Connect with us

ჯანმრთელობა

5 გამაოგნებელი ფაქტი თქვენი ბოქვენის თმის შესახებ

მოდა ბოქვენის თმაზე, როგორც გარდერობის ნივთზე ცვალებადია. დღეს ის პოპულარობის პიკზეა, ხვალ კი წარსულის გადმონაშთი.

ძველ ეგვიპტეში ბოქვენის თმის მოშორება ჩვეულებრივი საქმე იყო მაშინ, როცა ელიტურ ინგლისში ბოქვენის სქელი თმა ქალს სექსუალურ წარმატებას ჰპირდებოდა. საუკუნის წინ, 90-იან წლებში მოდაში შემოვიდა ბრაზილიური ცვილი. ჩვენს დროში ბოქვენის მოდის ტენდენცია ბევრს დიდად არ აღელვებს, ამას უბრალოდ სხეულის ჰიგიენად მიიჩნევენ.

ცოტა ადამიანს აქვს თმა ბოქვანზე ან ამის აღიარების ეშინიათ

კვლევის თანახმად, მხოლოდ მამაკაცების 10% და ქალების 6% ირწმუნება, რომ ინტიმურ ადგილებში მზარდ თმაზე არაფერს აკეთებენ. ეს სტატისტიკა საკმაოდ დაბალია, ამიტომ შესაძლოა, რომ ზოგიერთი რესპოდენტი პასუხის გაცემისას გულწრფელი არ იყო.

ქალების ნახევარი ბოქვანზე თმას სრულად იპარსავს

თუ დღევანდელ სილამაზის სტანდარტს გავითვალისწინებთ, ეს ფაქტი შოკისმომგვრელი არაა. ქალების 57% და კაცების 17% აღიარებს, რომ ბოქვენის თმას სრულად იშორებს.

ბიჭებს “გადაბარდული” ქალები არ უყვართ

ბიჭების 46%–ს ურჩევნიათ, რომ მის რჩეულს მუცლის ქვემოთ თმა გაპარსული ჰქონდეს, ხოლო 40%–მა საკუთარ პარტნიორს ბოქვენის თმის მოშორება სთხოვა.

ქალები კაცების ბოქვენის თმის მიმართ უფრო მომთმენი არიან

ქალი რესპოდენტები ბოქვენის თმას უფრო მარტივად უდგებიან, ვიდრე კაცები. რესპოდენტების 70% საკუთარ პარტნიორს ინტიმურ ადგილებში თმის მოცილებას არ სთხოვს და მხოლოდ 23% საუბრობს საკუთარ პარტნიორთან იმის შესახებ, რომ მან თმა გაიპარსოს.

გენიტალურმა ვარცხნილობამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს

ბოქვენის თმის მოვლამ შეიძლება სექსუალური სურვილი ნულამდე დაიყვანოს. კაცების 30% და ქალების 19% აღიარებს, რომ ბოქვენის ვარცხნილობას შეუძლია აღგზნება ჩაკლას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.