Connect with us

თავის მოვლა

5 საუკეთესო ხრიკი სილამაზისთვის, რომელიც ნამდვილად მუშაობს. შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით

სილამაზის ინდუსტრიას დამსახურებულად  ვუწოდებთ მეგაწარმატებულს. ყველა ცდილობს მისი კანონების დაცვას და მიმზიდველობის შენარჩუნებას, იმაში დარწმუნებული, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს ცხოვრებისეული წარმატება. არსებობს ერთი პრობლემა: სილამაზის ინდუსტრიის დევნა ყველას სურს, თუმცა, ყველას არ აქვს ამის საშუალება. საქმე თავის მოვლის საშუალებების მაღალ ღირებულებაშია. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ რამდენიმე იაფფასიანი, თუმცა არანაკლებ ეფექტური საშუალებების შესახებ.

გვითხარით, თქვენ როგორ ითეთრებთ გამუქებულ კანს, უვლით თმას, იშორებთ სილურჯეებს თვალქვეშ ან იხსნით მაკიაჟს? აღმოჩნდა, რომ თითოეული ამ პროცედურისთვის პროფესიონალური საშუალებები არ ყოფილა საჭირო. საკმარისია სამზარეულოში შესაფერისი პროდუქტის პოვნა.

კანის გათეთრება კარტოფილით

თუ შენიშნეთ, რომ იღლიის ზონაში კანი გაშავდა, იცოდეთ, რომ ეს დეზოდორანტის ხშირი გამოყენების შედეგია. ჩნდება კითხვა: როგორ გავითეთროთ კანი ისე, რომ დეზოდორანტის გამოყენება არ შევწყვიტოთ? ამისთვის სპეციალური კრემი არსებობს, თუმცა, იგი არაა რეკომენდებული მგრძნობიარე კანისთვის, თანაც, არც იაფი ღირს. მეორე ვარიანტია კარტოფილის დახეხვა წვრილად, წვენის დაწურვა და ამ წვენით იღლიების დამუშავება. შედეგი მხოლოდ რეგულარული გამოყენების შემდეგ იქნება თვალსაჩინო.

ლუდი თმისთვის

შეგიმჩნევიათ, რამდენი შამპუნის შემადგენლობაში შედის ლუდი? აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს პროდუქტია სასარგებლო თმის ჯანმრთელობისთვის. იყიდეთ მუქი ლუდი, გახსენით ბოთლი და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით დაიბანეთ თავი ჩვეულებრივ, შემდეგ დაიტანეთ ლუდი, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ.

ბუასილის კრემი თვალქვეშა შეშუპებისთვის

არაერთხელ დაგვიწერია კანის ირგვლივ თვალის მგრძნობიარობასა და იმაზე, რომ ამ მონაკვეთისთვის ყველა საშუალება არ გამოგადგებათ. უბრალოდ თხელ ფენად დაიტანეთ მასზე მკვებავი კრემი, ზემოდან კი ბუასილის სამკურნალო საშუალება გადაისვით 3-5 წუთით. ასეთი კრემი კანზე ანთების ჩასაცხრობადაც გამოგადგებათ.

ბანანის კანი კბილებისთვის

გათალეთ ერთი მწიფე ბანანი ისე, რომ კანზე ცოტაოდენი რბილობიც დარჩეს. მიიდეთ კანის შიდა მხარე კბილებზე და ოდნავ გაიხახუნეთ. დაელოდეთ 10 წუთით, შემდეგ გამოივლეთ თბილი წყლით.

ზეითუნის ზეთი დემაკიაჟისთვის

ეს საშუალება მხოლოდ მაშინ კი ა უნდა გამოიყენოთ, როცა მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება გაგითავდებათ, არამედ ყოველთვის. დაასხით ბამბის დისკს ზეთი და გაიწმინდეთ სახე. ზეითუნის ზეთი დაატნიანებს კანს და გაჟღენთს საკვები ნივთიერებებით.