Connect with us

ჯანმრთელობა

5 ბალახი, რომელსაც სახსრების მკურნალობის დროს იყენებენ

ბუნება ძალიან ბევრს გვაძლევს, სამწუხაროა, რომ მასზე არ ვზრუნავთ და სამკურნალოდ მისი გამოყენება პრაქტიკულად შევწყვიტეთ.

უდაოდ, ზოგიერთი დაავადების მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით შეიძლება, მაგრამ ზოგიერთ დაავადებასთან გამკლავება მცენარეების დახმარებით შეიძლება.

5 სამკურნალო მცენარეზე, რომლებიც სახსრების სამკურნალოდ გამოიყენება და მათ საკმაოდ კარგი ეფექტი აქვთ.

1. წყლის მარწყვა-ბალახი

ჩემ მიერ გამოცდილ მცენარეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. შეგიძლიათ როგორც შიგნით, ასევე გარეგნულად გამოიყენოთ.

მტკივნეული შეგრძნება წამებში შემცირდება, ხოლო სისტემატური გამოყენების შემთხვევაში საერთოდ გაქრება. ასევე ანთება გაქრება და შეშუპება შემცირდება.

ამ ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელს უძველესი დროიდან იყენებენ. ბალახის რეცეპტები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გვხვდება.

2. ბაბუაწვერა

ამ ლამაზ და სასარგებლო მცენარეს ბევრი უბრალოდ სარეველად მიიჩნევს. ახლა გოგოები მისგან გვირგვინის გაკეთებასაც არ ცდილობენ. არადა ძლიერი სამკურნალო საშუალებაა.

ბაბუაწვერაში შემავალი გლიკოზიდი, ტარაქსაცინი და ტარაქსაცერინი ღვიძლის მუშაობას ააქტიურებენ. ამის წყალობით ნივთიერებათა ცვლა უმჯობესდება, ხრტილოვანი უჯრედების გამრავლება ჩქარდება. განადგურებული ხრტილი აღდგენას იწყებს, ამით ტკივილის მიზეზი ქრება და არა უბრალოდ ტკივილის სინდრომი.

რომელიმე სააფთიაქო საშუალებას ასეთი შედეგით თავის ქება შეუძლია?

3. ჭინჭარი

ჩვეულებრივი ჭინჭარი, რომლისაც ბავშვობაში გეშინოდათ, სახსრების ტკივილის დროს კარგი საშუალებაა.

სჯობს ართრიტის დროს მიიღოთ, რადგან ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისება აქვს. ჭინჭარი სახსრებში ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, შედეგად ხრტილოვანი უჯრედების კვება უმჯობესდება.

4. პირშუშხა

არ დაიჯერებთ, რამდენი წელია აგარაკიდან მის მოშორებას ვცდილობთ, ის კი მაინც იზრდება და იზრდება.

ის არა მხოლოდ სარეველა, არამედ შესანიშნავი სანელებელი და სამკურნალო საშუალებაა. სამკურნალო ეფექტი მასში შემავალი დიდი რაოდენობით ეთერზეთებით და C ვიტამინით არის განპირობებული. ასევე პირშუშხას ფესვებში აღმოჩენილია ნივთიერება ლიცოზიმი, რომელსაც ანტიმიკრობული მოქმედება აქვს.

5. ოროვანდი

ოროვანდი საკმაოდ სასარგებლო საშუალებაა. სწორი გამოყენების შემთვევაში ორგანიზმზე სამკურნალო მოქმედება აქვს, მათ შორის სახსრებზე.

ოროვანდის ფესვებში შემავალი ინულინი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოა. ასევე ბალახის ფესვის ნაყენი წყალი-მარილის ცვლას არეგულირებს, რაც ხრტილოვანი ქსოვილის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. ოროვანდი ბევრ კალიუმს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს და შეშუპებას ამცირებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.