Connect with us

თავის მოვლა

5 ხალხური საშუალება ცხიმგროვის მოსაშორებლად

ულამაზო ახალწარმონაქმნები უამრავ დისკომფორტს უქმნის თავის მფლობელს. ისინი შეიძლება ხელს გიშლიდეთ ტანსაცმლის ქვეშ, ქსოვილთან ხახუნის დროს ანთება დაიწყოს, თმის დავარცხნის დროს გტკიოდეთ. რა თქმა უნდა, ყველაზე უსიამოვნო მომენტია ცხიმგროვა სახეზე. მას ვერც ვარცხნილობით დაფარავთ, ვერც კაბით და ვერც კოსმეტიკით.

ოპტიმალური ვარიანტია ექიმთან მისვლა. დიდი ზომის ცხიმგროვებს ქირურგი კურნავს, ხოლო მცირე ზომისას – კოსმეტოლოგი. თუმცა, თუ ასეთი შესაძლებლობა ან სურვილი არ გაქვთ, შეგიძლიათ, პრობლემას ხალხური საშუალებებით გაუმკლავდეთ.

5 ხალხური საშუალება ცხიმგროვის წინააღმდეგ

  1. აიღეთ ახალი, უმი ნიორი – ახლა სწორედ ახალი ბოსტნეულის სეზონია. გააცალეთ თავი და დახეხეთ წვრილად რამდენიმე კბილი ისე, რომ მცენარემ წვენი გამოყოს. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი, კანი რომ არ დაიწვათ. დაიდეთ ფაფა კომპრესის სახით ცხიმგროვაზე. 1 საათში მოიხსენით და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ყოველ მეორე დღეს.
  2. ხახვს გამწოვი მოქმედება აქვსო, ამტკიცებდნენ ჩვენი ბებიები. ცხიმგროვასთან გასამკლავებლად, ისინი ღუმელში აცხობდნენ ჩვეულებრივ ხახვს. შემდეგ მას აქუცმაცებდნენ და ურევდნენ დახეხილ სარეცხ საპონს 2:1 პროპორციით. წაუსვით ცხიმგროვას ეს მასა და დაიფინეთ ცელოფნის პარკი. გაიმეორეთ ყოველდღე, შედეგის მიღებამდე.
  3. იყიდეთ ცხიმიანი, სოფლის არაჟანი. 1 ჩ.კ. შეურიეთ ამდენივე მარილს და წაისვით დღეში ორჯერ.
  4. ქრისტესისხლას სასწაულმოქმედი თვისებების სესახებ ბევრმა იცის – თვითონ დასახელებაც ამაზე მეტყველებს. ახლა სწორედ მისი აყვავების პიკის სეზონია, მას მარტივად იპოვით ყვითელი ყვავილებით. მოკრიფეთ და მაშინვე დაიდეთ ყვავილის მოტეხვის ადგილით ცხიმგროვაზე. გახსოვდეთ: მისი ნარინჯისფერი წვენი ძალიან წებოვანია და ტანსაცმლიდანაც არ ამოდის მისი ლაქა. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გააზავეთ ეს წვენი წყალში და ისე გამოიყენეთ.
  5. დიდი ზომის ცხიმგროვასაც კი გაუმკლავდებით იაფფასიანი მედიკამენტით – ლინიმეტ სინტომიცინით. წაუსვით იგი ბამბის დისკს და დაიწებეთ სანტავიკით ცხიმგროვაზე. გაფრთხილებთ: ეს ხანგრძლივი პროცესია – 1-2თვეს მოიცავს. კომპრესები რეგულარულად უნდა განაახლოთ, მკურნალობა კი გააგრძელოთ სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

თქვენ როგორ ებრძვით ცხიმგროვას?