაზანის მიღება სხეულსაც მოუხდება.

ყელის გამოვლება მარილით

ყელში ზღვის ან ჰიმალაის მარილის გამოვლება მშრალი ხველის დროს ძალიან ეფექტურია. ამისთვის 1 ჩ/კ მარილი 250 მლ თბილ წყალს აურიეთ. ეს მარტივი, ეკონომიური და ეფექტური საშუალებაა, რომელიც დღეში რამდენჯერმე ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ხახვი

ხახვი დაჭერით და 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ნახევარი საათით დააყენეთ, რომ ინგრედიენტების შერევა მოხდეს. მთელი დღე სიროფის სახით თითო კოვზი ან ყლუპი დალიეთ. მას სასიამოვნო სუნი და გემო არ აქვს, მაგრამ მშრალი ხველის და სურდოს სხვა სიმპტომების დროს ძალიან ეფექტურია.

ყურძენი

ყურძენი ფილტვების ფუნქციებს აუმჯობესებს და ამოსახველებელი საშუალების მსგავსად მოქმედებს. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეჭამოთ. ასევე შეგიძლიათ ყურძნის და 1 კოვზი თაფლისგან სმუზი მოამზადოთ. ორივე ერთნაირად ეფექტური და გემრიელი საშუალებაა.

ნუში

კიდევ ერთი შესანიშნავი, ნატურალური საშუალება მშრალი ხველის მოსაშორებლად. ნახევარი დუჟინი (6 ცალი) ნუში აიღეთ და მთელი ღამე თბილ წყალში გააჩერეთ. მეორე დღეს კანი მოაშორეთ და დააქუცმაცეთ, რომ პასტა მიიღოთ. პასტას 1 ს/კ ზეთი და თაფლი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 1 ჩ/კ დღეში მაქსიმუმ 3-ჯერ შეჭამეთ.